Connect with us

კულინარია

ამ შეცდომის დაშვების შემდეგ ტაფა და ქვაბი გადასაგდები ხდება

ტეფლონის ტაფა ყველა სამზარეულოში მოიძებნება. მას მიწვის საწინააღმდეგო ფენა აქვს და ზეთის მხოლოდ მცირე რაოდენობას საჭიროებს. მას არც ჟანგი ემუქრება და არც აგრესიული მჟავების – რომლებიც პროდუქტებში გვხვდება. მისი შედეგა მაცივარშიც შეგიძლიათ. მაშ რისი ეშინია საყვარელ ტაფას?!

ტეფლონის ტაფა

ასეთი ტაფის მოვლა შეგვიძლია ორ მნიშვნელოვან პუნქტად დავყოთ: მასში საკვების მზადება და მისი გასუფთავება. სანამ ამ ტაფაზე საჭმელს პირველად მოამზადებთ თბილი წყლით კარგად გარეცხეთ. ზოგიერთი მწარმოებელი ტაფის ზედაპირის მცენარეული ზეთით გაწმენდას გვირჩევს.

ამ ტაფის გაცხელება პოდუქტის გარეშე არ შეიძლება. მას ზედმეტი გაცხელება აზიანებს და მალე აფუჭებს. ეცადეთ საკვების მომზადებისას მაღალი ცეცხლი არ გამოიყენოთ.
ამ ტაფასთან რკინის დანა-ჩანგლისა და კოვზების გამოყენება არ შეიძლება.

ტეფლონის ტაფის წმენდა

ტაფას საკვების მომზადებისთანავე ნუ გარეცხავთ! ცხელ ტაფას ცივ წყალს ნუ შეუშვერთ. მსგავსი მოქცევა ტაფის დეფორმირებას და მასზე მომზადებული საკვების ხარისხის შემცირებას იწვევს!

ტეფლონის ჭურჭელი ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს ვერ იტანს. დაელოდეთ როდის გაცივდება ტაფა და შემდეგ დაიწყეთ მისი რეცხვა. მისი რეცხვისას სოდისა და სახეხი ფხვნილების გამოყეენბა არ შეიძლება. არსებობს სპეციალური ღრუბელი მიწვის საწინააღმდეგო ზედაპირების საწმენდად.

ამ ტიპის ტაფის მოხმარებისას უ ყველა წესს დაიცავთ, ჭურჭელი უფრო დიდიხანს მოგემსაურებათ!