Connect with us

ჯანმრთელობა

ჰიალურონის მჟავა და მისი მოქმედება ჯანმრთელობაზე

ჰიალურონის მჟავა არის ნივთიერება, რომლეიც ორგანიზმში ბუნებრივი გზით ფორმირდება. კლასიფიცირდება როგორც პოლისახარიდი (ნახშირწყლის სახეობა), ეს მჟავა კანში, სახსრებსა და თვალებში მაღალი კონცენტრაციით გამომუშავდება. სადაც ის კანის ჰიდრატაციას უწყობს ხელს. ჰიალურონის მჟავას შეუძლია სახსრების ფუნქციის გაუმჯობესება და ნაოჭების შემცირება.

მოკლედ, რა არის ჰიალურონის მჟავა?

იმ დროს როდესაც კოლაგენი და ელასტინი ძირითად ცილას წარმოადგენენ – რომლებიც ჩვენი კანის სტრუქტურის შენარჩუნებას უწყობს ხელს, ჰიალურონის მჟავა ჟელეს ლეიბს გავს რომელიც მთელს ტენს ინარჩუნებს. ეს ბუნებრივი პოლისახარიდი თავის წონაზე 1000ჯერ მეტ ჭყალს შთანთქავს. ამასთანავე ადგილობრივი გამოყენებისას ის კანში ტენსაც ინარჩუნებს.

ჰიალურონის მჟავას მაღალი მოლეკულური წონით ქსოვილების აღდგენისა და შეშუპების გაქრობის უნარიც აქვს.

დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა – მაღალმოლეკულური მასის წინააღმდეგ

კანის მოვლის სამყაროში დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა (LMW-HA) ცნობილია როგორც საუკეთესო, რადგან პატარა მოლეკულებს კანის ზედაპირში გაღწევა შეუძლიათ. ეს ფერმენტების მეშვეობით ჰიალურონის მჟავის ფრაგმენტებად გაყოფით მიიღება.

ჰიალურონის მჟავა და მისი სარგებელი ჯანმრთელობისთვის

ჰიალურონის მჟავის ერთ-ერთი გავრცელებული მოხმარება ოსტეოართრიტის მკურნალობაა. ზოგიერთი თვლის, რომ ორალური გზით მიღება, იგივე შედეგს იძლევა რასაც მისი მუხლში ინექციის ან სახის კანში შრატის სახით შეშვება.

არატრადიციული მედიცინის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ჰიალურონის მჟავა დანამატების სახით ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებს კურნავს ან აჩერებს, მაგალითად:

  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომს
  • ქრონიკულ ტკივილს
  • ერექციულ დისფუნქციას
  • ფიბრომიალგიას
  • უძილობას
  • ოსტეოპოროზს
  • ნაოჭებს
  • საშარდე გზების ინფექციებს

ზოგიერთი მათგანი მეტად არის დამტკიცებული კვლევებით, ზოგი კი ნაკლებად. აი რას ამბობენ კვლევები:

ართროზი და ჰიალურონის მჟავა

ჰიალურონის მჟავა – ეს არის სითხე რომელიც სახსრების ტერიტორიას ატენიანებს. ოსთეოართრიტის მქონე ადამიანებისთვის ჰაილურონის მჟავის ინექცია ტკივილის მოკლევადიან შემსუბუქებას იწვევს. მისი ორალური გზით მიღების უპირატესობა ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა რამდენიმე კვლევამ გარკვეული პერსპექტივები გვაჩვენა.

2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ გვაჩვენა, რომ სამთვიანი ჰიალურონის მჟავის აბების ან კაფსულების სახით მიღების კურსმა გაცილებით შეუმსუბუქა ცხოვრება ჭარბწონიან და ოსტეოართრიტიან პირებს.

40 ადამიანს შორის, რომლებიც კვლევაში მონაწილეობდნენ, ციტოკინების (ანთებითი ცილების) შემცირება შეინიშნებოდა. ასევე გაიზარდა ჰიალურონის მჟავის კონცენტრაციის მატება სახსრების სითხეში.

72 ზრდასრულს შორის რომლებიც ართრიტით იტანჯებოდნენ და მონაწილეობა მიიღეს კვლევაში – ჰიალურონატებს ორალური გზით იღებდნენ და მათ ტკივილების გაცილებით დაბალი მაჩვენებელი აღენიშნებოდათ, ვიდრე იმათ ვინც პლაცებოს იღებდა.

