Connect with us

ჯანმრთელობა

აბუსალათინის ზეთის გამოყენების 8 უცნაური, მაგრამ ეფექტური მეთოდი

აბუსალათინის ზეთს Ricinus communis-ისგან იღებენ და ჩვეულებრივ ნატურალური საფაღარათო საშუალების სახით გამოიყენება. თუმცა მისი მოქმედება ამით არ სრულდება! აბუსალათინის ზეთი E ვიტამინით გაჯერებულია და ხალხურ მედიცინაში, ასევე კოსმეტიკური მიზნით ხშირად გამოიყენება.

აბუსალათინის ზეთის გამოყენების 8 ეფექტური მეთოდი

1. ჯანსაღი ნაწლავები

1 ჩ/კ ზეთი ფორთოხლის ან შტოშს წვენს აურიეთ და დალიეთ. ასე ნაწლავების სწორ მუშაობას ხელს შეუწყობთ. მნიშვნელოვანია, რომ არ გადააჭარბოთ, რადგან აბუსალათინის ზეთი ბუნებრივი საფაღარათო საშუალებაა.

2. თმა, წამწამები და თავის კანი

ეს უნიკალური ბლანტი ზეთი თავის კანსა და გაყოფილ თმის ბოლოებზე ზრუნავს, ფერს და ტენიანობას ინარჩუნებს, მტვრევადობას ამცირებს, ზრდას აჩქარებს, სისქეს ზრდის, ქერტლს და ქავილს აქრობს. ასევე წამწამების სისქეს ზრდის.

საუკეთესო შედეგის მისაღებად 3 ს/კ აბუსალათინის ზეთი და 1 ს/კ ჟოჟობას ზეთი ან ორგანული ზეთი თავის კანში დაბანის წინ შეიზილეთ.

3. ტკივილის შემცირება

თუ ართრიტი ან კუნთების ანთებით გამოწვეული ტკივილი გაწუხებთ, აბუსალათინის ზეთი ამ სიმპტომებს შეამცირებს. რამდენიმე წვეთი ზეთი ჭრილობის შეხორცებას ხელს უწყობს, სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს, ასევე ძვლებსა და კუნთებში ტკივილს ამცირებს.

2009 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც Phytotherapy Research-ში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ აბუსალათინის ზეთი მუხლის სახსრების ოსტეართრიზის ტკივილს ამცირებს.

4. აკნე

აკნეს დაემშვიდობეთ! ცნობილია, რომ აბუსალათინის ზეთი არა მხოლოდ ანთებას ამცირებს, არამედ აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებს და კანს სწრაფად წმენდს. საუკეთესო შედეგის მისაღწევად საშუალება ძილის წინ წაისვით.

საერთაშორისო ტოქსიკოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აბუსალათინის ზეთი დერმატიტის დროს დაგეხმარებათ.

5. კოლიკა

საკმარისია, რომ ზეთი ხელებით შეათბოთ და ბავშვს მუცელზე წაუსვათ, რომ მეტეორიზმი და კოლიკა შეამციროთ.

6. ბუასილი

ექსპერტების მოსაზრებით, აბუსალათინის ზეთი გარეგნული ბუასილის დროს სასწაულს ახდენს. ის ტკივილგამაყუჩებელ და კვანძის ზომის შემამცირებელი საშუალების სახით მოქმედებს. საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ბამბის ტამპონი ზეთში დაასველეთ და დაიდეთ. 15 წუთით გაიჩერეთ. პროცედურა დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ.

7. კოჟრები და ნახეთქები

დაზიანებულ ადგილზე აბუსალათინის ზეთის გამოყენებით ტკივილს, შეშუპებას შეამცირებთ და კანის მდგომარეობას გააუმჯობესებთ. საუკეთესო შედეგის მისაღწევად ყოველდღე ცოტა ზეთი კოჟრებსა და ნახეთქებზე შეიზილეთ.

8. მეჭეჭები და კანის სხვა დაავადება

გჯერათ თუ არა, მეჭეჭების და პაპილომას მოსაშორებლად ეს ზეთი რომაული გვირილის ან პიტნის ეთერზეთის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ზეთი ყოველდღე, 2 კვირის განმავლობაში გამოიყენეთ.

აღსანიშნავია, რომ გარეგანი გამოყენების შემთხვევაში აბუსალათინის ზეთის კარგად გადატანა ხდება. თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ შინაგანი გამოყენების დროს მოსალოდნელია ღებინების, სპაზმის, დაღლილობის, დიარეასა და გულისრევის სიმპტომები.

აბუსალათინის ზეთის გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.