Connect with us

ჯანმრთელობა

ამ ნარევის დახმარებით ხელებსა და ფეხებზე სოკოს სრულიად მოიშორებთ

ფრჩხილის სოკო ფეხებზე არის დაავადება, რომელიც როგორც კაცებს, ასევე ქალებს აწუხებს. ამასთან ყველა ასაკის ადამიანში ვხვდებით.

ერთი ჩემი ნაცნობი ცოტა ხნის წინ მოგზაურობიდან დაბრუნდა, სადაც დრო აუზზე გაატარა და ერთი შეხედვით უვნებელი დაავადების მსხვერპლი გახდა. თავიდან ამას დიდი მნიშვნელობა არ მიაქცია, სანამ სოკომ პროგრესირება არ დაიწყო.

მალამოებით მკურნალობის პირველი მცდელობა წარუმატებელი იყო და მან განგაშის ატეხა და იმედგაცრუება დაიწყო. დახმარება მოულოდნელად გამოუჩნდა. საყვარელ ბებიას სოფელში ესტუმრა და შესანიშნავი მეთოდის შესახებ გაიგო, რომელიც უსიამოვნო მოვლენის მოშორებაში დაეხმარა.

მეთოდი საკმაოდ მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომია, ამასთან შედეგი ნამდვილად გაგახარებთ და გაგაოცებთ.

გიზიარებთ სოკოს სამკურნალო ეფექტურ ხალხურ მეთოდს, რომელიც როგორც ფეხის, ასევე ხელის სოკოსთვის შეიძლება გამოიყენოთ.

რეცეპტის მთავარ ინგრედიენტებს ვაშლის ძმარი და სოდა წარმოადგენს.

ფრჩხილის სოკოს ძმრით მკურნალობა დიდი ხანია ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ დაავადებასთან საბრძოლველად ბევრი თანამედროვე სამკურნალო საშუალება არსებობს, ამ მეთოდის გამოყენება დღემდე აქტუალურია.

ძმარი სოკოვან სპორებს სასიცოცხლო აქტივობას ბლოკავს და დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს სრულად კლავს. სწორედ ამიტომ, დერმატოლოგები გირჩევენ ონიქომიკოზის საწინააღმდეგოდ და პროფილაქტიკის მიზნით ძმრის აბაზანები გაიკეთოთ. სოდა მჟავას შესანიშნავად ანეიტრალებს და მჟავე-ტუტე ბალანსი ნორმაში მოჰყავს.

ეს საშუალება დღეში 2-ჯერ გამოიყენეთ და თქვენ დაავადებას სააფთიაქო  პრეპარატების გარეშე სრულიად მოიშორებთ!

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა ვაშლის ძმარი
  • 5 ს/კ საკვები სოდა
  • 3 ლ ცხელი წყალი

გამოყენება:

  1. აბაზანის მოსამზადებლად თასში ცხელი წყალი (დაახლოებით 50-60 გრადუსი) ჩაასხით და 1 ჭიქა ვაშლის ძმარი დაუმატეთ.
  2. დაელოდეთ, სანამ ნარევი 40-45 გრადუსამდე გაგრილდება და ფეხები თასში 15-20 წუთით ჩაყავით.
  3. აბაზანის გამოყენების შემდეგ ფეხებზე სუფთა წყალი გადაივლეთ და ქაღალდის პირსახოცით გაიმშრალეთ.
  4. 1 საათის შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ, მაგრამ ხსნარს 5 ს/კ სოდა დაუმატეთ.
  5. სწრაფი შედეგის მისაღწევად ასეთი აბაზანები დღეში რამდენჯერმე გააკეთეთ.

მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სოკო მჟავე გარემოში კვდება, ხოლო სოდა მის გავრცელებას აფერხებს.

როგორც ხედავთ, ეს იაფი, ხელმისაწვდომი და მოქმედი საშუალება უსიამოვნო დაავადებას ბრძოლაში შესანიშნავი დამხმარე შეიძლება იყოს. შეგიძლიათ პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენოთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.