Connect with us

ჯანმრთელობა

ალერგია რძეზე: სიმპტომები, რისკები და გართულებები

რძეს სვამთ? შეამოწმეთ, მასზე ალერგია ხომ არ გაქვთ.

ადამიანის იმუნური სისტემის მიზანია უცხო ნივთიერებას ან ანტიგენს ებრძოლოს, რომლებიც მასში შეღწევას ცდილობს. ზოგჯერ ამ სისტემას უჭირს გარჩევა, კონკრეტული აგენტი კარგია თუ ცუდი. შედეგად, შეტევას ვახორციელებთ იმაზე, რაც სხეულისთვის საზიანო არაა.

ასეთმა არასწორმა რეაქციამ ზოგჯერ შეიძლება სერიოზული შედეგები და სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

ნებისმიერ საკვებზე ნებისმიერი რეაქცია ან კლინიკური გამოვლინება გვერდით ეფექტად ითვლება. არსებობს ორი ტიპი, ალერგია ან აუტანლობა. ამ ორ ტერმინს შორის განსხვავების გაგება მნიშვნელოვანია, რადგან ორივე ტერმინი ძალიან გავრცელებულია, როცა რძეზე ვსაუბრობთ.

რას ნიშნავს რძის აუტანლობა

რძის აუტანლობა ნიშნავს სხეულის უარყოფით რეაქციას მისი მოხმარების დროს. სიმპტომები ან კლინიკური გამოვლინებები არაიმუნოლოგიურია, რადგან რძე ლაქტოზას შეიცავს.

ეს ნაერთი შაქრის სახეობაა, რომელსაც რძის პროდუქტები შეიცავს. მისი სინთეზისთვის ორგანიზმს სჭირდება ფერმენტი, რომელსაც ლაქტაზა ეწოდება. ის წვრილ ნაწლავში იწარმოება.

ზოგიერთ ადამიანში ამ ფერმენტის სწორად წარმოება არ ხდება. შედეგად, რძესთან ერთად მიღებული ლაქტოზის გარკვეული რაოდენობის გადამუშავება ვერ ხერხდება, რაც აუტანლობის სიმპტომებს იწვევს. ჩვეულებრივ ესაა კრუნჩხვები ან მუცლის ტკივილი, დიარეა, ღებინება, ასევე გაზები და ბოყინი.

რას ნიშნავს ალერგია რძეზე

რძეზე ალერგია ნიშნავს ჰიპერმგრძნობელურ რეაქციას იმუნოგლობულინით. შუამავალი იმუნური პასუხი (IgE) ანტისხეული, რომელიც ანტიგენს ან ნივთიერებას ებრძვის, რომელსაც საზიანოდ თვლის, თუმცა ასე არაა. ამ შემთხვევაში ანტიგენები ამ ანტისხეულებზე, ძროხის რძეში შემავალ ცილებზე, ჭარბ რეაქციას იწვევენ.

ადამიანს რძეზე ალერგია შეიძლება დედის მუცელში ყოფნის დროს განუვითარდეს. როგორც წესი, ალერგია ნაკლებად გავრცელებულია, ვიდრე აუტანლობა. ის გვერდითი ეფექტის მხოლოდ 15 %-ს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება რძის მიღების დროს ადამიანს ჰქონდეს. რძე ალერგიის გამომწვევ პროდუქტებში მესამე ადგილზეა, არაქისის და კვერცხის შემდეგ.

ალერგიის მიზეზები

ძროხის რძეში ორი ცილა მდებარეობს, რომლებიც შეიძლება ალერგიის მიზეზი იყოს. კაზეინი, რომელსაც მყარი ნაწილი შეიცავს. შრატი, რომელიც რძის თხევადი ნაწილია.

მთავარი მიზეზი ადრეულ ასაკში ძროხის რძის მიღებაა. ასევე შეიძლება ჰქონდეს ბავშვებს, რომელთაც მხოლოდ ძუძუს რძით კვებავდნენ. ცილები ძროხის რძეში ან სხვა რძის პროდუქტებში (ყველა და იოგურტი) გვხვდება, რომელთაც დედა იღებს, ბავშვს ძუძუს რძით გადაეცემა. ასევე შეიძლება ჰქონდეს ბავშვებს, რომელთაც რძის ნარევით კვებავენ.

არსებობს რისკ ფაქტორებიც, რომლებმაც შეიძლება რძეზე ალერგიის განვითარების ალბათობა გაზარდონ. განსაკუთრებით ისეთი ალერგიის სახეობა, როგორიცაა ატოპიური დერმატიტი ან კანის ხშირი ანთებითი დაზიანება, ოჯახური ანამნეზი.

როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები

როგორც წესი, ალერგიის კლინიკური გამოვლინება საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი ან კანის სისტემის დონეზე ვლინდება. ამ სიმპტომების ინტენსივობა ადამიანებში განსხვავდება და ჩვეულებრივ რძის მიღების შემდეგ ვლინდება.

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმპტომები: გულისრევა, ღებინება და დიარეა.
  • რესპირატორული ორგანოები: ცხვირიდან გამონადენი, ხველა, ქოშინი, ხრიწინი.
  • დერმატოლოგიური სიმპტომები: ქავილი ან გამონაყარი, მოცულობის მომატება ან შეშუპება, ატოპიური დერმატიტი და კანის სხვა სახის გამონაყარი.

გართულებები

რძეზე ალერგიის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულება ანაფილაქსია ან ანაფილაქსიური შოკია. ეს ძალიან სერიოზული ალერგიული რეაქციაა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩარევას მოითხოვს. ასეთი რეაქცია რძის დალევიდან ძალიან მოკლე დროში შეიძლება გამოვლინდეს.

პაციენტს შეიძლება დაეწყოს ქავილი ან წვა, სიწითლე, მოცულობის ზოგადი მატება, არტერიული წნევის შემცირება გულისცემის გახშირებით, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ასევე გონების დაკარგვა. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი კლინიკური გამოვლინება, რომელმაც შეიძლება პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს, თუ დროულად არ იმკურნალა, ენის და ხმის ნაპრალის მოცულობის ზრდა, რაც სასუნთქი გზების დაკეტვას იწვევს. ამის შედეგად დახრჩობა ხდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.