Connect with us

ტესტები

აირჩიეთ ნიჟარა და გაიგეთ რაღაც საინტერესო თქვენს შესახებ

ადამიანების უმეტესობისთვის ნიჟარა ზღვის, სანაპიროს და მზის სიმბოლოს წარმოადგენს. აი, ჩინეთში კაურის ნიჟარა ქალური „ინის“ მეტაფორას წარმოადგენს და მთვარესთან ასოცირდება. („როცა მთვარე ბნელია, ნიჟარებია ცარიელია“ – ამბობს დაო დე ძინი) ასევე სიკვდილის და ხელახლა დაბადების სიმბოლოცაა.

ასე რომ, ამ სამ ნიჟარას შეხედეთ და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

ნიჟარა № 1

თქვენ ცხოვრებაში ბევრი სირთულე გქონდათ, მაგრამ იცით, თუ სტრესული სიტუაციიდან როგორ გამოხვიდეთ. „რაც არ გკლავს, გაძლიერებს“ – თქვენი დევიზია. თუმცა თქვენი შეუპოვრობის მიღმა ნაზი და მგრძნობიარე ბუნება იმალება.

უარყოფითი ადამიანების გაგება გიჭირთ. ასეთ ადამიანებს გვერდს უვლით და მათ შეცვლას არ ცდილობთ. ცხოვრებაში იღბლიანი ხართ. ახლობლებს უყვარხართ და გაფასებენ.

ნიჟარა № 2

თქვენ მზის სხივს ჰგავხართ. საკუთარი სიკეთით ყველას გათბობა გსურთ, მაგრამ ასე მუდმივად ვერ გაგრძელდება. ადამიანები თქვენს სინაზეს გრძნობენ და ხშირად თქვენს ყურადღებას და სიკეთეს იყენებენ.

თქვენ პერფექციონისტი ხართ და მოგწონთ, როცა ცხოვრება დაბალანსებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში ნერვიულობას იწყებთ. არ ინერვიულოთ, სჯობს ყველაფერი თავის ნებაზე მიუშვით.

ნიჟარა № 3

თუ ეს ნიჟარა აირჩიეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვებზე ძალიან ბევრს ზრუნავდით და დაიღალეთ. ყველა ის სიკეთე რაც საკუთარ ოჯახში, სამსახურში, მეგობრებში ჩადეთ, ასმაგად დაგიბრუნდებათ. თქვენ გაზაფხულის ყვავილივით უნდა გაიშალოთ. დრო მოვიდა საკუთარი სურვილების ასრულებაზე იფიქროთ. თქვენ დასვენებას იმსახურებთ. დაე, სხვებმა იმუშაონ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.