Connect with us

ყვავილები

აივნის სასწაული: ოთახის პომიდორი, რომელიც კარგ მოსავალს მოგცემთ

იანვარი – საუკეთესო დრო ფანჯრის წინ ბოსტნეულის დასარგავად. ყოველწლიურად ოთახის ჯიშის კამას, პომიდორს და კიტრს ვრგავ. ქუჩაში ზამთარია, ფანჯარასთან კი ოთახის პომიდორი თავს იწონებს. ისეთი ლამაზია, რომ თვალს ახარებს!

ოთახის პომიდორი

დღეს Alltime.ge–ს რედაქცია სახლის პირობებში ბოსტნეულის მოყვანის შესახებ საკუთარ გამოცდილებას გიზიარებთ. სასარგებლო ინფორმაცია დამწყებისთვის და მათთვის, ვისაც სახლში ბოსტნეულის მოყვანა სურს.

მთვარის სათეს კალენდარს გადავხედე და აღმოვაჩინე, რომ 16 იანვარი პომიდვრის დასათესად ხელსაყრელი დღეა. თავიდანვე არ დავიჯერე, მაგრამ შემოწმება გადავწყვიტე. საკუთარი გამოცდილება აუცილებელია. 18 იანვრამდე მთვარე თევზების ნიშანში იყო, ხოლო ახლა ვერძში გადავიდა, რომელიც არახელსაყრელ პერიოდად ითვლება. სწორედ ამიტომ, 13-14 იანვარს პომიდორი ჩავალბე, ხოლო 16 იანვარს დავრგე.

დარგვა

პირველ რიგში, აუცილებელია ნიადაგის მომზადება. ჩვეულებრივი, ამას შემოდგომაზე ვაკეთებ: მიწას ცივ ეზოში, თავდახურულ ჭურჭელში ვინახავ. ასევე 5 ლიტრიან ბოთლებს ვიყენებ. შინაურული ბოსტნეულის გასაზრდელად შესანიშნავი საშუალებაა. საკმაოდ ფართოა და მისი დახმარებით კარგად დაზოგვას შეძლებთ.

შემდეგ გალღობილ მიწას სუპერფოსფატს ვუმატებ, პლასტმასის კონტეინერებში ვყრი და ადრე ჩალბობილ პომიდვრებს ვრგავ. გირჩევთ, ნათესები 5-10 მმ მიწით დაფაროთ. მორწყეთ და საკვები პარკი დააფარეთ. ის გამჭვირვალე და თხელია – მაშინაც კი თუ ქილას დახურულს გააჩერებთ, აღმონაცენი მაინც არ გამოჩნდება.

როცა აღმონაცენი გამოჩნდება, ნამდვილი ფოთლის ფორმირებას ველოდები, შემდეგ გადაჭრილ ხუთლიტრიან ბოთლში ვამაგრებ. ასე გარკვეულ დრომდე გაიზრდება, სანამ არ აყვავილდება. შემდეგ ნიადაგს დამატება სჭირდება. რამდენიმე დღეში ნაყოფი გამოჩნდება: პომიდორი ფორმირებას დაიწყებს და მომწიფების მიხედვით მოსავლის აღებას შევძლებ.

მოსავალი

რომელი სახეობა იძლევა კარგ მოსავალს? ჩემი საყვარელი სახეობაა „აივნის სასწაული“, ის უხვი ფოთლებით აუცილებლად გაგახარებთ. მართალია, ერთი დიდი ნაკლი აქვს – საკმაოდ მაღალი, 1 მეტრზე მაღალი იზრდება. სწორედ ამიტომ, წინასწარ მოიფიქრეთ, ფანჯარაზე როგორ მიამაგრებთ.

1 წლის წინ სახეობა „ბონსაის“ დარგვა ვცადე. გულწრფელად რომ ვთქვა, ამ სახეობამ დიდად არ გამახარა. შესაძლოა, მიზეზი ცუდი ხარისხის თესლია, რადგან ახლობელმა მსგავსი ჯიშით კარგი მოსავალი მიიღო. წელს მსურს მეორე შანსი მივცე. „ბონსაი“ დიდებულად გამოიყურება – დაბალი ბუჩქი, რომელიც ძალიან ბევრ ნაყოფს იძლევა. ასევე სახეობა „ალიასკის“ ყიდვას ვაპირებ, რომელსაც ნაცნობი მებაღეები აქებენ.

თითოეული სახეობის 3-3 თესლის ჩალბობას ვაპირებ. თუ ყველა ამოვა, ნერგებს მეგობრებს გავუზიარებ. ჯამში დაახლოებით 6 ფანჯრის პომიდორი უნდა მივიღო, თითოეული სახეობის 2 მცენარე. ვიმედოვნებ, ყველა მცენარე ამოვა და კარგ მოსავალს მომცემს.

ამ საქმეში პირადი გამოცდილება აუცილებელია, მაგრამ სხვა მებაღეების გამოცდილების ცოდნა ძალიან სასარგებლოა. თქვენ ზრდით ბოსტნეულს სახლის პირობებში?