Connect with us

თავის მოვლა

ჯადოსნური მცენარე თმის მოსავლელად: რეცეპტები ალოეთი

ალოეს წვენი უძველესი დროიდან ჭრილობის შემახორცებელი და დამატენიანებელი თვისებებით ცნობილია. ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები ალოეს სათუთად ზრდიდნენ და მის ფოთლებს ყველა შესაძლო ხალხურ რეცეპტებში იყენებდნენ. დღეს ალოე ვერა თმის მოვლის ძალიან ბევრი კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში შედის.

ალოე ვერას წვენი ბევრ სასარგებლო კომპონენტს შეიცავს, რომელიც დაზიანებულ თმას აღდგენაში ხელს უწყობს, თმის ცვენას აფერხებს, ქერტლს აქრობს და მშრალ ბოლოებზე ზრუნავს.

უნიკალური მცენარის შემადგენლობა:

  • ალანტოინი: ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას არეგულირებს და თმას ატენიანებს.
  • ანტიოქსიდანტები: თმაში კოლაგენის წარმოებას სტიმულირებს, მას უფრო მოქნილს, გლუვს და ძლიერს ხდის.
  • C ვიტამინი: თმის ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს.
  • B ჯგუფის ვიტამინები: თავის კანს ამშვიდებს, დაზიანებულ თმას აღადგენს და სებორეას აქრობს.
  • E ვიტამინი: თმას არბილებს, კვებავს და ატენიანებს.
  • ფიტონციდები: თმის ძირებს აძლიერებს და თმის ცვენას აფერხებს.
  • ორგანული მჟავები: თავის კანის ცხიმიანობას არეგულირებს.

როგორ მივიღოთ ალოეს წვენი თმისთვის

ალოეს პრეპარატები შეგიძლიათ აფთიაქებში შეიძინოთ, მაგრამ უმეტესობა მათგანი სპირტს შეიცავს. სწორედ ამიტომ, სჯობს ალოეს ექსტრაქტი თავად მიიღოთ:

  1. ოთახის მცენარის ქვედა ფოთოლი მოჭერით.
  2. ფოთოლი მარლაში გაახვიეთ და მაცივარში 1 კვირა გააჩერეთ.
  3. დროის გასვლის შემდეგ ფოთოლი ქერქისგან გაასუფთავეთ და დააბლენდერეთ.
  4. ფაფა მარლაში მოათავსეთ და გაწურეთ.

ალოეს ნიღაბი მშრალი თმისთვის

1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი, ამდენივე ალოეს წვენი, 5 წვეთი A ვიტამინი და ცოტა კეფირი აურიეთ. ნარევი თმაზე წაისვით, დაივარცხნეთ და 40 წუთით გაიჩერეთ.

ალოეს ნიღაბი თმის გასაზრდელად

ამ ნიღბის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ 1 ს/კ ალოეს წვენი, კვერცხის გული, 100 მლ ჭინჭრის ნახარში, 1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი და ამდენივე მდოგვის ფხვნილი. ყველაფერი აურიეთ და თავის კანზე წაისვით. საშხაპე ქუდი დაიხურეთ და პირსახოცი შემოიხვიეთ. ნიღაბი 30 წუთით გაიჩერეთ.

ალოეს ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ

2 ს/კ ალოეს წვენი, ამდენივე თხევადი თაფლი, 1 ს/კ კონიაკი და კვერცხის გული აურიეთ. ნარევი თმის ძირებში შეიზილეთ, შეიფუთეთ და 45 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ ნიღაბი შამპუნით ჩამოიბანეთ.

ალოეს გელი თმისთვის: გამოხმაურება

ალოეს ზეთს მზა კოსმეტიკის შემადგენლობაში ხშირად იპოვით. თმისთვის ალოეს ექსტრაქტს კორეული კოსმეტიკის ბრენდები განსაკუთრებით ხშირად იყენებენ. მაგალითად, Holica Holica-ს ბესტსელერი – 99% მრავალფუნქციური ალოეს გელი თმისთვის და კანისთვის. როგორც დასახელებიდან ჩანს, საშუალება თითქმის სრულად ალოეს ნატურალურ ექსტრაქტს შეიცავს. გამოხმაურებების მიხედვით, ეს გელი მშრალ და გაყოფილ ბოლოებს შესანიშნავად აღადგენს, ასევე თმას მთელ სიგრძეზე ატენიანებს. ამ საშუალებას რამდენიმე ნატურალური ზეთი დაუმატეთ (მაგალითად, ქოქოსის, აბუსალათინის, ნუშის ზეთი), თმაზე წაისვით და 30 წუთით გაიჩერეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.