Connect with us

ტესტები

აირჩიეთ ბუმბული და გაიგეთ, რას ფიქრობს თქვენზე ნამდვილი ფსიქოლოგი

ყველა ადამიანი უნიკალურია, მაგრამ ზოგიერთი თვისება განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს. ფსიქოლოგებმა არა ერთხელ სცადეს, რომ ადამიანები გარკვეული პარამეტრების მიხედვით დაეყოთ. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ფერის და ფორმის თეორიაზე დაყრდნობით ერთ-ერთი ბუმბულის არჩევისას თქვენ საკუთარი პიროვნების შესახებ განსაზღვრულ ინფორმაციას მიიღებთ.

მოცემულ სურათს ყურადღებით დააკვირდით. განსაკუთრებული ყურადღება ბუმბულის ფერსა და ფორმას მიაქციეთ და აირჩიეთ, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ ან რომელშიც საკუთარ თავს ხედავთ. ახლა შედეგები წაიკითხეთ. პასუხი ნამდვილად გაგაოცებთ.

ბუმბული № 1

თქვენი შემოქმედებითი ადამიანი ხართ. წარმატების მიღწევა გიყვართ. თქვენ ძლიერ თვისებებს ფლობთ, რის გამოც შეიძლება შეცდომით „მბრძანებლად“ მიგიჩნიონ. თქვენ პერფექციონისტი და ეფექტური ლიდერი ხართ. თავს ცუდად გრძნობთ, როცა საქმე ისე არ მიდის, როგორც თქვენ იმედოვნებდით.

ბუმბული № 2

ადაპტირებას და განახლებას ადვილად ახერხებთ. ასევე ძალიან სწრაფად სწავლობთ, მაგრამ ამ დროს სხვებისგან იზოლირებული ხდებით. ეს იმიტომ, რომ განმარტოებით სწავლა გიყვართ. მიუხედავად ამისა ადამიანები, რომელსაც უყვარხართ, სულ თქვენს გვერდით არიან, რომ მხარი დაგიჭირონ.

ბუმბული № 3

თანდაყოლილი მეწარმის უნარები გაქვთ. თქვენ აქტიურობა და ერთდროულად რამდენიმე პროექტის დაწყება გიყვართ მაშინაც კი, თუ მხოლოდ ერთი მიზნის რეალიზებას მოახდენთ.

ბუმბული № 4

თქვენ ჰარმონია და სიმშვიდე გიყვართ. ყოველთვის ცდილობთ სხვებს დაეხმაროთ. ირგვლივ ისეთი ხალხი გყავთ, რომელთაც უყვარხართ და პატივს გცემენ.

ბუმბული № 5

თქვენ წარმოუდგენლად კრეატიული და არტისტული ხართ, თუმცა ზოგჯერ საკუთარ თავს ან საკუთარ ქცევებს არ ენდობით, რადგან წარუმატებლობა გაშინებთ

ბუმბული № 6

თქვენ დამოუკიდებელი ხართ და დარწმუნებული ხართ, რომ საკუთარ მიზნებს თავად, დამოუკიდებლად მიაღწევთ. მიუხედავად ამისა, თქვენი მეგობრული ურთიერთობის გაღრმავება და განვითარება უნდა ისწავლოთ.