Connect with us

ჯანმრთელობა

ალცჰეიმერის დაავადების ადრეული ნიშნები

ალცჰეიმერის დაავადება ასაკობრივი დემენციის ყველაზე გავრცელებული ნარისახეობაა, რომელიც 65 წელზე უფროსი ადამიანების 70%-ში იჩენს თავს. მისი ადრეული ნიშნებია – მეხსიერების დაქვეითება, გაფანტულობა და გულმავიწყობა. ექიმებმა აღმოაჩინეს კიდევ ერთი ნიშანი რომელიც ალცჰეიმერის განვითარების ადრეულ მანიშნებელს წარმოადგენს. ის იმაზე ადრე ჩნდება ვიდრე ადამიანი მეხსიერების დაქვეითებას შეამჩნევს.

მაჩვენე რუკაზე

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ იქამდე სანამ ადამიანს ალცჰეიმერის დაავადების გამო მეხსიერების გაუარესება დაეწყება – მისი სივრცობრივი აზროვნება ქვეითდება. სანამ მეხსირებას დაკარგავს, ადამიანს ა პუნქტიდან ბ პუნქტში მისასვლეი მარშრუტის შედგენა უჭირს. რაც უფრო დიდ დროს ანდომებს ადამიანი მარშრუტის შედგენას მით უფრო დიდია ტვინში არასასურველი ცვლილებები.

კვლევაში მონაწილეთა სამმა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა: ჯანმრთელმა ადამიანებმა, უფროსებმა რომელთაც ალცჰეიმერის ადრეული სტადია ქონდათ და კლინიკამდელი დაავადებების მქონე ადამიანებმა. მართალია კლინიკამდელ პაციენტებს ჯერ სიმპტომები არ ქონდათ მაგრამ, მათ გარკვეული ბიომარკერის დაბალი დონე ქონდათ, რაც შეიძლება დაავადების დიაგნოზამდელი მანიშნებელი იყოს.

ვირტუალურ, კომპიუტერულ ლაბირინთში სამი ჯგუფის სივრცობრივი ნავიგაციის უნარ-ჩვევები შეამოწმეს. ალცჰეიმერის ადრეულ სტადიაზე მქონეთ უფრო მეტი სისუსტე გამოიჩინეს ვიდრე ჯანმრთელი ადამიანების ჯგუფმა. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ რუკის გამოყენების სირთულე შეიძლება ამ დაავდების ადრეულ სიმპტომს ნიშნავს, რომელიც ათწლეულებით უფრო ადრე ვლინდება ვიდრე ალცჰეიმერის ადრეული სტადიის სიმპტომები.

სივრცობრივი ნავიგაციის უნარი ტვინის სტრუქტურასთან – ე.წ. ჰიპომამპთან არის კავშირში. როგორც ჩანს ამ სტრუქტურაში ცვლილებები მანამდე ხდება სანამ ადამიანებში ალცჰეიმერის დაავადების დიაგნოსტირება მოხდება.

ამ კვლევის დასამტკიცებლად და ოფიციალურად დასადასტურბლად კიდევ ბევრი ტესტისა და შემოწმების ჩატარებაა საჭრო თუმცა მისი მხედველობაში მირება ნამდვილად ღირს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.