Connect with us

ჯანმრთელობა

ალცჰაიმერის დაავადება ღრძილებში იმალება, მაგრამ მკურნალობა უკვე კლინიკურ კვლევებს გადის

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბაქტერია, რომელიც ღრძილების დაავადებას იწვევს, შეიძლება მთელ ორგანიზმში გავრცელდეს, ტოქსინები გამოყოს და შედეგად ალცჰაიმერის დაავადება, რევმატოიდული ართრიტი და ასპირაციული პრევმონია გამოიწვიოს.

მათ ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანების ტვინში ბაქტერიების კვალი აღმოაჩინეს და თაგვებზე ცდები ჩაატარეს იმის საჩვენებლად, რომ ბაქტერიას პირიდან ტვინში მოხვედრა შეუძლია.

ბაქტერია Porphyromonas gingivalis პაროდონტის, ღრძილების ყველაზე სერიოზული ფორმის დაავადებას იწვევს. ახალი შედეგები პირის ღრუს კარგი ჰიგიენის მნიშვნელობას ხაზს უსვამს. მეცნიერები ამ გავრცელებული ბაქტერიული ინფექციის უკეთ გასაკონტროლებელ მეთოდებს ეძებენ.

„მთელი ცხოვრების განმავლობაში პირის ღრუს ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლამაზი ღიმილის, არამედ ბევრი სერიოზული დაავადების რისკის შესამცირებლად“ – ამბობს იან პოტემპი, ფილოსოფიის დოქტორი, მეცნიერების დოქტორი, ლუისვილიას უნივერსიტეტის სტომატოლოგიის სკოლის პროფესორი და კრაკოვში იაგელონის უნივერსტიტეტში მიკრობიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი.

„ადამიანებს გენეტიკური რისკ-ფაქტორით, რაც მათ რევმატოიდული ართრიტის ან ალცჰაიმერის დაავადების მიმართ მგრძნობიარეს ხდის, ღრძილების დაავადების პროფილაქტიკა განსაკუთრებით უნდა აწუხებდეს“.

მაშინ როცა, წინა მკვლევარები ალცჰაიმერით დაავადებულის ტვინში P.gingivalis-ს არსებობას აღნიშნავდნენ, პოტემპის გუნდი Cortexyme, inc-ის მხარდაჭერით ძლიერ მტკიცებულებებს გვთავაზობს, რომ ბაქტერიამ ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას ნამდვილად შეიძლება ხელი შეუწყოს.

მკვლევარებმა ალცჰაიმერის დაავადებით და მის გარეშე გარდაცვალებულთა ტვინები შეადარეს, რომლებიც სიკვდილის დროს დაახლოებით ერთი ასაკის იყვნენ. მათ აღმოაჩინეს, რომ ბაქტერია P.gingivalis ალცჰაიმერის დაავადებულთა ნიმუშებში უფრო ხშირად შეიმჩნეოდა, რასაც ბაქტერიის დნმ-ის თითის ანაბეჭდი და მისი ძირითადი ტოქსინების, გინგიპაინის არსებობა ადასტურებს.

თაგვებზე ჩატარებულმა ცდამ აჩვენა, რომ P.gingivalis-ი შეიძლება პირიდან ტვინში გადაინაცვლოს. ეს მიგრაცია გინგიპაინთან ურთიერთქმედების შედეგად შეიძლება ქიმიური ნივთიერებით დაიბლოკოს. ექსპერიმენტული წამალი COR388, რომელიც გინგიპაინს ბლოკავს, ამ დროისთვის კლინიკური კვლევების პირველ ფაზაში იმყოფება.

ალცჰაიმერის და სხვა დაავადებების განვითარების შეფერხების იმედით გუნდი სხვა ნაერთებზეც მუშაობს, რომლებიც P.gingivalis-ის და ღრძილების სხვა ბაქტერიებისთვის მნიშვნელოვან ფერმენტებს ბლოკავენ.

მკვლევარები აუტოიმუნური რევმატოიდული ართრიტის, ასევე ასპირაციული პნევმონიას, ფილტვების ინფექციის დაავადებებში ამ ბაქტერიის როლზეც საუბრობენ.

P.gingivalis ჩვეულებრივ მოზარდობის პერიოდში ღრძილებში აღწევს. 30 წლამდე თითქმის ყოველ მეხუთე ადამიანს ღრძილებში ეს ბაქტერია გარკვეული რაოდენობით აქვს. ადამიანების უმეტესობისთვის ის უსაფრთხოა, მაგრამ მათი დიდი რაოდენობით ზრდა იმუნურ სისტემას პროვოცირებას, ანთებას იწვევს, რასაც თავის მხრივ სიწითლე, შეშუპება, სისხლდენა და ეროზია მოჰყვება.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ P.gingivalis იქამდე მივყავართ, რომ პირის ღრუში დადებით თვისებიანი ბაქტერიები თავის აქტივობას ცვლიან და იმუნურ რეაქციას უფრო აძლიერებენ. მარტივი ღეჭვის ან კბილების წმენდის დროს ბაქტერიები შეიძლება პირის ღრუდან სისხლძარღვებში აღმოჩნდეს.

მეცნიერების თქმით, ამ ბაქტერიის მოშორების საუკეთესო მეთოდს კბილების რეგულარული წმენდა და კბილის ძაფის, ასევე ჰიგიენისტის გამოყენება წარმოადგენს. მწეველები და ხანდაზმული ადამიანები ინფექციის გაზრდილი რისკის ქვეშ არიან. ითვლება, რომ გენეტიკურ ფაქტორი ასევე გარკვეულ როლს თამაშობს, მაგრამ ამაში ჯერ დარწმუნებულნი არ არიან.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.