Connect with us

ყვავილები

აი, რომელი ყვავილები შეგიძლიათ დარგოთ სასაფლაოზე, ახლობლების ხსოვნის საპატივცემულოდ

ცოცხალი ყვავილებისგან შემდგარი ლამაზი თაიგული გარდაცვლილი ნათესავების მიმართ დარდისა და წუხილის სიმბოლოა. ზოგიერთი სასაფლაოზე ხელოვნურ ყვავილებს რგავს, რადგან იმდენად ხშირად არ დადის, რომ ცოცხალი ყვავილები მიუტანოს.

ნათესავების ხსოვნის საპატივცემულოდ დამთრგუნველ გვირგვინზე უფრო ლამაზი მეთოდიც არსებობს – ცოცხალი ყვავილები სასაფლაოზე.

ლამაზი ცოცხალი ყვავილები

ახლობელი ადამიანის დაკარგვასთან შეგუება შეუძლებელია, ხოლო ხელოვნური ყვავილები ამ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებენ. უფრო სასიამოვნოა ცოცხალი ყვავილების დარგვა და იმის დაჯერება, რომ ამ მშვენიერებას გარდაცვლილი ნათესავებიც უყურებენ.

ყვავილები წარმატებულად რომ დარგოთ ნიადაგის ტიპი (თიხა, ქვიშიანი, შავი) უნდა განსაზღვროთ. მცენარე უპრეტენზიო და მცირე ფესვებიანი უნდა იყოს.

სასაფლაოს მოსართავად შეგიძლიათ გველის სურო – ხალიჩა მცენარე გამოიყენოთ, რომელიც მთელ ფართობზე ვრცელდება და ერთგვარ ხალიჩების მცენარეს ქმნის. გველის სურო ყვავილობას ლამაზი ლურჯი ყვავილებით გაზაფხულის დასაწყისში იწყებს, ხოლო ზაფხულში სასაფლაოს ღია მწვანე ფოთლებით დაამშვენებს.

გველის სურო სარეველა მცენარეებს გაზრდის საშუალებას არ მისცემს, ამიტომ სუფთა და მოვლილი იქნება. ამ მცენარის ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ სწრაფად იზრდება და შეიძლება მეზობელი სასაფლაოც მორთოს.

სასაფლაოზე დასარგავად გამოდგება ზამბახი და ნარგიზი. ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს უნდა დარგოთ ისე, რომ სიცარიელე არ დარჩეს.

ასევე, სასაფლაოსთან ახლოს შეგიძლიათ არყის, ღვიის, ტუიას ან მთრთოლავი ვერხვის ხე დარგოთ. უფრო მსხვილი ხეების დარგვა არ ღირს, რადგან ასე სამახსოვრო ძეგლს და მეზობელ სასაფლაოს დააზიანებთ.

კალენდულა, ექინაცეა და რუდბეკია უპრეტენზიო მრავალწლიანი მცენარეები არიან, რომლებიც სასაფლაოზე დასარგავად გამოგადგებათ. ყვავილების სიცხეს შესანიშნავად იტანენ და ბევრი მორწყვა არ სჭირდებათ.

გაზაფხულზე ყვავილობას იწყებენ კესანე, ტიტა და ფურისულა. ისინი ნაცრისფერ სასაფლაოს დაამშვენებენ. გაითვალისწინეთ, რომ შემოღობილ სასაფლაოზე გაზრდა გაუჭირდება.

ტრადიციები

სხვადასხვა კულტურის მიხედვით ადამიანები ნათესავებისა და ახლობლების დაკარგვის გამო წუხილს განსხვავებულად გამოხატავენ. მაგალითად, რუსეთში ადრე სასაფლაოზე მარწყვს რგავდნენ და კენკრას ჩიტებს აჭმევდნენ. ეს გარდაცვლილების მიმართ მონატრების სიმბოლო იყო. საბერძნეთში სასაფლაოზე ია და იაჟუჟუნა გააქვთ, ხოლო გერმანიაში – მზესუმზირას ყვავილები.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.