Connect with us

კულინარია

ხორცის პეროგი კარტოფილის ცომზე: უჩვეულოდ წვნიანი და არომატულია

ხორცის ღია პეროგი კარტოფილი ცომზე – ძალიან წვნიანი, გემრიელი და არომატული კერძი, რომელიც ჩემს ოჯახში დიდი პოპულარობით სარგებლობს. უკვე არაერთი წელია რაც ამ უგემრიელეს კერძს რეგულარულად ვამზადებ და ყოველ ჯერზე ის კიდევ უფრო გემრიელი და აროამტული გამოდის. ყველას გირჩევთ, ჩაინიშნოთ ეს რეცეპტი და თავად ცადოთ ხორცის ამ პეროგის მომზადება. პირობას გაძლევთ, მიღებული შედეგით ძალიან კმაყოფილი იქნებით.

ხორცის ღრია პეროგი ღუმელში

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 200 გრამი კარტოფილი
  • 200 გრამი ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 50 გრამი კარაქი
  • მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის:

  • 500 გრამი ღორის ან საქონლის ფარში
  • 2 ბულგარული წიწაკა
  • 1 პომიდორი
  • 2 პატარა თავი ხახვი
  • 100 მლ რძე
  • 2 კვერცხი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • მცირეოდენი გახეხილი ყველი

მომზადება:

1. კარტოფილი გაასუფთავეთ კანისგან და კარგად მოხარშეთ დამარილებულ წყალში. ჩანგლის გამოყენებით კარგად დასრისეთ ის (მოამზადეთ პიურე).

2. დაამატეთ კარტოფილის პიურეში კვერცხი, კარაქი, ფქვილი და შეუდექით ცომის მოზელვას. თუ ის ხელებზე ზედმეტად გეწეპებათ, დაამატეთ კიდევ მციეოდენი ფქვილი. მიღებული ცომი დააყოვნეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ ჩააფინეთ საცხობ ფორმაში, რომლის კედლებიც მცირეოდენი მცენარეული ზეთით გექნებათ დამუშავებული.

3. დაბალ ცეცხლზე მცირეოდენ ზეთში შეწვით ხორცი ან ფარში. წვის პროცესში ჩაამატეთ ტაფაშივე ხახვი, პომიდორი და კუბიკებად ადჭრილი ბულგარული წიწაკა. დატოვეთ ტაფა ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთით, პერიოდულად აუცილებლად ურიეთ. მიღებული შიგთავსი გაანაწილეთ ცომზე.

4. 100 მილილიტრ რძეში კარგად ათქვიფეთ 2 კვერცხი. მიღებული ერთგვაროვანი ნარევი მოასხით ზემოდან შიგთავსს.

Advertisement

5. გამოსაცხობად გამზადებული კერძი მოათავსეთ 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთით. სრულ მომზადებამდე 10 წუთით ადრე გამოიღეთ კერძი ღუმელიდან და მოახეხეთ სასურველი რაოდენობით ყველი.

როგორც ხედავთ, ხორცის ამ უგემრიელესი პეროგის მომზადება მარტივად, მინიმალური ძალისხმევით არის შესაძლებელი. მისი გემო და არომატი ყველა სტუმარზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელებში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!