Connect with us

ჯანმრთელობა

ხველის განკურნება ნატურალური საშუალებებით. არ მისცეთ გაციებას გეგმების ჩაშლის უფლება

10 ეფექტური საშუალება ხველების საწინააღმდეგოდ. გაციებას თქვენი გეგმების შეცვლის უფლება არ მისცეთ

წლის ცივ სეზონზე გაციება თავს გვესხმის. როცა ხველა გვიპყრობს, მნიშვნელოვანია, არ იზარმაცოთ და დროულად იმოქმედოდ. ასე დაავადების სწრაფად მოშორების შანსი გექნებათ.

დღეს მოგიყვებით, თუ როგორ მოიშოროთ ხველა სწრაფად და მარტივად მხოლოდ ნატურალური საშუალებებით, რომელთათვის, განსხვავებით სააფთიაქო პრეაპრატებისგან, გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები არ არის დამახასიათებელი.

როგორ მოვირჩინოთ ხველა 

თავად ხველა არა დაავადება, არამედ ფილტვების ან ბრონქების უცხო ნივთიერებებზე რეაქციაა. თუ თქვენი ხველა სწორედ გაციებით, გრიპით ან ბრონქებთან დაკავშირებული პრობლემებითაა გამოწვეული, ეს ნატურალური საშუალებები აუცილებლად დაგეხმარებათ.

1.შავი ბოლოკი ბრონქების დროს

შავი ბოლოკის წვენი ნამდვილად ძალიან სასარგებლო და ეფექტური საშუალებაა ხველის დროს. უბრალოდ ბოლოკის გული ამოჭერით და მიღებულ ღრმულში თაფლი ჩაასხით. რამდენიმე საათის შემდეგ ბოლოკი წვენს გამოიღებს. მიიღეთ ეს წვენი დღეში 3-ჯერ 2 სუფრის კოვზის ოდენობით. 14 წლამდე ბავშვებში მხოლოდ 1 ს/კ წვენის მიღებაა რეკომენდებული.

2.მსხალი ხუთვის დროს

მსხლის დაქუცმაცებულ ჩირს ნახევარი ლიტრი წყალი დაასხით. მიღებული ნარევი ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 20 წუთით ხარშეთ. შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით, შეფუთეთ და 3-4 საათი დააყენეთ. მიღებული ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-4 ჯერ 100 მილილიტრის ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

3.ინჰალაცია მშრალი ხველის დროს

ჭურჭელში 1 ს/კ გულყვითელას ყვავილებს, ევკალიპტის ფოთლებს და ძირტკბილას ფესვებს მდუღარე წყალი დაასხით და 10 წუთით დააყენეთ. დაიწყეთ ინჰალაციის გაკეთება, ორთქლის შესუნთქვა. ეს მეთოდი მხოლოდ მოზრდილებისთვისაა განკუთვნილი. სხეულის მაღალი ტემპერატურის დროს ინჰალაციის გაკეთება უკუჩვენებითია.

4.ბანანი გაციების დროს

3 დაქუცმაცებულ მწიფე ბანანს 300 მლ მდუღარე წყალი დაასხით. ნარევი ცეცხლზე დადგით და 10 წუთით ადუღეთ. გადაწურეთ. ოდნავ გაგრილებულ ნარევს თაფლი დაუმატეთ და დალიეთ სანამ ჯერ კიდევ თბილია.

5.ფინიკი მშრალი ხველის დროს

10 ცალ ფინიკს 3 ჭიქა წყალი დაასხით, ცეცხლზე დადგით და დაახლოებით ნახევარი საათით ადუღეთ. ხარშვის შემდეგ გადაწურეთ. მიირთვით სანამ ცხელია.

6.ქიშმიში ძლიერი ხველის დროს

25 გრ ქიშმიშს ანადუღარი, ოთახის ტემპერატურის წყალი დაასხით და 45 წუთით გააჩერეთ. გაწურეთ ნარევი.  ძილის წინ, ნახევარი საათით ადრე, ქიშმიში შეჭამეთ და ცხელი რძე დააყოლეთ.

7.ვიტამინების ბომბი ბავშვების ხველის დროს

თანაბარი რაოდენობით ხახვი, ვაშლი და სტაფილო გახეხეთ, 2-3 ს/კ თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მიღებული ნარევი ბავშვს დღეში მაქსიმუმ 5-ჯერ 1 ჩაის კოვზის ოდენობით მიაღებინეთ.

8.ხველის შესამსუბუქებლად და ლორწოს გამოსადევნად

2 ს/კ სპირტი და თაფლი აურიეთ, შემდეგ 1 ქათმის კვერცხის გული დაუმატეთ. 1 ჩ/კ ნარევი ყოველი ჭამის წინ მიიღეთ.

9.კომპრესი ქრონიკული ხველის დროს

ერთ ჭურჭელში 1 ს/კ ფქვილი, თაფლი, არაყი, მშრალი მიხაკი და მზესუმზირას ზეთი აურიეთ. მიღებული ნარევი წყლის ორთქლზე გააცხელეთ, ამასთან მუდმივად ურიეთ. მასა მარლის ქსოვილს წაუსვით, მკერდზე დაიდეთ, პოლიეთილენის პარკი დააფარეთ და დოლბანდით დაიფიქსირეთ. დაიტოვეთ კომპრესი სამოქმედოდ რამდენიმე წუთით.

10.კომპრესი გაციების დროს

1 ს/კ ძმარი, ქაფურის სპირტი და ზეითუნის ზეთი აურიეთ. ეს ნარევი ბამბის ქსოვილის ნაჭერს წაუსვით და მკერდზე მჭიდროდ დაიფინეთ. დაიტოვეთ სამოქმედოდ რამდენიმე წუთით. გაიმეორეთ პროცედურა რეგულარულად პრობლემების გადაჭრამდე.

ახლა უკვე იცით, ხალხური საშუალების გამოყენებით ხველას როგორ უმკურნალოთ. მთავარია, გახსოვდეთ, რომ ხველა ორგანიზმის შინაგანი პრობლემის რეაქციას წარმოადგენს და მკურნალობის დაწყებამდე მისი ხასიათის დადგენაა აუცილებელი. გისურვებთ ჯანმრთელობას!