Connect with us

თავის მოვლა

აირჩიეთ ამ 5 ნიღბიდან ერთ-ერთი. თმა საოცარი ტემპით ზრდას დაიწყებს, მოცულობაში გაიზრდება და ჯანსაღ იერს შეიძენს

გრძელი და ლამაზი თმა ყველა ქალის ოცნებას წარმოადგენს. ოცნება რეალობად რომ იქცეს, ზოგი სასწაულმოქმედ მეზოთერაპიას ენდობა, ზოგი ძვირადღირებულ ნიღბებს ყიდულობს, სხვები კი არაფერს აკეთებენ, რადგან თვლიან, რომ მათ ლამაზი თმა მაინც არ ექნებათ. ტრიქოლოგები ამბობენ, რომ სურვილის შემთხვევაში თმის გაზრდა აუცილებლად ღირს. საიდან უნდა დაიწყოთ? ნატურალური საშუალების გამოყენებით – ის ორგანიზმს ზიანს არ აყენებს!

თქვენთვის 5 ყველაზე ეფექტური თმის ნიღაბი მოვამზადეთ, რომლებიც ხავერდოვანი თმის გაზრდაში დაგეხმარებათ. სრულ სიას გადახედეთ და აირჩიეთ ის, რომელიც თქვენ მოგეწონებათ.

გახსოვდეთ, რომ თითოეული ორგანიზმი ინდივიდუალურია. თავის კანზე ნიღაბს სანამ წაისვამთ, მაჯაზე დატესტეთ. თუ ალერგიული რეაქცია არ გექნებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ!

1. ალოეს ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • ალოეს ფოთლები

მომზადება და გამოყენება:

ალოეს ფოთლები ორ ნაწილად გაყავით და მათგან წვენი გამოწურეთ. შემდეგ თმის ძირებში წაისვით და თავის მასაჟი გაიკეთეთ. 2 საათის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. თუ ასეთი მცენარე არ გაქვთ, შეგიძლიათ აფთიაქში ალოეს ექსტრაქტი ამპულებში შეიძინოთ.

2. მდოგვის ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ მდოგვის ფხვნილი
  • 2 ს/კ ცხელი წყალი
  • 1 ჩ/კ მცენარეული ზეთი

მომზადება და გამოყენება:

მდოგვის ფხვნილი ცხელ (არა მდუღარე) წყალში გახსენით. შემდეგ მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ყველაზე უკეთ ბირკავას, აბუსალათინის და ზეითუნის ზეთი გამოგადგებათ. თავი საკვები ცელოფნით, შემდეგ პირსახოცით შეიფუთეთ და 15 წუთის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღაბი თმის ზრდას ხელს უწყობს, ზოგადი გამაძლიერებელი მოქმედება აქვს და თავის ცხიმიანი კანზე დადებით ეფექტს იძლევა.

3. ლიმონის ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • ½ პატარა ხახვი
  • 20 წვეთი ლიმონის წვენი
  • 1 ჩ/კ ბირკავას ზეთი

მომზადება და გამოყენება:

ყველა ინგრედიენტი აურიეთ. ნარევი წყლის ორთქლზე გააცხელეთ და თმის ძირებში წაისვით. 1 სთ-ში ჩამოიბანეთ. შემდეგ თმაზე ვაშლის ძმარი შეისხურეთ. სჯობს ნიღაბი დასვენების დღეებში გააკეთოთ, რომ ორშაბათს არაფერზე ინერვიულოთ.

4. დარიჩინის ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 2 ჩ/კ დარიჩინი
  • 4 ჩ/კ ცისფერი თიხა
  • 1 ჩ/კ ბირკავას ზეთი
  • 4 წვეთი როზმარინის ზეთი

მომზადება და გამოყენება:

ყველა ინგრედიენტი აურიეთ და თმის ძირებში წაისვით. თმა პოლიეთილენის პარკით შეიფუთეთ, პირსახოცი შემოიხვიეთ და 1 საათში შამპუნით ჩამოიბანეთ. დარიჩინმა თმა შეიძლება ერთი ტონით გააღიავოს.

5. ნიღაბი დაფნის ფოთლით

ინგრედიენტები:

  • 5 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 1 ჭიქა მდუღარე წყალი
  • 1 ნაჭერი შავი პური

მომზადება და გამოყენება:

დაფნის ფოთოლს მდუღარე წყალი დაასხით, ჭურჭელს თავსახური დაახურეთ და 1 სთ გააჩერეთ. შავი პურის რბილობი ნარევში დაალბეთ და ჩაჭყლიტეთ. ნიღაბი ნახევარი საათით წაისვით, შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.

მას შემდეგ, რაც შერჩეული ნიღბის გამოყენების შემდეგ თავს დაიბანთ, თმაზე წყალში გახსნილი ვაშლის ძმარი (0,5 ლ 1 ს/კ) გადაივლეთ. ასეთი პროცედურის შემდეგ თმა დროთა განმავლობაში მბზინვარე და ჯანსაღი გახდება.

თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.