Connect with us

ტესტები

აირჩიეთ სიბრძნის წიგნი: ის მიზნისკენ მიმავალ გზას გიჩვენებთ

იცით თუ არა, ცხოვრების რომელი გზა მიგიყვანთ მიზნამდე? ამის გაგებაში დღევანდელი ტესტი დაგეხმარებათ.

წიგნი ცოდნის ერთ–ერთი უდიდესი წყაროა. წიგნები ყველაზე რთულ თემებს ეხება და თითოეული ახალი ისტორია გვეხმარება აუცილებელი ცოდნის მიღებაში, ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების აწყობაში. წიგნი გვაძლევს სიბრძნეს, რომ ავირჩიოთ მიზნისკენ მიმავალი გზა.

სურათზე მოცემულია 3 ძალიან ძვირფასი სიბრძნის წიგნი. თითოეული ცხოვრებისა და აწმყოსთვის ფუნდამენტურ რჩევებს იძლევა. აირჩიეთ ის, რომელთანაც ყველაზე მეტ კავშირს გრძნობთ და ნახეთ, თუ რას გასწავლით.

სიბრძნის წიგნი № 1

ზოგჯერ სწორი გზის საპოვნელად საწყის წერტილს უნდა დავუბრუნდეთ. ერთხელ შეიძლება საკუთარი თავი დავკარგოთ და მთავარ ღირებულებებსა და კარგ ურთიერთობაზე უარი ვთქვათ. ასე ცუდი სიტუაციების ჩაკეტილ წრეში ვხვდებით, რომელსაც არსად მივყავართ.

თუმცა, თუ საკმაოდ თავმდაბარი და გონიერი იქნებით, რომ საწყის წერტილს დაუბრუნდეთ, შეძლებთ მიუახლოვდეთ იმას, რაც სიმშვიდეს და ბედნიერებას მოგიტანთ.

გონება, სული და გული ერთმანეთს დაუკავშირეთ და ჰკითხეთ, თუ რა სჭირდებათ, რომ შინაგან სურვილებს უფრო მეტად შეესაბამებოდეს. ასე უკეთესი ცხოვრებისკენ მიმავალ გზას უფრო მარტივად იპოვით.

სიბრძნის წიგნი № 2

გახსოვდეთ, საკუთარი ცხოვრების მფლობელი თქვენ ხართ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოთ. თუმცა ამ პასუხისმგებლობას სულიერი სიმშვიდის დაკარგვის უფლება არ მისცეთ. საკუთარ თავს დრო და სივრცე მიეცით, რომ სწორი პასუხები იპოვოთ.

ჯილდოს ძიებაში გარე გავლენისგან თავი შორს დაიკავეთ და საკუთარ გზაზე იარეთ. ეს უკეთესია, რაც ახლა შეგიძლიათ გააკეთოთ. ფიქრები დაალაგეთ და სულს თქვენთან საუბრის უფლება მიეცით, ეს თქვენი ინტუიციაა, რომელიც აუცილებლად საჭირო პასუხებს მოგცემთ. ურთიერთობაში ძალიან ფრთხილად იყავით, საკუთარი თავი ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენეთ.

სიბრძნის წიგნი № 3

თქვენი ცხოვრება ერთფეროვანი არ უნდა იყოს. ცვლილებების უფლება გაქვთ, საკუთარი თავი თავიდან გამოძერწეთ და ახალი გატაცებები ეძებეთ, რომლებიც ბედნიერებას და ახალ პერსპექტივებს მოგიტანთ. არ შეეგუოთ რეალობას, რომელიც არ მოგწონთ, მაგალითად, შიშს ან თავდაუჯერებლობას, რადგან ცხოვრება ბევრად უკეთესი ხდება, როცა ვანგრევთ კედლებს, რომლებიც კომფორტის ზონაში დარჩენას გვაიძულებს.

შეიცვალეთ იმდენად ხშირად, რამდენადაც საჭიროა, რომ თავი უკეთ იგრძნოთ. პრობლემები ყოველთვის ხდება, ამიტომ მასთან პირისპირ შეჯახების არ შეგეშინდეთ, რომ სწორი, ბედნიერებისკენ მიმავალი გზა აირჩიოთ. ვინ იცის, იქნება ახალი ისტორია მოლოდინზე უკეთესია.