Connect with us

ჯანმრთელობა

ავიცენას ბალახეული: განკურნების აღმოსავლური საიდუმლოებანი

ულბოს (შამბალილა, ჰერბა) უნიკალური ისტორია ეგვიპტიდან იწყება. ის ჯერ კიდევ ეგვიპტური ჩაის ან ყვითელი სახელით არის ცნობილი. არაბულ ქვეყნებში ამს “100 დაავადების” ჩაის უწოდებენ. ჩვენს დროში არაბი და ინდოელი ქალები ამ მცენარის მოხალულ თესლს მიირთმევენ რათა მკერდისა და თეძოების ფორმა მრგვალი გახდეს. ჩინელი ექიმები ამ მცენარით გრიჟას, ცხელებას, შარდის ბუშტის დაავადებებს, კუნთის ტკივილებს, ნაწლავისა და ფილტვის დაავადებებს კურნავდნენ. აიურვედულ მედიცინაში ულბოს მეშვეობით ჭყლულოვან დაავადებებს კურნავდნენ.

მცენარე ასი დაავადებისთვის – ულბო

ძველ სპარსეთში ის ცნობიალია როგორც ავიცენას საყვარელი მცენარე, ძველ საბერძნეთში ჰიპოკრატე მის სამკურნალო თვისებებს ძალიან აფასებდა და მას ძალების აღსადგენად იყენებდა. აღმოსავლელი ქალები კი ულბოს ლაქტაციის მატებისთვის მიირთმევდნენ.

ძველ დროში ულბოს სხვადასხვა რეცეპტებში იყენებდნენ, მაგალითად: თმის ცვენის საწინააღმდეგო, ჭრილობების, დამწვრობის, კუჭის დაავადებების, იმპოტენციის და მანსტრუალური ციკლის დარღვევების სამკურნალოდ. დღესაც მას ბევრი ფარმაცევტული პრეპარატის შემადგენლობაში შეხვდებით.

ხალხურ მედიცინაში ულბო გამოიყენება როგორც ყველაზე ეფექტური საშუალება თმის ცვენის წინააღმდეგ. ის შეუცვლელეია ქალის ჯანმრთელობისთვის. ასუსტებს მენსტრუალურ ტკივილს, ეხმარება კლიმაქსის იოლად გადატანაში. წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან და აქრობს პირისა და სხეულის უსიამოვნო სუნს.

ლაქტაციის და ძუძუთი მკვებავი დედების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად რეკომენდებული ულბო ჩაის ან საკვებში ცოტაოდენი მცენარის დამატების გზით მიღება.

  • შაქრიანი დიაბეტისას ყოველდღე 2 ჩაის კოვზი ჰელბას თესლი მიირთვით ცხელ რძესთან ერთად.
  • ანემიის დროს 1-2 ჩაის კოვზი დაფქული თესლი მიირთვით რძესა და თაფლთან ერთად.
  • პოტენციის გასაუმჯობესებლად: ყოველდღე 1 სუფრის კოვზი დაფქული თესლი ცხელ რძეში გაურიეთ და მიირთვით.
  • მცენარის სამკურნალოდ გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რადგან თვითმკურნალობა შეიძლება საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის.

ულბოს უკუჩვენებები: ორსულობის, ჰორმონალური დისბალანსის და ვაგინალური სისხლდენის დროს.

სწორი და რაციონალური კვების რეცეპტები

ულბო როგორც სანელებელი პიკანტური ნიგვზის გემოთი ხასიათდება – შეუფასებელი დანამატია ბევრი კერძისთვის. აღმოსავლეთში ის ცნობილია როგორც ჩამანი. მას ორეგანოსა და რეჰანთან ერთად იყენებენ.

ულბოს ჩაის მომზადებამდე კარგად გარეცხეთ მარცვლები, გაახმეთ (2 დღე-ღამის მანძილზე) სუფთა, თეთრ ქაღალდზე. შემდეგ შეწვით, დაფხვენით და 1 ჩაის კოვზი დაფქული თესლი 250 მილიგრამ წყალში გახსენით, მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღეთ 10 წუთი.

სურვილისამებრ ჩაიში კოჭას, ლიმონის, თაფლის, დარიჩინის, რძის ან შაქრის დამატებაც შეგიძლიათ. სასმელს თბილსაც სვამენ და ცივსაც. ეგვიპტურ ჩაის ტონუსში მოყავხართ, ის შეუცვლელია მწვავე რესპირატორული დაავადებებისას, როგორც ძლიერი ამოსახველებელის აშუალება.

დილის ტონიკი, საკვების მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებისთვის

ღამით, 1 ჩაის კოვზ ულბოს 1 ჭიქა ცივი წყალი დაასხით. დილით აადუღეთ, გაწურეთ და გააგრილეთ. დაუმატეთ ჩაის კოვზი თაფლი. მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე. ეს ტონიკი საჭმლის მომნელებელ და ნერვულ სისტემას აძლიერებს.

გამომცხვარი კარტოფილი ულბოს პასტით – აღმოსავლურად

ინგრედიენტები:

  • 10 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 200 გრამი არაჟანი
  • 2 ჩაის კოვზი დაფქული ულბო
  • 2 სუფრის კოვზი დაფხვნილი რეჰანი
  • 2-2 სუფრის კოვზი დაფხვნილი კამა და ოხრახუში
  • 50 გრამი მაგარი ყველი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

როგორ მოვამზადოთ:

  • გამოაცხვეთ კარტოფილი ღუმელში.
  • ულბო, მწვანილი, მარილი, წიწაკა აურიეთ არაჟანში, მოსრისეთ ეს მასა გახეხილ ყველთან სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  • მიირთვით ცხელ კარტოფილთან ერთად.

როგორ გავიმაგროთ თმები სახლის პირობებში

3 სუფრის კოვზ ულბოს თესლს დაასხით ახალი რძე (200 გრამი) (უმჯობესია სოფლის რძე), დატოვეთ ღამით გასაფუებლად. დილით თესლი დასრისეთ და დაუმატეთ ლიმონის წვენი. რბილი, მასაჟის მოძრაობებით შეიზილეთ ნიღაბი თმაში. 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბი

გააზავეთ 100 გრამი დაფხვნილი ულბოს თესლი – ჩაის კოვზ შავი კვლიავის ზეთში. გააჩერეთ რამდენიმე საათის განმავლობაში. 15 წუთის მანძილზე ტალღოვანი მოძრაობებით შეიზილეთ ეს ზეთი თმის ძირებში. ჩამოიბანეთ თბილი სწყლით.

არაბი ბრძენები ამბობდნენ:” ხალხმა რომ ულბოს სარგებელის იცოდეს, მას ოქროს ფასად შეიძლენდნენ”. სიმბოლურ ფასად თქვენ ჯანმრთელობის საგანძურს იძენთ. ეს მცენარე ყველას უნდა ჰქონდეს სახლში, სამზარეულოსა და აფთიაქში.