Connect with us

თავის მოვლა

ამ 7 მეთოდის გამოყენებით ისეთი რბილი ქუსლები გექნებათ, როგორც ჩვილ ბავშვებს

ნახეთქები და ქუსლების სიმშრალე საკმაოდ გავრცელებული პრობლემებია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს კანის სიმშრალე, არაკომფორტული ფეხსაცმელი, არასწორი ჰიგიენა ან ვიტამინების დეფიციტი.

ნახეთქები აუცილებლად უნდა იმკურნალოთ. მათი მიზეზის გამოსავლენად სპეციალისტს მიმართეთ.

თუ სოკო გაქვთ, ექიმი სამკურნალო პრეპარატებს დაგინიშნავთ. თუ ნახეთქები სხვა მიზეზებით არის გამოწვეული, კომფორტული ფეხსაცმელი ატარეთ და ტერფებს უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ.

გთავაზობთ 7 შინაურულ საშუალებას, რომელთა დახმარებით დახეთქილი და მშრალი ქუსლების მდგომარეობას გააუმჯობესებთ.

ეს კრემები, ნიღბები და ფეხის აბაზანები შეგიძლიათ როგორც პროფილაქტიკის, ასევე მოვლის მიზნით გამოიყენოთ. მაღაზიაში ნაყიდი კრემი ასეთ კარგად შედეგს ვერ მოგცემთ!

1. ლიმონი, მარილი, გლიცერინი და ვარდის წყალი

ტაშტში თბილი წყალი ჩაასხი, 3 მწიკვი მარილი, 15 წვეთი ლიმონის წვენი, 1 ჩ/კ გლიცერინი და 2 ჩ/კ ვარდის წყალი დაუმატეთ.

ფეხები 20 წუთით ჩადეთ. შემდეგ ფეხის პემზით მსუბუქად გაიხეხეთ. ცალკე თასში 1 ჩ/კ გლიცერინი, ვარდის წყალი და ლიმონის წვენი აურიეთ.

აბაზანის შემდეგ ქუსლებზე ეს ნარევი წაისვით. 2 წყვილი თხელი, ბამბის წინდები ჩაიცვით და მთელი ღამე გაიჩერეთ. დილით ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ.

ეს პროცედურა კვირაში 3-4-ჯერ გაიმეორეთ.

2. მცენარეული ზეთი

ფეხები კარგად დაიბანეთ, პირსახოცით შეიმშრალეთ და ცოტა მცენარეული ზეთი ქუსლებზე წაისვით.

თხელი, ბამბის წინდა ჩაიცვით, ზემოდან ბეწვის წინდა ამოიცვით და დაწექით. დილით ჩამოიბანეთ.

ეს პროცედურა რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმეორეთ.

3. ვაზელინი და ლიმონის წვენი

ფეხები თბილ წყალში 15 წუთით ჩადეთ. შემდეგ შეიმშრალეთ. 1 ჩ/კ ვაზელინი და ლიმონის წვენი აურიეთ.

ეს ნარევი ქუსლებზე დაიდეთ. ღამით ბამბის შემცველ წინდები ან პოლიეთილენის პაკეტები, ზემოდან კი ბეწვის წინდები ჩაიცვით. დილით ჩამოიბანეთ.

4. პარაფინი

ცოტა პარაფინი აიღეთ და ქოქოსის ზეთს აურიეთ. ნარევი ქვაბში სუსტ ცეცხლზე გააცხელეთ, სანამ ცილი საჭირო დონეზე არ გადნება. შემდეგ ოდნავ გაგრილება აცადეთ და ტერფებზე წაისვით.

შესანიშნავ შედეგს რომ მიაღწიოთ, პარაფინი ძილის წინ მიიღეთ. რამდენიმე წყვილი თბილი წინდების ჩაცმა არ დაგავიწყდეთ. დილით ფეხები კარგად დაიბანეთ.

5. თაფლი

ტაშტში 1 ჭიქა თაფლი და 5 ლ თბილი წყალი აურიეთ. ფეხები ამ აბაზანაში 20 წუთით ჩადგით. შემდეგ პემზა გამოიყენეთ. ამის შემდეგ ფეხები ჩამოიბანეთ და კარგად შეიმშრალეთ. მკვებავი კრემი წაისვით.

6. ბრინჯის ფქვილი

3 ს/კ დაფქული ბრინჯი, რამდენიმე ჩაის კოვზი თაფლი, ვაშლის ძმარი და 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი აურიეთ. სქელი პასტა უნდა მიიღოთ.

ფეხები ამ წყალში 10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ მიღებული ნარევი სკრაბის სახით გამოიყენეთ.

7. ზეითუნის ზეთი

1 ს/კ ზეითუნის ზეთი, რამდენიმე წვეთი ლავანდის ან ლიმონის ეთერზეთი და 1 ჩ/კ თბილი წყალი აურიეთ. მიღებული კრემი ფეხებზე დღეში რამდენჯერმე გამოიყენეთ. დახეთქილი ქუსლების პრობლემამ რომ აღარ შეგაწუხოთ, ეს რჩევები გამოიყენეთ. ასევე კომფორტული ფეხსაცმელი ატარეთ და რაციონში A და E ვიტამინებით მდიდარი საკვები ჩართეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.