Connect with us

ჯანმრთელობა

ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ გქონდათ! ფერმენტირებული ჭარხლის გასაოცარი სარგებელი

110 წლის წინ ილია მეჩნიკოვს ნობელის პრემია მიანიჭეს კვლევისთვის, რომელმაც დაამტკიცა, რომ ე.წ. „ჯანსაღი“ ბაქტერიები სიცოცხლეს ახანგრძლივებენ.

ნამდვილად, ფერმენტირებული საკვები გამაჯანსაღებელ, ასევე აღმდგენ თვისებებს ფლობს, რომლებიც ადრე არ ჰქონდათ, ან მცირე რაოდენობით შეიცავდნენ.

ფერმენტირებული ჭარხალი საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების და კვებითი ალერგიის საწინააღმდეგოდ ეფექტურ სამკურნალო საშუალებად ითვლება. მისი რეგულარული მოხმარება მთელი რიგი სიმსივნის უჯრედების წარმოქმნას აფერხებს. ფერმენტირებული ჭარხალი შეგიძლიათ სახლში თავად მოამზადოთ.

ფერმენტირებული ჭარხლის სარგებელი

ფერმენტაცია სასარგებლო ნივთიერებების ბიოშეღწევადობის გაზრდის, სასარგებლო ფერმენტებით და ბაქტერიებით გამდიდრების მარტივი მეთოდია. ექიმები უმი ჭარხლის მიღებას გირჩევენ, მაგრამ რაოდენობას არ უნდა გადააჭარბოთ. აი, გადამუშავებული ბოსტნეულის გამოყენებას კი არანაირი შეზღუდვა არ აქვს და ერთდროულად რამდენიმე შემთხვევაში დაგეხმარებათ.

  • ნიტრატების შემცველობის წყალობით გულს აძლიერებს;
  • ვარჯიშის ეფექტურობას და სპორტსმენების ამტანობას ზრდის;
  • სიმსივნის საწინააღმდეგო, ასევე იმუნო-მასტიმულირებელი თვისებები გააჩნია;
  • ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს ზრდის;
  • ინსულტის განვითარების რისკს ამცირებს;
  • ნაყოფში დეფექტის განვითარებას თავიდან აგაცილებთ;
  • დილის ტოქსიკოზს ამსუბუქებს;

რა თქმა უნდა, ყველა ფერმენტირებული ბოსტნეული ერთნაირად სასარგებლო არაა. ისინი ორგანიზმს მხოლოდ იმ შემთხვევაში ამდიდრებენ, თუ ფერმენტაცია ბუნებრივად ხდება. ჩვეულებრივი მარილი და წყალი თავის საქმეს აკეთებს.

როგორ მოვამზადოთ ფერმენტირებული ჭარხალი

ინგრედიენტები:

  • 6 ჭარხალი
  • 500 მლ წყალი
  • 0,5 ჩ/კ ზღვის მარილი
  • 1 ჩხირი დარიჩინი
  • მდოგვის, ცერეცოს თესლი გემოვნებით
  • მიხაკი გემოვნებით

მომზადება:

  1. ჭარხალი გარეცხეთ. 1,5 საათით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოაცხვეთ.
  2. როცა ბოსტნეული გაგრილდება, გაასუფთავეთ და ზოლებად დაჭერით.
  3. მარილი წყალში გახსენით.
  4. ფართოყელიან მინის ქილაში გადაიტანეთ. პროდუქტს მარილწყალი დაასხით. სანელებლები დაუმატეთ. პლასტმასის თავსახური დაახურეთ და 3 დღე დააყენეთ. შემდეგ მაცივარში შეინახეთ და გამოიყენეთ.

თუ ფერმენტაციის პროცესში ქაფი ან ზედა ფენა წარმოიქმნა, უბრალოდ მოაშორეთ. სწორად მომზადებულ ჭარხლის მარინადს კარგი გემო აქვს. როგორც კი ჭურჭელში მაცივარში შეინახავთ, ფერმენტაციის პროცესი დასრულდება.

მზა პროდუქტი შეგიძლიათ ისე გამოიყენოთ, როგორც ადრე: ბორშის ან ნებისმიერი სალათის მოსამზადებლად. უბრალოდ ერთი ნაჭერი გასინჯეთ – გარანტიას გაძლევთ, ძალიან გემრიელი იქნება. ცოტა დრო დახარჯეთ და სიამოვნებით მიირთვით.