Connect with us

ტესტები

აირჩიეთ კარტი და ნახეთ, რა მოგიმზადათ ბედმა უახლოეს მომავალში

ერთ-ერთი კარტი აირჩიეთ და ნახეთ, რა მოგიმზადათ ბედმა.

კარტი № 1

ეს კარტი ამბობს, რომ თქვენს ცხოვრებაში ძალიან წარმატებული პერიოდი იწყება, რომელიც სირთულეებს და პრობლემურ სიტუაციებს აღმოფხვრის. თუ მსგავსი უსიამოვნებები „ჰორიზონტს“ გაწელავს, მდგომარეობა სერიოზულად არ მიიღოთ. მას თქვენი ყოფის დაჩრდილვა და უკვალოდ გაქრობა არ შეუძლია.

ყველა სირთულეს დადებითი და კონსტრუქციული შედეგი მოჰყვება. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში პოზიტიური განწყობა და უკეთესის რწმენა შეინარჩუნოთ.

კარტი № 2

ყველა დაწყებულ საქმეში ლოგიკური, წარმატებული დასასრული რომ მიიღოთ, ყველაფერი აუცილებლად დამოუკიდებლად გააკეთეთ, სხვების დახმარების იმედი არ გქონდეთ, რომელთაც არაერთხელ შემოგთავაზებენ.

სულის იმ ასპექტებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია. უფრო ყურადღებიანი, კონცენტრირებული და პასუხისმგებლიანი იყავით, ვიდრე ჩვეულებრივ ხართ. ასეთი ქცევა წარმატებით დაგიბრუნდებათ და ბევრ შთამბეჭდავ ნაყოფს გამოიღებს.

კარტი № 3

გიხაროდეთ! დრო მთის მწვერვალზე ყოფნის შეგრძნებას გთავაზობთ, სადაც თვალწარმტაცი ხედი თვალს ახარებს. ყველაფერი კარგად მიდის, არაფერზე ნერვიულობა არ ღირს.

თქვენ სანუკვარი ოცნების მიღწევით აღფრთოვანების გრძნობა დაგეუფლებათ. საკუთარი თავით კმაყოფილი იყავით და დაისვენეთ. დაე, თქვენს გარემოცვაში გულწრფელი ადამიანები იყვნენ, რომლებიც მხოლოდ სიკეთეს და ბედნიერებას გისურვებენ. მხოლოდ ასე მიიღებთ ღვთიურ საჩუქრებს, რომელთა ღირსიც ხართ.

კარტი № 4

თქვენ მახვილ გონებას, სისწრაფეს და რაციონალურობას ფლობთ, რაც სასურველის მისაღწევად ძლიერი ნახტომის გაკეთებაში დაგეხმარებათ. თქვენი მიზნობრივი მისწრაფებები დაუყონებლივ ახდება. ოღონდ ზედმეტად თავდაჯერებული არ უნდა იყოთ და პირადი შესაძლებლობები ზედმეტად არ შეაფასოთ.

დიდი ნიჭის დროსაც კი თვალუწვდენელი სივრცის დაპყრობას ვერ შეძლებთ. გზაზე ბევრი კომპეტენტური ადამიანი შეგხვდებათ, რომელიც ფასდაუდებელ დახმარებას გაგიწევთ. უარი არ თქვათ, ეს წინსვლას მოგიტანთ.