Connect with us

ჯანმრთელობა

ჰორმონალური დისბალანსის 10 ნიშანი, რომლებსაც ქალბატონები უგულებელყოფენ

ჰორმონები – ეს რეგულატორებია, რომლებიც ორგანიზმს საათივით მუშაობას უზრუნველყოფს. თუმცა, როცა ისინი არასაკმარისი ან ზედმეტია, პრობლემები ჩნდება.

ჰორმონების დისბალანსის შემთხვევაში, თქვენ სერიოზული დაავადებების გაჩენით რისკავთ. თუმცა, ამ პრობლემებს თავიდან აიცილებთ, თუ მკურნალობას დაუყოვნებლივ დაიწყებთ.

ჰორმონალური დისბალანასის სიმპტომები

1. საჭმლის მონელების პრობლემები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უჯრედებში ჰორმონალური რეცეპტორებია განთავსებული. როცა ჰორმონების დონე იცვლება, იცვლება საჭმლის მონელების პროცესიც. ეს განსაკუთრებით ეხება სეროტონინის დაბალ დონეს.

2. იცვლება მადა

სხეულმა შეიძლება საჭიროზე მეტი გრელინი გამოიმუშავოს, ამიტომ ჭამის ძლიერი სურვილი გიჩნდებათ, რამდენადაც ამ ჰორმონს შიმშილის ჰორმონსაც უწოდებენ.

3. ჭარბი წონა

თუ ვარჯიშობთ და სწორად იკვებებით, თუმცა წონაში კლება მაინც არ გამოგდით – ჰორმონალური პრობლემები გაქვთ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა უფრო სერიოზული დაავადებები გამორიცხოთ.

4. თავის ტკივილები

ეს მდგომარეობა ბევრ ქალბატონს აწუხებს, როცა ესტროგენის დონე ეცემა.

5. გულმავიწყობა

ქალებისთვის ეს უბრალოდ დაბერების ნიშანი კი არა, ჰორმონალური დისბალანსის სიმპტომია.

6. განწყობის ცვლილებები

ქალებს ხშირად აწუხებთ განწყობის ცვლილებები ჰორმონალური დისბალანსის გამო – უმეტესად, ეს ესტროგენის სიჭარბისა და პროგესტერონის უკმარისობის გამო ხდება.

7. დაბალი ლიბიდო

ესტროგენის შემცირებული დონე იწვევს მკერდის ტკივილს, სქესობრივი აქტის დროს ტკივილებს ან სიმშრალეს მენჯის არეში.

8. აკნე

თუ სახეზე მუდმივი გამონაყარი გაქვთ – ეს ტესტოსტერონის მოჭარბების პირდაპირი ნიშანია. ეს ჰორმონი ასტიმულირებს კანის ცხიმის გამომუშავებას, რაც ფორების ჩახერგვას იწვევს.

9. ძილთან დაკავშირებული პრობლემები

ძილი რუტინას უფრო ჰგავს, ვიდრე მომადუნებელ საქმიანობას? ეს ესტროგენის შემცირებას უკავშირდება.

10. დაურეგულირებელი ციკლი

დაურეგულირებელი მენსტრუაციის შემთხვევათა მეოთხედის დროს, ადგილი აქვს ჰორმონალურ დისბალანსს. რთულია, თავად გაიგოთ ზუსტი მიზეზი, ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.