Connect with us

სხვა

ამ საშიშროების შესახებ ყველამ უნდა იცოდეს! ტრაგიკული შემთხვევითობა, რომელიც სიცოცლის ფასი დაჯდა…

ბავშვის გარდაცვალებაზე ტრაგიკული არაფერია. სამწუხაროდ ბედი ზოგჯერ ზედმეტად დაუნდობელია. ელისონ და პატრიკ ლოუსონების ოჯახის ბედი სწორედ ასეთი აღმოჩნდა.

ელისონი თავის დაბადების დღეს აღნიშავდა. ყველაფერი შესანიშნავად იყო, ოჯახმა მთელი დღე მხიარულებაში გაატარა, ზეიმის მიწურულს კი გაუთვალისწინებელი რაღაც მოხდა.

დაბადების დღის ბოლოს, ელისონის სამი წლის გოგონა მირანდა, სასტუმრო ოთახში შევარდა გაფართოებული თვალებით, თუმცა ხმას ვერ იღებდა. დრო თითქოს გაჩერდა. რამდენიმე წამის შემდეგ გოგონა იატაკზე დაეცა.

მამამ გოგონასთვის გულის მასაჟის გაკეთება დაიწყო. სასწრაფოც მოვიდა მაგრამ, ბავშვის გული უკვე გაჩერებული იყო. მას პირში არაფერი ჰქონდა მაგრამ, როგორც აღმოჩნდა სადღაც ტრაქეაში პოპკორნის მარცვალი გაეჭედა, რომელმაც ბავშვს ჰაერის მიწოდება გადაუკეტა. ექიმებმა გზაში გულისცემის აღდგენა შეძლეს მაგრამ, იმ მომენტში ჯერ არავინ იცოდა, რომ შედეგები ტრაგიკული იქნებოდა.

საავადმყოფოში მისვლისას ექიმებმა ტესტები ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ ბავშვის ტვინი გაჩერებული იყო, ხოლო გულისცემა და სასუნთქი ფუნქციები უბრალოდ აპარატის მეშვეობით ფუნქციონირებდა. როდესაც მირანდას მშობლებმა ამის შესახებ გაიგეს, უარი თქვეს მისი გარდაცვალების დაჯერებაზე. კიდევ 1 წელი დადიოდნენ სასამართლოებში, ცდილობდნენ ნებართვის აღებას გოგონასთვის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის. მაგრამ, ნოემბერში გოგონა გადაიცვალა.

ახლა მშობლებს სურთ, რომ ამ შემთხვევის შესახებ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეიტყოს. სიკვდილის მიზეზად პოპკორნიც კი შეიძლება იქცეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევითობა იყო…

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.