ნაოჭები კანზე

არსებობს მტკიცებულება, რომ პრეორალურ ჰიალურონის მჟავას “გამაახალგაზრდავებელი” ეფექტი აქვს, რომელსაც კანის ტონუსის გაუმჯბესება და ნაოჭების გაქრობა შეუძლია.
დერმატოლოგიური კვლევის თანახმად, რომელშიც 60 ადამიანი მონაწილეობდა დამტკიცდა რომ ჰაილურონის მჟავის მიღების შემდეგ, მათი ნაოჭების ზომა და სიღრმე საგრძნობლად შემცირდა, 12 კვირიანი მოხმარების შემდეგ კი კანმა უკეთესი ელასტიურობა და მბზინვარება შეიძინა.

იყენებდნე 2 სხვადასხცა კონცენტრაციას, ყოველი მათგანი დოზირებული იყო დღეში 120 მილიგრამით.

ჰიალურონის მჟავის მოხმარების შესაძლო უკუჩვენებები

13 კლინიკური კვლევის დროს, რომლებშიც 760 ქალი და მამაკაცი გამოიკვლიეს, 760 მონაწილიდან უარყოფითი ეფექტი არაცერთ მონაწილეში არ გამოვლენილა. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მას უარყოფითი ეფექტები არ გააჩნია, ცნობილია, რომ შეყვანისას ჰიალურონის მჟავა ქავილს, თავის ტკივილს, თავბრუს ხვევას, ჩხვლეტებს და ზოგჯერ შეშუპებასაც იწვევს.

თეორიულად, იგივე მისმა პრეორალური გზით მიღებამაც შეიძლება გამოიწვიოს. იშვიათად ჰიალურონის მჟავა ალერგიასაც იწვევს, რადგან მისი ზოგიერთი ფორმა მამლის ბიბილოსგან მიიღება.
ადამიანებმა რომლებსაც ქათმის ბუმბულზე, კვერცხზე ან ცილაზე ალერგია აქვთ, ეს დანამატი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ (ჰიალურონის მჟავის სხვა სახეობები ბაქტერიული ფერმენტაციის გზით სინთეზირდებიან).

Advertisement
თავის მოვლა2 hours ago

რა სარგებელი აქვს გოგრას: მისი თვისებები სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის

თავის მოვლა2 hours ago

როგორ ვებრძოლოთ დილით შეშუპებულ სახეს

ტესტები2 hours ago

აირჩიეთ ყვავილი და წაიკითხეთ დღევანდელი შეტყობინება

ტესტები2 hours ago

აირჩიეთ ქვა ჯადოსნური გამოსახულებით და ნახეთ, რა მოგიმზადათ ბედმა

საკითხავი2 hours ago

შხამიანი პროდუქტები, რომელთაც ჩვენ მივირთმევთ

ტესტები2 hours ago

აირჩიეთ იასამნის ყლორტი და ნახეთ ამ კვირის შეტყობინება

თავის მოვლა1 day ago

როგორ დავჭიმოთ და გავასწოროთ ჩამოწელილი ყელის კანი სახლის პირობებში

საკითხავი1 day ago

სრული სიმართლე პროდუქტების დამუშავების და ორგანიზმზე მათი გავლენის შესახებ

ჯანმრთელობა1 day ago

რა აკლია თქვენს ორგანიზმს?!

სხვა1 day ago

საოცარი “ანგელოზი” ცაში – კამერაზე მოხვდა

ჯანმრთელობა2 weeks ago

გაიწმინდეთ სისხლძარღვები გემრიელად. დაემშვიდობეთ მედიკამენტებს

ჯანმრთელობა1 week ago

10 შოკისმომგვრელი ფაქტი ბანანის შესახებ

ჯანმრთელობა3 weeks ago

8 საუკეთესო მცენარე შინაგანი პარაზიტების მოსაშორებლად

ჰოროსკოპი3 days ago

4 ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ზიანს ვერავინ მიაყენებს

კულინარია3 weeks ago

შინაურული ნაყინის შესანიშნავი რეცეპტი საბჭოური პლომბირის გემოთი. ფანტასტიკურად გემრიელია

კულინარია2 days ago

რატომ არ უნდა დაასხათ სოდას ძმარი და კიდევ 8 კულინარიული შეცდომა

ჯანმრთელობა5 days ago

აი როგორ უნდა გავაღიავოთ პიგმენტური ლაქები და ჭორფლი ხელებიდან

ჯანმრთელობა3 weeks ago

ოხრახუში გულისა და სისხლძარღვებისთვის

სხვა2 weeks ago

7 ხერხი უთოს გასაწმენდად

თავის მოვლა1 week ago

წარმოუდგენელი პროცედურა დედამთილის რეცეპტით: მინუს 15 წელი

ტრენდული