ჯანმრთელობა
ხშირი მუცლის შებერილობა – უსიამოვნო პრობლემა, რომელიც ბევრს აწუხებს
მუცლის შებერილობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას აწუხებს. ნაწლავების ტკივილი, დისკომფორტი, შიგნიდან შეშუპება, გაზები – ეს ყველაფერი დიდ უსიამოვნებას იწვევს. თუ ზოგს ასეთი პრობლემები ზოგჯერ აწუხებს, ზოგი დღე და ღამე ასეთ დისკომფორტს განიცდის.
რა იწვევს მუდმივად ცუდ გაწყობას? პრობლემების წყარო შეიძლება იყოს როგორც სხვადასხვა დაავადება, ასევე არასწორი კვება.
1. ქრონიკული პანკრეატიტი
ამ შემთხვევაში ორგანიზმს საჭმლის მოსანელებლად გარკვეული ფერმენტები აკლია. შედეგად, ნებისმიერი საკვების მიღების შემდეგ მუცლის შებერილობა ჩნდება.
2. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
ნაწლავების შებერილობა მისი მოძრავი ფუნქციების დარღვევით არის გამოწვეული. ამ შემთხვევაში მუცლის არეში დისკომფორტს ძლიერი ტკივილი ახლავს.
3. დისბაქტერიოზი
ნაწლავების შებერილობას მიკროფლორის ბალანსის დარღვევა იწვევს. მავნე ორგანიზმები გაზების (ამიაკი, გოგირდწყალბადი, მეთანი ) წარმოებას იწყებენ.
4. ლაქტოზის აუტანლობა
ზოგჯერ ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში არ არის ფერმენტები, რომლებიც ლაქტოზის ათვისებას ხელს უწყობენ.
5. ნაწლავების გაუვალობა
პათოლოგიური სინდრომი აღენიშნებათ ადამიანებს, რომელთაც ნაწლავებში ახალწარმონაქმნი და პოლიპები აქვთ. ეს საჭმლის გატარებას ხელს უშლის.
6. არასწორი კვება
მუცლის შებერილობის ერთ–ერთი მიზეზია არასწორი კვება. ბევრი გაზიანი სასმელის, ტკბილეულის, პურის ნაწარმის, კარტოფილის და პარკოსნების მოხმარება ნაწლავებში გაზების წარმოებას ზრდის.
ზემოთაღნიშნულთან ერთად დიეტოლოგები გირჩევენ დააკვირდეთ, ხომ არ არის თქვენს რაციონში პროდუქტები, რომელთა ერთად მოხმარება არ შეიძლება. პირველ რიგში, ეს ხილს ეხება: ხილი ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ უნდა მიიღოთ.
როგორ მოვიშოროთ მუცლის შებერილობა
თუ მუცლის შებერილობა რაიმე დაავადებას არ უკავშირდება, მტკივნეულ სიმპტომებს რამდენიმე აქტივირებული ნახშირის დალევით მოიშორებთ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც დუღილს იწვევენ. განწყობის გაუმჯობესებას რამდენიმე ფიზიკური ვარჯიშით შეძლებთ.
მუცლის შებერილობის მეორე დღეს ნაწლავები დაასვენეთ: დღის განმავლობაში მხოლოდ მოხარშული ბრინჯი შეჭამეთ და ბალახების ჩაი დალიეთ. დროის გასვლის შემდეგ ყოველდღიურ მენიუს გადახედეთ: ხორციდან უპირატესობა მიანიჭეთ ქათამს, ინდაურს და ხბოს.
გარნირის სახით სჯობს ბრინჯი გამოიყენოთ. რძე ჩაანაცვლეთ ხაჭოთი, იოგურტით ან კეფირით. ასევე ყოველდღე ბალახების ნაყენი და ჩაი დალიეთ (კრაზანა, პიტნა და გვირილა).
თუ ნაწლავების შებერილობა რაიმე დაავადებით არის გამოწვეული, ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!