Connect with us

საკითხავი

ხრიკები, რომლებიც ყველამ არ იცის: როგორ გავასუფთავოთ ბალიშები

დროთა განმავლობაში, ბალიში კარგავს ფერს, მასზე ჩნდება ლაქები და უსიამოვნო სუნი – ეს იმას ნიშნავს, რომ ბალიშის გარეცხვის დრო მოვიდა. თუმცა, ბალიში ყველა წესის დაცვით უნდა გარეცხოთ, რათა ბუმბული ერთად არ შეიკრას, ასევე, ჩაყვითლებულ ქსოვილს პირველადი სითეთრე დაუბრუნდეს და სრულად მოშორდეს უსიამოვნო სუნი. არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომლებიც ბალიშებს საწყის იერს დაუბრუნებს.

პირველ რიგში, ბალიშები ბალიშისპირის გარეშე უნდა გაირეცხოს. გარდა ამისა, ფორმა რომ არ დაკარგოს, ხოლო სარეცხის მანქანამ რეცხვისას ბალანსი რომ შეინარჩუნოს, მოათავსეთ ბარაბანში ორი ბალიში ერთად.

ბალიშის ქსოვილიდან სიყვითლის ამოყვანაში შემდეგი საშუალება დაგეხმარებათ: 1 ჭიქა სარეცხი ფხვნილი, 1 ჭიქა მათეთრებელი და 0.5 ჭიქა ბურა შეურიეთ და ჩაასხით მანქანაში რეცხვის დროს.

გარეცხეთ მაქსიმალურად ცხელ წყალში, ასევე, სასურველია ბალიშების ორჯერ გავლება, მათზე ქიმია რომ არ დარჩეს. პატარა ეშმაკობა, რათა ბალიშის შიგთავსი არ შეიკრას: რეცხვის დროს მოათავსეთ ბარაბანში ტენისის ბურთები, შეკრული წინდებში. ეს ძალიან მარტივი და ეფექტურია – თავად სცადეთ!