Connect with us

ტესტები

აირჩიეთ სურათი და ნახეთ რით გაგახარებთ სექტემბერი

გსურთ გაიგოთ, რით გაგახარებთ შემოდგომის პირველი თვე? ჩართეთ ინტუიცია და თქვენთვის სასურველი ფოტო აირჩიეთ.

სურათი 1

სექტემბერი ბევრ ახალ შესაძლებლობას გაჩუქებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ. ამ თვეში მთავარია არ დაიბნეთ და დროულად დაიჭიროთ წარმატება.

ამ თვეში მეტად იურთიერთეთ ახალ ადამიანებთან, მიიღეთ ახალი ცნობა და აიმაღლეთ კვალიფიკაცია. მეტი დრო დაუთმეთ კარიერას. სამუშაო ადგილზე ინიციატივა გამოავლინეთ და სამყარო აუცილებლად დაგაჯილდოვებთ.

სურათი 2

სექტემბერში საბედისწერო შეხვედრა გელით. თუ ახლა ურთიერთობაში არ ხართ, სექტემბერი საყვარელ ადამიანს გაჩუქებთ. ამისთვის სახლიდან გასვლა უფრო ხშირად მოგიწევთ.

თუ ოჯახი გყავთ, ქალაქგარეთ ვიზიტის წყალობით თქვენი ურთიერთობები გაუმჯობესდება. ნუ დაჯდებით სახლში, მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან და ბუნებაში.

სურათი 3

სექტემბერი თქვენთვის აქტიური თვე იქნება, ის უამრავ მოულოდნელ ცვლილებებს მოგიტანთ. თუ დიდი ხნის მანძილზე ერთ ადგილს ტკეპნიდით, ახლა საქმე დაიძვრება და სასიკეთოდ შეიცვლება.

სასიამოვნო სიურპრიზს მიიღებთ. ზოგისთვის ეს ქორწინების შეთავაზება, ზოგისთვის კი დიდი ხნის საოცნებო ორსულობა იქნება. ბევრი მიიღებს ხელფასის მომატების ან დაწინაურების შეტყობინებასაც.

სურათი 4

სექტემბერში თქვენი ჯანმრთელობა გაუმჯობესდება, დაკავდებით სპორტით და დაალაგებთ დღის რეჟიმს. თუ რომელიმე დაავადებით იტანჯებოდით, ამ თქვეში ყველაფერი გამოსწორდება.

კარგ სიახლეებს მიიღებთ თქვენი მკურნალი ექიმისგან ან ბოლოს და ბოლოს იპოვით კარგ ექიმს. სექტემბერში ბევრი ენერგია და ძალა გაგიჩნდებათ. ამ თვეში იმდენი საქმის შესრულებას შეძლებთ, რომ თავადაც გაგიკვირდებათ.

სურათი 5

სექტემბერში შვილები გაგახარებენ. მათგან სასიამოვნო სიახლეებს შეიტყობთ. ვიღაც ქორწინების შესახებ შეგატყობინებთ, ზოგი კი ოჯახში ახალი წევრის გაჩენას გამცნობთ. თუ ისინი დიდი ხანია არ გინახავთ, უახლოეს მომავალში სტუმრად გეწვევიან.

მოსწავლე შვილებს კლასში პოზიტიური ცვლილებები ექნებათ. ისინი გაგახარებენ სწავლასა და სპორტში მიღწეული წარმატებებით. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს, იყიდეთ ტორტი და მოიწყვეთ ოჯახური ზეიმი.

სურათი 6

ზაფხულის პერიოდში ცოტა დაიღალეთ. სექტემბერში მოდუნებისა და საკუთარი თავისთვის დროის დათმობის საშუალება მოგეცემათ. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს და ნურც წვრილმანებზე ინერვიულებთ. უბრალოდ შაჩერეთ წამი და დატკბით ამ სამყაროს მშვენიერებით.

აიღეთ რამდენიმე დღიანი შვებულება. ახლა თქვენთვის აუცილებელია სულიერი წონასწორობის და ჰარმონიის შენარჩუნება. იურთიერთეთ მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენთვის ნამდვილად ძვირფას და საყვარელ ადამიანებს წარმოადგენენ. ეცადეთ საკუთარი თავი, უფრო ხშირად გაანებივროთ.