Connect with us

ჯანმრთელობა

ამ რჩევისთვის მეგობარ ექიმს დღემდე ვემადლიერები! პანკრეატიტს უკვე მრავალი წელია აღარ შევუწუხებივარ

პანკრეატიტი პანკრეასის ანთებაა, რომელსაც ნაღველკენჭოვანი დაავადებები, ალკოჰოლი, ზოგიერთი მედიკამენტი, ვირუსული ინფექცია და საჭმლის მომნელებელი ფერმენტები იწვევს. ჩვეულებრივ, აღნიშნული დაავადება სწრაფად ვითარდება და რამდენიმე დღეში ცხრება, თუმცა, შესაძლოა, რამდენიმე თვეც გაგრძელდეს(მწვავე პანკრეატიტი). ზოგ შემთხვევაში, ანთება ხანგრძლივად მიმდინარეობს და დროთა განმავლობაში არღვევს პანკრეასის ფუნქციას(ქრონიკული პანკრეატიტი).

გთავაზობთ ჩემ მიერ ნაცად მეთოდს ამ ვერაგი დაავადების სამკურნალოდ: 20 წვეთი პროპოლისის ნაყენი დაუმატეთ ცხელ რძეს(თუ რძეს კარგად იტანთ, შეგიძლიათ აიღოთ 1 ს.კ. ან მეოთხედი ჭიქა სითხე).

პროპოლისისა და რძის კომბინაციას განსაკუთრებული ეფექტი აქვს: გაციებისა და ფილტვების დაავადებების მკურნალობის გარდა, იგი აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას, ძილის ხარისხს, ამშვიდებს ფსიქიკას. პროპოლისის ათპროცენტიანი ხსნარი აფთიაქში უნდა შეიძინოთ.

25მლ-იანი ქილა დიდხანს გეყოფათ და შედარებით იაფიც ღირს.

ასევე, შეგიძლიათ მისი მომზადება დამოუკიდებლადაც: 5გ პროპოლისზე დაგჭირდებათ 50 მლ 75%-იანი სპირტი(თუ 94%-იანს გამოიყენებთ, საკმარისია 45 მლ). პროპოლისი დაჭერით მოათავსეთ სპირტში და გააჩერეთ 10 დღით ბნელ ადგილას, დღეში ერთხელ შეანჯღრიეთ.

შემდეგ გაწურეთ და შედგით მაცივარში. ეს პროდუქტი მთელ ოჯახს გეყოფათ რამდენიმე წლის განმავლობაში. მიირთვით საშუალება უშუალოდ ძილის წინ.

სხვა დაავადებების მკურნალობა ამავე ნაყენით

თუ ბავშვი გაციებულია, ძილის წინ მიეცით 1-2 წვეთი ნაყენი რძესთან ერთად – დილით ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იქნება.

ასეთი მკურნალობა კარგია მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის, ბრონქიტის, ფილტვების ანთებისა და ტუბერკულოზის დროსაც.

თუ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ჯერ არ გაქვთ, თუმცა დიაგნოზი გასტრიტი ან დუოდენიტია, ყურადღებით უნდა მოეკიდოთ ჯანმრთელობას, რათა საქმე წყლულებამდე არ მივიდეს. საიმედო მედიკამენტები, რომლებსაც გვერდითი მოვლენები არ აქვს, თავადაც იცით, ძალიან ცოტაა. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ პროპოლისის ნაყენს.

ამ ტიპის დაავადების მკურნალობა ანალოგიურია გაციების მკურნალობისა: რამდენიმე წვეთი ნაყენი ცხელ რძეში, ძილის წინ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.