Connect with us

სხვა

ამონარიდები ტატიანა ჩერნიგოვსკაიას ლექციებიდან

ადამიანები მუდმივად საკუთარი თავის შეცნობის პროცესში არიან. თუ თქვენც გსურთ მეტი გაიგოთ თქვენს გონებასა და აზროვნებაზე, ან გსურთ გაერკვეთ ტვინში მიმდინარე პროცესებში – მაშინ ტატიანა ჩერნიგოვსკაიას ლექციები ნამდვილად გამოგადგებათ! ძალიან ძნელია ამ თემაზე უკეთესი მთხრობელის პოვნა. ნეიროლინგვისტი და ექსპერიმენტული ფსიქოლოგი უხვად გვინაწილებს თავის ცოდნას და გვაოცებს თავისი ერუდიციითა და იუმორის გრძნობით.

ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა მისი საინტერესო ლექციები და აზრები თვქენთვისაც გაეზიარებინა. დღეს გონებაზე, ტვინზე და იმაზე ვისაუბრებთ თუ როგორ უნდა გავერკვეთ საკუთარ თავში.

გონება და პიროვნება

“ჩვენ – ჩვენი ტვინი ვართ და ის განსაზღვრავს როგორ ვცხოვრობთ, როგორ არის მოწყობილი ჩვენი საზოგადოება, როგორ ვავადმყოფობთ, ვსწავლობთ და რას ვქმნით. ეს ყველაფერი ჩვენი ტვინის გამო ხდება. სწორედ ამიტომ ჩვენ მას კარგად უნდა ვიცნობდეთ” – ამბობს ტატიანა ჩერნიგოვსკაია, თავისი ლექციებიდან ერთ-ერთში.

მეცნიერი ყოველთვის იმაზე აქცენტირებს, რომ ტვინში მიმდინარე პროცესების შესწავლა არა მარტო მეცნიერებს, არამედ ჩვეულებრივ ადამიანებსაც უნდა აინტერესებდეთ. ეს გვეხმარება უკეთ გავიგოთ, როგორ ვართ მოწყობილი და რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენები.

ჩვენ ხშირად გვიჩნდება კითხვა, რა არის გონება და როგორ არის ის დაკავშირებული სულთან. ტატიანა ჩერნიგოვსკაია სიხარულით გვპასუხოსბ ამ კითხვაზე: “სული – ეს არ არის მეცნიერული გაგება, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს, მე მართლმადიდებებლი ვარ და ყველაზე ბოლო რასაც საკუთარს ვუსურვებდი – ათეისტად გახდომაა, მაგრამ, მეცნიერება არ არის დაკავებული ისეთი თემით როგორიც სულის ძიებაა…”

მეცნიერული კუთხით, სულის ექვივალენტად შეიძლება გონება ჩავთვალოთ, მაგრამ უდიდესი დაძაბულობით. ტატიანა ჩერნიგოვსკაია თვლის, რომ ეს ორი სხვადასხვა რამ არის. მაგალითად ბუდიზმში ითვლება, რომ გონება ყველა ქმნილებას აქვს და ის სამყაროსთან ერთად გაჩნდა.

ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით სად იმყოფება გონი. ტატიანა ჩერნიგოვსკაია ამბობს: ” ყველაზე უსიამოვნო ის მომენტია, რომ ერთი კონკრეტული შეთანხმება და აზრი სხვადასხვა მეცნიერებსა და მეცნიერულ სკოლებს შორის არ არსებობს, ასე რომ პასუხი კითხვაზე თუ სად არის სული ან სად არის გონება – უბრალოდ არ არსებობს! ჩვენ მეცნიერული აზრის ისეთ სტადიაზე ვართ როდესაც ვერანაირ კონსესუსამდე ვერ მივდივართ – კრიზისი!”

აქ უბრალოდ უნდა ველოდოთ გენიოსის გამოჩენას, რომელიც ყველაფერს ფარდას ახსნის. მანამდე კი ისღა დაგვრჩენია, უბრალოდ ვიკამათოთ და ვიმსჯელოთ და ჩვენც ალბათ არ გავჩერდებით მხოლოდ ადამიანის გონის განხილვაზე. ტატიანა თავის ლექციებში ხშირად ლაპარაკობს ციფრულ ერაზე და იმაზე თუ როგორ ცვლის ის ადამიანთა ცხოვრებას.

მანქანათა განვითარება გვაიძულებს დავფიქრდეთ, აქვს თუ არა გონება კომპიუტერს და ხელოვნურ ინტელექტს. ტატიანას ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული აზრი გააჩნია: ” როგორ უნდა გავიგოთ აქვთ მათ გონება თუ არა? ის ისე იქცევა როგორც ადამიანი. ჩვენ ხომ ისე ვიქცევით, როგორც იდეალური, კარგად გაწერილი პროგრამები.”


თქვენ შეგიძლიათ დამიმტკიცოთ, რომ მე არ ვარ პროგრამა ან მე შემიძლია დაგიმტკიცოთ, რომ თვქენ არ ხართ პროგრამა?! არა, არ შეგვიძლია! ახლა კი ეს სიტუაცია გადააბრუნეთ. ის, რომ მე თავად ვთვლი, რომ მე გონება მაქვს – არაფერია, თუ არა ჩემი პროგრამის ნაწილი.”

რა თქმა უნდა ჩვენ ვერ გავარკვიეთ რა არის გონება და სად მდებარეობს ის, სამაგიერო განხილვის საგანი გამოგვიჩნდა. ვინ ვართ ჩვენ და სად მდებარეობს ფსიქოლოგიური გონი, როგორ შეგვიძლია მასზე ზეგავლენის მოხდენა ან შეგვიძლია კი? ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ამ თემაზე ბჭობა გავაგრძელოთ.