Connect with us

კულინარია

ჰუმუსი მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს განვითარების რისკს! აღმოსავლური სამზარეულოს მარგალიტს მარტივად მოამზადებთ სახლშიც

პირველად ჰუმუსი ნახსენებია მე-13 საუკუნის არაბულ კულინარიულ წიგნში, ახლა კი ის მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეგიძლიათ შეიძინოთ. ეს წასახემსებელი ხმელთაშუა ზღვის დიეტის ნაწილია, რაც მის უდიდეს სარგებელზე საუბრობს. ჰუმუსი ცილების შესანიშნავ წყაროს წარმოადგენს, მადას აქვეითებს და სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. უფრო მეტიც, კვლევამ აჩვენა, რომ თურქული ბარდა, ჰუმუსის ბაზა, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ჰუმუსის ინგრედიენტები შეიცავს ტრიპტოფანს, 5-ჰიდროქსიტრიპტოფანს და სეროტონინს, რომლებიც მოდუნებასა და დაძინებაში დაგეხმარებათ. კერძი საღამოს სამხარისთვის იდეალური ვარიანტია. ჰუმუსი მოხარშული თურქული ბარდისგან მზადდება, რომელსაც მოტკბო კაკლის არომატი აქვს და სალათების შესანიშნავ დანამატს წარმოადგენს. დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ჰუმუსი და რით არის ის სასარგებლო.

ჰუმუსის რეცეპტი სახლის პირობებში

ჰუმუსი ჯანსაღ საკვებს მიეკუთვნება და ბევრი ცნობილი ადამიანის საყვარელ წასახემსებელ კერძს წარმოადგენს. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ადამიანები, რომლებიც ჰუმუსს რეგულარულად ღებულობენ, ზოგადად სიმსივნის განვითარების რისკი 32%-ით, მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი 57%-ით, ხოლო პროსტატის კიბოს რისკი 45%-ით შემცირებული აქვთ. ჰუმუსის მომზადების ბევრი რეცეპტი არსებობს, რომელთა გამოყენებაც დიასახლისებს შეუძლიათ. ჩვენ 3 ყველაზე პოპულარული რეცეპტი შევარჩიეთ.

კლასიკური ჰუმუსის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 1,5 ჭიქა გარეცხილი და გამშრალებული დაკონსერვებული თურქული ბარდა
  • ¼ ჭიქა ტაჰინი (სეზამის მარცვლების პასტა)
  • ½ ჩ/კ კვლიავი
  • ½ ჩ/კ მარილი
  • 1 კბილი ნიორი
  • ¼ ჭიქა ახალი ლიმონის წვენი
  • 2 ს/კ წყალი
  • ¼ ჭიქა ზეითუნის ზეთი

მომზადება:

  1. თურქული ბარდა, ნიორი,კვლიავი და მარილი აურიეთ და დააბლენდერეთ. ამასთან მუდმივად ლიმონის წვენი, შემდეგ წყალი დაუმატეთ.
  2. ნარევს ტაჰინი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ. როცა ნარევი ერთგვაროვანი გახდება, ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და აურიეთ.
  3. ჰუმუსი გასაგრილებლად 30 წუთით გააჩერეთ. დამატებით შეგიძლიათ ზეითუნის ზეთით, მთელი თურქული ბარდით, სეზამის მარცვლებით და მწვანილით მორთოთ. გემრიელად მიირთვით!

გუაკამოლე-ჰუმუსი

ინგრედიენტები:

  • ნახევარი დიდი მწიფე ავოკადო
  • 450 გრ დაკონსერვებული თურქული ბარდა
  • 1/3 ჭიქა ტაჰინი
  • ¼ ჭიქა ახალი ლაიმის წვენი
  • 1 კბილი ნიორი
  • ¾ ჩ/კ მარილი
  • ¼ ჩ/კ დაფქული კვლიავი
  • 1 ჭიქა ქინძის ფოთლები ღეროებიანად
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 მუჭა გოგრის თესლი

მომზადება:

  1. ავოკადო, თურქული ბარდა, ტაჰინი, ლაიმის წვენი, ნიორი, მარილი, წიწაკა, კვლიავი და ქინძი დააბლენდერეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. პროცესის დროს ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. ჰუმუსი ძალიან ჰაეროვანი და კრემიანი უნდა გამოვიდეს.
  2. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გოგრის თესლები 10 წუთით შედგით.
  3. ჰუმუსი თასში გადმოიტანეთ და გააგრილეთ. გოგრის თესლი და მწვანილი დაამატეთ. გემრიელად მიირთვით!

ჰუმუსი გამომცხვარ ჭარხალთან ერთად

ინგრედიენტები:

  • 2 საშუალო ზომის ჭარხალი
  • 450 გრ დაკონსერვებული თურქული ბარდა
  • 3 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • ¼ ჭიქა ყველი ფეტა
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს/კ ლიმონის ცედრა
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • მწიკვი კაიენის წიწაკა
  • მწიკვი მარილი
  • მწიკვი შავი წიწაკა

მომზადება:

  1. ღუმელი 220 გრადუსამდე გაახურეთ. საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით. ჭარხალი ფორმაზე მოათავსეთ და 1 ს/კ ზეითუნის ზეთი წაუსვით. 45-60 წუთით აცხვეთ, სანამ ბოსტნეული რბილი არ გახდება.
  2. მზა ჭარხალი გააგრილეთ და რამდენიმე ნაწილად დაჭერით.
  3. თურქული ბარდა, ჭარხალი, ყველი, ნიორი, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, ლიმონის ცედრა, ლიმონის წვენი, კაიენის წიწაკა, მარილი და შავი წიწაკა კრემოვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
  4. ჰუმუსი გააგრილეთ. სუფრაზე თხელ ლავაშთან, ჩიფსებთან ერთად გაიტანეთ.

თუ რეცეპტები მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.