Connect with us

საკითხავი

ამ ფრაზებს გონიერი დედა შვილს არასდროს ეტყვის

ზოგიერთი მშობელი ბავშვის აღსაზრდელად წინასწარ ემზადება, კურსებს ესწრება, ზოგი ინტუიციას ენდობა. თუმცა, როცა დრო მოდის, მშობლების გამოცდილებას დიდწილად ვეყრდნობით. ვიხსენებთ თუ ამა თუ იმ სიტუაციაში ჩვენი მშობლები როგორ იქცეოდნენ. არ არსებობს მშობელი, რომელსაც შვილის აღზრდის დროს შეცდომები არ დაუშვიათ. დღეს გთავაზობთ ფრაზებს, რომლებიც შვილებს არ უნდა უთხრათ, თუ გსურთ ჩამოყალიბებული პიროვნება გაზარდოთ.

სოციალური აღზრდა

აღზრდის დროს სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს. შვილები არა მხოლოდ მშობლების მიმიკას და ქცევას, არამედ მათ სიტყვებსაც იმეორებენ. ზოგჯერ მშობლები შვილებს ისე ელაპარაკებიან, როგორც უფროსებს, რომ რაღაც ქცევა აუკრძალონ. ნახეთ ფრაზები, რომლესაც გონიერი მშობლები შვილებსაც არასდროს ეტყვიან.

მომეცი, მე გავაკეთებ

ძალიან მნიშვნელოვანია შვილს მხარი დაუჭიროთ და პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროთ, როცა მას არ გამოდის. ხმამაღლა ლაპარაკი და საქმის მის ნაცვლად გაკეთება არ შეიძლება. ასე ბავშვს წარუმატებლობაზე დააპროგრამებთ. ფსიქოლოგების თქმით, ასე ბავშვი მოზარდობის ასაკში ნაკლებ ინიციატივას გამოიჩენს, რადგან გონია რომ არაფერი გამოუვა და ცდაც არ ღირს.

წუწუნს მორჩი

ბავშვმა უხერხულ ადგილას ახირება გამოიჩინოს ან ასე სახლში მოიქცეს და მშობლები გააღიზიანოს. ბავშვზე დაყვირება გამოსავალი არაა. ბავშვი შეწყვეტის ნაცვლად სიჩქარეს იღებს და უფრო მეტად ანცობს. აი, მოზარდები ჩაკეტილები ხდებიან. ბავშვი რომ დააწყნაროთ, თავად უნდა იყოთ მშვიდი და ნერვიულობის მიზეზი გაარკვიოთ. სჯობს ბავშვს ემოციებით სიტყვებით გამოხატვა ასწავლოთ. ასე ბავშვს ეცოდინება, რომ შეუძლია საკუთარი გრძნობები ნებისმიერ წუთას გაგიზიაროთ.

ბიჭი (გოგო) ასე არ იქცევა

ასეთი ფრაზა სტერეოტიპებს ქმნის და მომავალში ბავშვს ასეთი დოგმებით ცხოვრება გაუჭირდება. შეიძლება საყვარელი პროფესია ვერ იპოვოს, საკუთარი თავი სათანადოდ ვერ წარმოაჩინოს, რადგან ეს ჩანერგილ სტერეოტიპებს ეწინააღმდეგება.

კიდევ ერთხელ ვნახავ – მოგხვდება

ხშირად ხმამაღალი სიტყვების შემდეგ სიტყვა „მოგხვდებამდე“ საქმე არ მიდის. ცარიელი მუქარა ბავშვს აშინებს და ორიენტაციას უკარგავს. ბავშვმა ზუსტად უნდა იცოდეს, თუ რა სასჯელის გადახდა მოუწევს ცუდი ქცევის გამო. აფეთქება და ყვირილი არავის წაადგება.

ბოდიში მოიხადე

ბავშვები ხშირად ვერ ხვდებიან, რომ ცუდად მოიქცნენ. ხშირად გააზრებამდე მშობლები ბოდიშის მოხდას აიძულებენ. ეს არასწორია. სჯობს ასწავლოთ იმ ადამიანის დახმარება, ვინც გააბრაზა. მაგალითად, დანგრეული ქვიშის კოშკის აგებაში დახმარება. ამ მეთოდით ბავშვი მიხვდება, რომ შეცდომა ძალისხმევის ხარჯზე უნდა გამოსწორდეს  და არა ცარიელი „ბოდიშის“ მოხდით.

რამდენჯერ გაგიმეორო?

თუ ბავშვი პირველივე თხოვნაზე არ რეაგირებს, შეიძლება ვერ გაიგონა ან უგულებელგყოფთ. როგორ უნდა მოიქცეთ, სიტუაციაზეა დამოკიდებული, მაგრამ ასეთი ფრაზა ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ. ბავშვს ეცოდინება, რომ შეუძლია თქვენს უსასრულო წუწუნს ყურადღება არ მიაქციოს. ასე მის თვალში ავტორიტეტს დაკარგავთ.

აი, აიღე, ოღონდ დაწყნარდი

ერთ–ერთი ყველაზე ცუდი ფრაზა, რომელსაც მშობლები შვილების გასაჩერებლად ამბობენ. ეს არასწორია. ბავშვი მიხვდება, რომ ტირილით ყველაფრის მიღებას შეძლებს. უარს სერიოზულად არ მიიღებს. უბრალოდ უფრო დიდხანს უნდა იტიროს და სასურველს მიიღებს.

წვრილმანებზე არ იდარდო

დაგროვებული გამოცდილებით გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რთულია. ერთი შეხედვით წვრილმანი საქმე შვილისთვის შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი შემთხვევა იყოს. ამ სიტყვებით შვილის პრობლემებს უმნიშვნელოდ მიიჩნევთ. მომავლში შეიძლება მისი ნდობა დაკარგოთ და მის ცხოვრებაში მიმდინარე დიდი პრობლემების შესახებ ვერ გაიგოთ.

შვილების გაზრდისას მშობლებიც რაღაც ახალს სწავლობენ. იდეალური მშობლები არავინაა, ყველა შეცდომას უშვებს – მთავარია, შეცდომები დროულად გამოასწოროთ.