Connect with us

თავის მოვლა

აი, როგორ დავიბანოთ სწორად რომ ჩამოწელილ კანსა და ნაოჭებს დაემშვიდობოთ

კარგი გარეგნობა არის ის, რის მიღწევაც ჩვენ, განსაკუთრებით ქალებს გვსურს. ჩვენი კანის ხარისხზე გავლენას არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ასევე დაბინძურება და მრავალრიცხოვანი ქიმიური ნივთიერება ახდენს.

სწორედ ამიტომ, ბევრ ადამიანს დაბინძურებული ფორების, აკნეს, ნაოჭების და ა.შ. პრობლემები აქვს.

ბევრი ქალი ამ პრობლემის გასამკლავებლად ყველა შესაძლო მეთოდს მიმართავს. ჩვეულებრივ კომერციულ პროდუქტებს ყიდულობენ, რომლებიც დახმარებას ჰპირდებიან, მაგრამ ასე ნამდვილად არაა.

ზოგიერთი მათგანი ძალიან ძვირი და ასევე სხვადასხვა ქიმიკატებით გაჯერებულია, რომლებიც უფრო მეტ ზიანს მოგიტანთ, ვიდრე სარგებელს.

ჩვენი სახის კანი ძალიან მგრძნობიარეა. პროდუქტები დაკვირვებით უნდა შეარჩიოთ. დღეს გიამბობთ საშუალებაზე, რომელიც აკნეს მკურნალობაში, ნაოჭების მოშორებაში, ასევე კანის ბევრი პრობლემის დროს დაგეხმარებათ და არანაირ უკუეფექტს არ გამოიწვევს.

საკვები სოდა და ქოქოსის კარაქი 2 წარმოუდგენლად სასარგებლო ინგრედიენტი. მათ ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვთ, შეგიძლიათ ყოველდღიური ლოსიონის სახით გამოიყენოთ.

სოდა კრისტალურ ნაერთს წარმოადგენს, რომელიც ჩვეულებრივ ფხვნილის ფორმით იყიდება. მას კანის ხარისხის გაუმჯობესება და ფერიმჭამელების მკურნალობა შეუძლია. შეგიძლიათ დეზოდორანტის და კბილების მათეთრებლის სახით გამოიყენოთ. ეს ინგრედიენტი კანის ph დონეს აბალანსებს, რადგან ამფოტერული თვისება გააჩნია.

ქოქოსის კარაქი ასევე თქვენს კანს კურნავს. ის მკვებავი ნივთიერებებით სავსეა, რომელთა დახმარებით კანი სუფთა და დატენიანებულია.

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ ქოქოსის კარაქი
  • 1 ს/კ საკვები სოდა

მომზადება:

  1. მცირე თასი გამოიყენეთ, რომ ინგრედიენტები კარგად აურიოთ.
  2. მიიღებთ პასტას, რომელიც კანზე წრიული მოძრაობით უნდა წაისვათ.
  3. ნარევი სახეზე 10 წუთით გაიჩერეთ. ბევრი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ამის შემდეგ დამატენიანებელი კრემის გამოყენება არ დაგჭირდებათ, რადგან ქოქოსის კარაქი კანს ღრმად ატენიანებს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.