Connect with us

თავის მოვლა

ამის ცოდნა მნიშვნელოვანია: როგორი ტიპის კანი გაქვთ

იმისთვის, რომ სახის კანის მოვლის საშუალებები სწრად შევარჩიოთ, აუცილებელია ვიცოდეთ თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს: მშრალი, ცხიმიანი თუ შერეული. ამის დაზუსტებით ცოდნა სახის კანის დაზიანებებისგან დაცვაში დაგეხმარებათ. შემდეგში როდესაც თქვენი საყვარელ დასაბან ქაფს გამოიყენებთ, დააკვირდით წარწერას, როგორი ტიპის კანისთვის არის ის განკუთვნილი.

მშრალი კანი

თუ დამატენიანებელი კრემის გამოყენების გარეშე კანის დაჭიმულობას და დისკომფორტს გრძნობთ, სახეზე კი ნათლად შეიმჩნევა მშრალი არეები, არც ცხიმოანი მბძინვარება შეიმჩნევა და მაკიაჟი ხშირად გეცლებათ, ეს ნიშნავს, რომ უდავოდ მშრალი კანი გაქვთ. სახის კანი კარგად უნდ ადაიტენიანოთ და სპირტის შემცველი საშუალებების გამოყენებისგან თავი შეიკავოთ. თქვენი სახის კრემი ძალიან მსუბუქი არ უნდა იყოს და დამატენიანებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს.

ნორმალური კანი

 

კანის ამ ტიპს პრაქტიკულად არ აქვს პრობლემების სხვა ტიპებთან შედარებით. ის არც ძალიან მშრალია, არც ძალიან ცხიმიანი. კანი საკმაოდ დატენიანებულია და მისი მოვლა შედარებით იოლია. ყველაფერი რაც გჭირდებათ – თავის მმოვლის პროდუქტების შერცევისას უკიდურესობებს მოერიდეთ და ბალანსი დაიცავით.

კომბინირებული

კანის ამ ტიპის უშეცდომოდ გარჩევა საკმაოდ რთულია. ამიტომ ადამიანების უმეტესობა ხშირად ფიქრობს, რომ ის ცხიმიანია. განსხვავება იმაშია, რომ ამ ტიპის კანის ქონის შემთხვევაში T-ზონა ცხიმიანობისკენ არის მიდრეკილი, ამავდროულად სხვა ადგილები მშრალია. იდეალურ გადაწყვეტილებაა, რადმენიმე ტიპის თავის მოვლის საშუალებების ერთმანეთისთვის შეთავსება სხვადასხავ ზონებში.

ცხიმიანი კანი

თუ გრძნობთ, რომ კანი ცხიმიანია, მაშინაც კი როდესაც პირი დაიბანეთ ან გაიწმინდეთ – ნიშნავს, რომ ცხიმიანი კანი გაქვთ და სახის მოვლის მსუბუქი საშუალებები უნდა გამოიყენოთ, რომელსაც ცხიმის შემცველობა არ აქვს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.