Connect with us

მოდა და სტილი

ამ შემოდგომის ყველაზე მოდური თმის ფერი ქალბატონებისთვის

შებრაწული ქოქოსი – ეს არ არის გემრიელი ფუნთუშა, ყინულიანი ყავა ან არომატული ორცხობილა, ეს თმის ახალი ტრენდის სახელია. შემოდგომის დადგომასთან ერთად ქალბატონებმა თმის ძირების მუქ ფერებში შეღებვა დაიწყეს, თმის ბოლოებს კი ღია ფერში იღებავენ. ეს შესანიშნავი ვარიანტია თბილი ზაფხულიდან ცივ ზამთარში ნაბი-ნაბიჯ გადასასვლელად.

ქვემოთ ორი სტილისტი გაგიზიარებთ იმ ინფორმაციას რაც შემწვარი ქოქოსის ფერი თმის შესახებ უნდა იცოდეთ.

შემწვარი ქოქოსის ფერი თმა – როგორია ის?

ბრონდი რომელიც მუქ და ღია ფერის ტონებს ითავსებს, როგორც წესი ფოკუსირებულია უფრო მუქ ტონზე რომელსაც მთელს სიგრძეზე ღია ფერის “ალები” გასდევს. “შემწვარი ქოქოსი” – ეს ორი გავრცელებული თმის ფერის ერთმანეთში შერევას არ გულისხმობს, ეს უფრო ერთი ფერის მეორეში თანდათანობით გადასვლაა, ისე როგორც ომბრეს შემთხვევაში ხდება. ” ეს არის ძალიან მუქი ფერის ძირები რომლებიც თანდათან ღიავდებიან ბოლოებისკენ” – გვიხსნის ემი რექსროტი, ბალტიმორის კოლორისტი.

როგორ უნდა მივიღოთ ასეთი თმის ფერი?

როდესაც ატლანტელმა სტილისტმა კეილა სტიუარტმა თავის ერთ-ერთ კლიენტს შემწვარი ქოქოსის ვარცხნილობა გაუკეთა, ყველაფერი ასე დაიწყო: მან თავის ბუნებრივად წაბლისფერი თმის მქონე კლიენტს თმა უფრო მდიდარი ტონით შეუღება, რათა ძირებისთვის სიღრმე და მოცულობა შეემატებინა, შემდეგ გამაღიავებელი დაადო, საკმაოდ პოპულარული თმის “ლღობის” ტექნიკით (თმის ფერისთვის სხვადასხვა ტონების თანდათანობით შერევა). მას შემდეგ რაც გამაღიავებელმა იმოქმედა, სტიუარტმა თმა ყველაზე “ცივი” ტონერით დაფერა, იმისთვის რომ თამამი კონტრასტი შეექმნა, რომელიც სწორედ “შემწვარ ქოქოსს” შეეფერება. რექსროტს სწორედ იგივე ეფექტი გამოუვიდა უბრალოდ უფრო “თაფლის” ტონებით.

ვის მოუხდება ასეთი ფერი ყველაზე მეტად?

ნატურალურ შავგვრემნებს. რადგან მათი თმის ძირები უკვე საკმარისად მუქია, რექსროტი ამბობს, რომ “შემწვარი ქოქოსის” ფერი, ეს არის მარტივი საშუალება – მიანიჭოთ თქვენს თმას მოცულობა, ნათელი ტონებით. არ მოგიწევთ ნერვიულობა თმის ძირებზე, რადგან სიგრძის მატებასთან ერთად, თქვენი თმები ასე ვთქვათ – ოდნავ უფრო “შემწვარი” გამოჩნდება.

თუ ჭაღარა გაქვთ და გსურთ მისი დამალვა, შემწვარი ქოქოსის ფერი თქვენც მოგიხდებათ! მართალია თავიდან სტილისტს თქვენი თმის საბაზისო ფერში შეღებვა მოუწევს, მაგრამ, შემდეგ ის გაღიავების უფრო მოსახერხებელ ტექნიკაზე გადაერთვება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.