Connect with us

ჯანმრთელობა

ალოე: ყველა სასარგებლო თვისება და სამკურნალო რეცეპტები

ალოეს ფოთლები, რომლებსაც სამკურნალო თვისებები აქვს, სამკურნალო ნედლეულის სახით გამოიყენება. ხალხში მას “ასწლოვანს” უწოდებენ და რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელმაც ამ მცენარის შესახებ არაფერი იცის. ბევრი ზრდის მას საშინაო პირობებში, რამდენადაც მას სასარგებლო ბაქტერიციული თვისებები აქვს. ყოველთვის ხელმისაწვდომია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება მისი სამკურნალო თვისებების გამოყენება.

სასარგებლო თვისებები

როგორია ამ მცენარის წვენის თვისებები და სამკურნალო გამოყენება? ალოე ძველი დროიდან გამოიყენება, როგორც კუჭისამშლელი საშუალება. მისი წვენის გამოყენება რეკომენდებულია მადის მოსამატებლად, მცირე დოზებით. ალოეს ფოთლების წვენს იყენებენ, როგორც შემხორცებელი საშუალება ლპობადი ჭრილობების, წყლულების, კანის ქრონიკული დაავადებების, დამწვრობის, დერმატიტის, ყაბზობისა და ქრონიკული გასტრიტის დროს.

ხალხურ მედიცინაში ამ მცენარეს ორგანიზმის გამოფიტვის, თავის ტკივილების, საერთო სისუსტის დროს იყენებენ. შეგიძლიათ იგი თაფლთან ან წითელ ღვინოსთან ერთად მიირთვათ.

უკუჩვენებები: ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადებების მქონეთათცის, ალოეს მიღება არაა რეკომენდებული. არ შეიძლება მისი მიღება სისხლდენის დროს, იქნება ეს საშვილოსნოსა თუ ჰემოროიდული, ფეხმძიმობისა და ცისტიტის დროს.

ალოეს წვენის რეცეპტი

სამკურნალო საშუალებაა 3 წელზე მეტი ასაკის ალოეს ხორციანი ფოთლები. მოამზადეთ ალოეს წვენი საშინაო პირობებში შემდეგნაირად: დაწურეთ ფოთლებისგან წვენი, რომელიც მაშინვე უნდა მოიხმაროთ. ზედა ფოთლებს აცადეთ გაზრდა, სამკურნალოდ კი ქვედა ფოთლები გამოიყენეთ. ფოთლები გარეცხეთ მდუღარე ან გაფილტრული წყლით და დააქუცმაცეთ. ისღა დაგრჩენიათ, მათგან ალოეს წვენი დაწუროთ. ეს ყველაზე მარტივია მარლის გამოყენებით.

წვენის მიღების წესები: იგი დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე უნდა მიიღოთ. თუმცა, სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ წესები იცვლება. წვენი სწრაფად ფუჭდება(რამდენიმე საათში), მუქდება და სამკურნალო თვისებებს კარგავს. ამიტომაც, იგი დაწურვისთანავე უნდა მიიღოთ. იმისათვის, რომ წვენი უფრო დიდხანს შეინახოს, დაამზადეთ ექსტრაქტი სპირტის დამატებით.

ალოე თაფლით

ორგანიზმის გასაწმენდად ეს რეცეპტი ყველაზე პოპულარულია.

ინგრედიენტები

  • ალოეს ფოთლები(1კგ)
  • კარაქი(1კგ)
  • თაფლი(1კგ)

მომზადება და გამოყენება

  1. ყველა ინგრედიენტი შეურიეთ და მოხარშეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთით.
  2. მიღებული მასა გააგრილეთ.
  3. მიიღეთ საშუალება დღეში სამჯერ, თითო ჩ.კ. ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე, დააყოლეთ ნახევარი ჭიქა რძე.
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.