ჯანმრთელობა
ჰორმონალური პრობლემების ქონის 10 ნიშანი
ჩვენს ორგანიზმში ჰორმონების უდიდესი რაოდენობაა, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას არეგულირებენ, ზემოქმედებენ ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობასა და განწყობაზეც კი. როდესაც ჰორმონები ნორმაშია – ჩვენ თავს შესანიშნავად ვგრძნობთ, როგორც კი რაიმე დარღვევა იჩენს თავს მაშინვე უსიამოვნო სიმპტომები იწყებენ გამოჩენას. თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სიიდან რომელიმე სიმპტომი მაინც გაწუხებთ – აუცილებლად ეწვიეთ ენდოკრინოლოგს!
1. არარეგულარული ციკლი
ჯანმრთელი ქალის ნორმალური ციკლი 21-დან 35 დღეს წარმოადგენს. მთავარია ის რეგულარული იყოს. თუ თვიური ხშირად გიგვიანდებათ ან დროდადრო საერთოდ არ გიფიქსირდებათ ეს ჰორმონალური დარღვევაზე მიგვანიშნებს. ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.
2. წონის მკვეთრი მატება
თუკი თქვენი ცხოვრების რითმი და რაციონი არ შეცვლილა, მაგრამ თქვენი წონა მაინც მკვეთრად შეიცვალა და იმატებს, მაშინ ნამდვილად აჯობებს ენდოკრინოლოგთან ვიზიტზე ჩაეწეროთ. შეიძლება ეს ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დარღვევების ან სტრესის ჰორმონი კორტიზოლის მოჭარბებული რაოდენობის ბრალი იყოს, ეს უკანასკნელი შიმშილის გრძნობას აძლიერებს.
3. ლიბიდოს შემცირება
სექსუალური ლტოლვის გაქრობაც შეიძლება ჰორმონალური დისბალანსის ბრალი იყოს, როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში. თუ მოცემულ მომენტში ფიზიკურ და ემოციურ გადატვირტვას არ გრძნობთ და უბრალოდ სექსის მიმართ ინდიფერენტული გახდით მაშინ აჯობებს ექიმთან ვიზიტზე ჩაეწეროთ.
4. მუდმივი დაღლილობის შეგრძნება
თუ საკმარისად გძინავთ (7-8 საათი) და მაინც დაღლილი იღვიძებთ, ნუ დააიგნორებთ ამ სიმპტომს. დაიწყეთ მცირე ცვლილებები, ეცადეთ ნახევარი საათით ადრე დაწვეთ ან მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე, დილით ივარჯიშოთ, მიირთვათ მეტი ხილი და ბოსტნეული. თუ 3-4 კვირის შემდეგ ცვლილებები არ იგრძენით ექიმს მიმართეთ.
5. ცუდი განწყობა
ხშირი ხასდიათცვალებადობა, გაღიზიანებადობა, მოუსვენრობა და დეპრესია – ეს სიმპტომებია რომლებიც არ უნდა დააიგნოროთ. თუ ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე გაქვთ და ამ შეგრძნებების მიზეზი არ არსებობს, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.
6. ძილის დარღვევები
ძილის ხარისხზე ჰორმონი ესტროგენია პასუხისმგებელია. ამიტომ თუ დიდი ხანია ეს პრობლემა გაწუხებთ, აუცილებლად შეიმოწმეთ ესტროგენის დონე.
7. ჭარბი ოფლიანობა
გაძლიერებული ოფლდენა, განსაკუთრებით ძილში, შეიძლება ენდოკრინული სისტემის დარღევევბზე მიგვანიშნებდეს, რომელიც შეიძლება ჰორმონი სეროტონინის სეკრეციის დარღვევამ გამოიწვიოს.
8. თავის ტკივილები
ხშირად გაქვთ თავის ტკივილები და ეს ყველაზე ხშირად ციკლის გარკვეულ დღეებში ხდება? ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ეს ჰორმონალური დარღვევების მიზეზით იყოს გამოწვეული.
9. ტკბილის მირთმევის სურვილი
დრო და დრო ყველას აქვს ტკბილეულის ჭამის სურვილი, მაგრამ, თუ ტკბილეულისკენ ლტოლვა ძალიან ძლიერია და დიდი ხნის მანძილზე გრძელდება, ეს შეიძლება ინსულინისა და სეროტონინის სეკრეციის დარღვევებზე მიგვანიშნებდეს.
10 თმის ცვენა
ჰორმონები ორგანიზმის ყველა სისტემასა და ქსოვილზე ახდენს გავლებას. ჰორმონალური ფონი ხშირად იცვლება, მაგალითად: გარდატეხის ასაკში, ორსულობისა და ლაქტაციის დროს, მენოპაუზის დროს და ა.შ. ჰორმონალური ფონი თვიურის დაწყებამდე და მის შემდეგაც იცვლება. შესაბამისად თმა ციკლის დაწყებამდე უფრო მეტად გცვივათ ვიდრე მის შემდეგ. საერთოდ ნორმად – დღეში 100 რერი თმის დაკარგვა ითვლება. თუ თმა ძალიან ინტენსიურად გცვივათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს!