Connect with us

ჯანმრთელობა

აი როგორ გადაჰყავთ ახალი ვირუსებით დაავადებული ადამიანები ჩინეთში

უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომები

ჩინელი მედიკოსები ქიმიური თავდაცვის კოსტუმებში კორონავირუსით დაავადებული ადამიანის გადაყვანას დახურულ პლასტმასის ბოქსით ახდენენ, რათა თავადაც არ დაინფიცირდნენ.

ეს სცენა ვიდეოზე გადაიღეს და ინტერნეტში განათავსეს. ორ მედიკოსს სასწრაფოს მანქანიდან ბოქსი გადმოაქვთ და საავადმყოფო კორპუსისკენ მიაქვთ.

ჩინეთში უკვე 20 სამედიცინო მუშაკი დაავადდა ახალი ვირუსით. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობა ავრცელებს განცხადებას.

ვირუსის გავრცელება ჩინეთის ცენტრალურ ქალაქ უხანიდან დაიწყო, რომლის მოსახლეობაც 11 მილიონია. ამ ვირუსით უკვე 20 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა, ხოლო 800-ზე მეტი კი დაინფიცირდა.

დაავადებების შემთხვევები ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა.

ეს 17 წამიანი ვიდეო გუანდუნის სამხრეთ პროვინციაში, ხოიჩჟოუში გადაიღეს.

ეს პატარა ქალაქი (ჩინეთისთვის) სანაპირო ქალაქია 5 მილიონიანი მოსახლეობით. აქ დაავადების პირველი შემთხვევა ორშაბათს დაფიქსირდა.

ჯამში გუანდუნში მინიუმ 26 ადამიანი დაინფიცირდა, რომლეთაგანაც დაახლოებით 10 უმძიმეს მდგომარეობაშია.

ითვლება, რომ ვირუსის პირველწყარო ის ცოცხალი ცხოველებია, რომლებსაც ქალაქ უხანის ზღვისპროდუქტების საბითუმო ბაზარზე ყიდდენ. ეს ქალაქი მდინარე იანცზის ნაპირებზეა გაშენებული.

ჩინეთის მთავრობამ ქალაქ უხანში შენსვლა ან მისი დატოვება აკრძალა.

25 იანვარს ჩინეთში მთვარის ახალ წელს აღნიშნავენ. მოსალოდნელია, რომ მილიონობით ადამიანი დაიწყებს გადაადგილებასა და თავის ნათესავებთან გამგზავრებას. ამის გამო, მთავრობა ვარაუდობს, რომ ვირუსი უფრო მეტდ გავრცელდ

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.