Connect with us

თავის მოვლა

ამ ნიღაბს კანზე ბოტოქსის ეფექტი აქვს

სპეციალური ანტიასაკობრივი კოსმეტიკა კანზე უფრო ეფექტურად იმოქმედებს, თუ მასთან კომბინაციაში სწორ შინაურულ მოვლას და ნატურალურ ნიღბებს გამოიყენებთ. კანის მოვლის ეს საშუალებები თავისი ეფექტით შეიძლება ბოტოქსის ნემსებს შევადაროთ.

განსაკუთრებული ყურადღება ხაჭოს ნიღაბს მიაქციეთ: ამ ნიღბის შემდეგ კანი შეუდარებლად გამოიყურება.

კანის შინაურული მოვლა

1. ნიღაბი კაკაოს ფხვნილით

15 გრ ხარისხიანი კაკაოს ფხვნილი თბილ რძეში გახსენით ისე, რომ ფაფის მსგავსი მასა მიიღოთ. ნიღაბი სუფთა კანზე წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

ეს ნატურალური ნიღაბი კანს ბზინვარებას და აყვავებულ იერს დაუბრუნებს! იქ, სადაც წვრილი ნაოჭების ბადე უკვე გაჩნდა, კანი ელასტიკური და ძალიან გლუვი გახდება.

2. ნიღაბი C ვიტამინით

ნახევარი ბანანი დაჭყლიტეთ ისე, რომ ფაფა მიიღოთ. C ვიტამინის ამპულა გახსენით და ფაფას დაუმატეთ. შემდეგ ცოტა ცხიმიანი ნაღები დაუმატეთ. ნიღაბი სქელი უნდა იყოს. მკვებავი, ვიტამინებით სავსე ნიღაბი სახეზე 20 წუთით გაიჩერეთ.

ასეთი ნიღაბი ღრმა ფენებში კანის უჯრედების განახლებას აძლიერებს. წარმოუდგენელი გამაახალგაზრდავებელი და დამატენიანებელი ეფექტი აქვს.

3. ხაჭოს ნიღაბი

1 ს/კ ცხიმიანი ხაჭო 2 ს/კ არაჟანს და 0,5 ჩ/კ მარილს აურიეთ. ნარევი კარგად აურიეთ და სახეზე 20 წუთით გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ხაჭოში შემავალი კალციუმი და მაგნიუმი ფასდაუდებელია. ისინი კოლაგენის წარმოებას სტიმულირებენ და კანს სიბერესთან ბრძოლაში ეხმარებიან. ასეთი ნიღაბი გომაჟთან ერთად უფრო ეფექტურია.

4. ნიღაბი ფუტკრის ცვილით

1 ს/კ ფუტკრის ცვილი გაადნეთ, 1 ჩ/კ თაფლი და 2 ს/კ ახალი ხახვის წვენი აურიეთ. თბილი ნარევი სახეზე წაისვით. 10 წუთის შემდეგ ნიღბის ნარჩენები სველი სალფეთქის დახმარებით მოიშორეთ.

ყოველ დილით თვალის ირგვლივ კანის უჯრედების მასტიმულირებელი საშუალების წასმა არ დაგავიწყდეთ. ასე „ბატის თათების“ გაჩენას თავიდან აიცილებთ. ასევე ამ ადგილას კანის ყინულით გაწმენდა ძალიან კარგია!

5. ნაყენი მუდმივად ახალგაზრდა კანისთვის

1 ჩ/კ დაქუცმაცებულ მუხის ქერქს, 1 ს/კ ცაცხვის ყვავილებს და 1 ს/კ კამას 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 2 საათის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და მწიკვი ლიმონის მჟავა დაუმატეთ. ამ საშუალებით კანი ყოველ საღამოს გაიწმინდეთ.

ნაყენი ნაცრისფერ, დაღლილ კანს მოგაშორებთ და ნაადრევი ნაოჭების დროს დაგეხმარებათ. ყველაფერი კი ჯადოსნური მასტიმულირებელი მოქმედების წყალობით! ნატურალური ექსფოლიანტის გამოყენება ბალახების ნაყენის ეფექტს გააძლიერებს.

6. ნიღაბი სახის ფერის გასაუმჯობესებლად

სახეს ჯანსაღი იერი რომ ჰქონდეს, მასაჟის გაკეთება არ დაგავიწყდეთ! დღეში რამდენიმე წუთის განმავლობაში დამანჭვა ძალიან სასარგებლოა. ამ დროს სახის რაც შეიძლება ბევრი მიმიკური კუნთი ჩართეთ. ასე კანის და კუნთების სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, სიბერე ფერხდება და სახის კონტური უფრო გამოკვეთილი ხდება.

ყოველ საღამოს კანის მასაჟი გაიკეთეთ, მხოლოდ ზეწოლით და ხელის დასმით. სახის ფერის გამათანაბრებელი, სასარგებლო პროცედურის დროს შეგიძლიათ ნებისმიერი კრემი ან შრატი გამოიყენოთ.

სახლის პირობებში სახის მოვლა რთული არაა! დრო არავის ინდობს, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორ გავუმკლავდეთ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.