Connect with us

ჯანმრთელობა

აი, რა ხდება ქალის ტვინში, სანამ ზის და ქსოვს

15 წლის წინ ქსოვის წრეში გაწევრიანება შემომთავაზეს. ჩემს ზარმაცულ უარყოფას „ამით როდის დავკავდე? მტკიცედ უპასუხეს „ორშაბათს, 4-ზე“. შეხვედრა დაქალის სახლში ხდებოდა, რომელიც არც თუ ისე ახლოს ცხოვრობს. უბრალოდ ცდაზე დავთანხმდი.

ქსოვა ჯერ კიდევ დედამ მასწავლა, 15 წლის ასაკში სკოლაში გაკვეთილებზე და სკოლის დასრულებიდან რამდენიმე წელი ვქსოვდი. შემდეგ რამდენიმე ათეული წელი საქსოვი ჩხირები ხელში არ ამიღია. თუმცა, მეგობრებთან ერთად რამდენიმე ასეთი ორშაბათის შემდეგ მქსოველების რიგში სერიოზულად ჩამრთეს.

უამრავი კაბები, საბავშვო საბნები, სვიტრები, ჟილეტები, შარფები, თავის აქსესუარები, ჩვილების ქუდები და 2 გადასაფარებელი მოვქსოვე. ძაფები ყველგან დამაქვს, განსაკუთრებით იქ, სადაც ჯდომა და მოსმენა მიწევს. როგორც უკვე სკოლაში გავაცნობიერე, დაკავებული ხელები ცნობიერების „აქ და ახლა“ შენარჩუნებას ხელს უწყობს.

CraftYarnCouncil-ის მონაცემებით, ამ დროისთვის 25-დან 35 წლამდე ქალების დაახლოებით მესამედი საქსოვი ჩხირებით და ყაისნაღით ქსოვს. მათ რიგებს უერთდებიან კაცები და სკოლის მოსწავლეები, მათ შორის ჩემი მეგობრის სამი შვილიშვილი (6, 7 და 9 წლის).

ცნობილი კარდიოლოგი, ფსიქოსომატიკის ერთ-ერთი პიონერი და წიგნის „რელაქსაციის სასწაულის“ ავტორი, ექიმი ჰერბერტ ბენსონი ირწმუნება, რომ რეგულარული ქსოვა მედიტაციის და იოგის მსგავს მოდუნებულ მდგომარეობას იწვევს. როგორც კი სწავლების პირველ სირთულეს გადალახავთ, ქსოვა გულის შეკუმშვის და არტერიული წნევის სიხშირეს შეამცირებს, ასევე სისხლში კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის დონეს ნორმამდე დაიყვანს.

მედიტაციისგან განსხვავებით ხელსაქმით დაკავება მატერიალურ და ხშირად სასარგებლო შედეგს იძლევა, რაც თვითშეფასებას მნიშვნელოვნად ზრდის.

ასი ათასობით მქსოველის გამოკითხვამ აჩვენა, რომ სტრესის შემცირებამ და შემოქმედებითმა თვითრეალიზაციამ მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად შეცვალა. მათ შორისა ერთი ნაადრევად დაბადებული გოგონას მამა. მისი თქმით, იმ 5 კვირის განმავლობაში, როცა გოგონა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა, „ქსოვის სწავლამ“ იმედი მისცა და დაეხმარა, რომ თავი უსუსურად არ ეგრძნო. “ჰობი, რომელმაც სერიოზულად გამიტაცა, სამსახურში სტრესთან გამკლავებაში ძველებურად მეხმარება და პრობლემის გადაჭრაზე დროის გამოყოფის საშუალებას მაძლევს.”

თუ საკითხს უფრო ღრმად ჩავხედავთ, ქსოვის სარგებელი სტრესთან ბრძოლის და შემოქმედებითი სიამოვნების მიღების ფარგლებს სცდება. მაგალითად, კაუჩინგის მწვრთნელმა ტორონტოდან კარენ ზილა ჰეისმა ქსოვის თერაპიის პროგრამა შეიმუშავა. ქსოვის პროგრამა მწეველებს მავნე ჩვევის მოშორებასა და მძიმე უსიამოვნებების, მათ შორის სიმსივნის დაძლევაში დაეხმარა.

თავის მხრივ, სკოლის და ციხის ადმინისტრაციებში აღნიშნავენ, რომ ხელსაქმის პროგრამას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და სოციალურ უნარებს აუმჯობესებს.ინ სტრუქციის დაცვის აუცილებლობამ შეიძლება ბავშვებში მათემატიკის უნარები გააუმჯობესოს.

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ხელით მუშაობა წონის გაკონტროლებას ხელს უწყობს. უბრალოდ იმიტომ, რომ ქსოვის დროს თამბაქოს მოწევა ტექნიკურად რთულია – როცა ხელებს ნემსები და ჩხირები უჭირავს, ჭამის და წახესმსების დრო აღარაა.

ხანდაზმული მქსოველის თქმით, ქსოვის რთული მოქმედება ართრიტის დროს თითების სახსრებზე დადებით გავლენას ახდენს.

როგორც ერთი ქალი აღიარებს, მას აუტოიმუნური დაავადება აქვს, რომელიც ხელებში მწვავე ტკივილებს იწვევს. ქსოვით გატაცებამ კი სახსრები უფრო მოქნილი გახადა და ტკივილი მნიშვნელოვნად შეუმცირა.

2009 წელს ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტმა 38 ქალის მონაწილეობით კვლევა ჩაატარა, რომელთაც კვებითი ქცევის და ნერვული ანორექსიის დარღვევა ჰქონდათ. ქსოვის სწავლების შედეგად ქალების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.  ქალების 74%-მა განაცხადა, რომ ხელსაქმე შიშის შემცირებასა და საკუთარ პრობლემაზე დაფიქრებიდან გადართვაში დაეხმარა.

ბეტსან კორკჰილმა, კაუჩინგის მწვრთნელმა და წიგნის „მოქსოვეთ ჯანმრთელობისთვის“ ავტორმა დააფუძნა საიტი (Stitchlinks), რომელიც თერაპიული ქსოვის მნიშვნელობას განმარტავს. რესპოდენტთა 54%, რომელთაც კლინიკური დეპრესია ჰქონდათ, ირწმუნება, რომ ქსოვა მათ ბედნიერების შეგრძნებაში დაეხმარა.

კვლევა, რომელშიც ქრონიკული ტკივილის მქონე 60 ადამიანმა მონაწილეობა მიიღო, აჩვენა, რომ ქსოვა ტკივილიდან გადართვას ხელს უწყობს. კორკჰილი ვარაუდობს, რომ ტვინს ერთდროულად მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ინფორმაციის გადამუშავება შეუძლია. სწორედ ამიტომ, ქსოვა ტვინის ამოცანას ართულებს და ტკივილის სიგნალებს ახშობს.

ალბათ, ყველაზე საინტერესოა კვლევა, რომლის თანახმად ჩხირებით და ყაისნაღებით ქსოვას ასაკობრივი დემენციის და თავის ტვინის ფუნქციების დაქვეითების შეფერხება შეუძლია.

კვლევა, რომელიც ჟურნალში Journal of Neuropsychiatry & Clinical Neurosciences გამოქვეყნდა, ირწმუნება, რომ მათ, ვინც ხელსაქმით არიან დაკავებულნი, კოგნიტური დაქვეითების და მეხსიერების დაკარგვის განვითარების ნაკლები ალბათობა აქვთ.

ამავე დროს აღინიშნება, რომ გაზეთის რეგულარული წაკითხვა და მუსიკის მოსმენა მსგავს ეფექტს ქმნის. მკვლევარების აზრით, ხელსაქმე ტვინში ნეირონების გზების განვითარებას და ამრიგად კოგნიტური შესაძლებლობების შენარჩუნებას ხელს უწყობს.