Connect with us

ჯანმრთელობა

ჭარბი წონის 6 უჩვეულო მიზეზი

წონის დასაკლებად მხოლოდ ნაკკების ჭამა და მეტი მოძრაობა საკმარისი არ არის. ჭარბი წონის მიზეზი შეიძლება სრულიად უჩვეულო რამ იყოს. ამ სტატიაში 6 მიზეზზე ვისაუბრებთ.

სტრესი

რაც უფრო მეტი კორტიზოლია ორგანიზმში მით უფრო ფართო წელი აქვს ადამიანს და მით უფრო მაღალია მისი წონაც. კორტიზოლი ჩვენს ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედებს. სტრესის გავლენით ჩვენ უფრო ხშირად ვირჩევთ მავნე საჭმელს, რომელიც მდიდარია კალორიებით, ცხიმით და შაქრით, ამგავარად ორგანიზმი ცდილობს ენერგეტიკული მარაგი შექმნას.

ძილის უკმარისობა

რაც უფო ნაკლები გვეძინა ღამე, მით უფრო მეტ შოკოლადს, ფუნთუშებს და ტკბილეულს მოგვთხოვს ორგანიზმი. ძილის უკმარისობა მელატონინის ნორმალურ გამომუშავებას უშლის ხელს, ეს ჰორმონი არა მხოლოდ ცირკადულ რითმებზე, არამედ მეტაბოლიზმზეც გახლავთ პასუხისმგებელი.

უყურადღებობა საკუთარი შეგრძნებების მიმართ

ერთ-ერთი მავნე ჩვევა, სწორედ საკუთარი შეგრძნებების მიმართ უყურადღებობის გამოჩენაა. ჩვენ ხშირად ვერ ვიგებთ თუ რა გვინდ ადა ვჭამთ როცა გვწყურია, მოვიწყინეთ ან დამშვიდება გვჭირდება. ექიმები გვირჩევენ როდესაც ჭამას გადავწყვეტთ, ჯერ 1 ჭიქა წყალი დავლიოთ, შემდეგ სუნთქვითი ვარჯიში გავაკეთოთ და ამის შემდეგ მივხვდებით თუ რა გვსურს სინამდვილეში.

სექსის უკმარისობა

ფიზიკური კონტაქტის დროს – ჩახუტება, მასაჟი, სექსი , ასევე აღგზნებისა და ორგაზმის დროს, ჰორმონი ოქსიოცინის გამოთავისუფლება ხდება, რომელიც შფოთვიანობას ამცირებს. თუ თქვენს სექსუალურ ფრონტზე ახლა სიჩუმეა, თავი ამსაჟით გაინებივრეთ.

მეგობრები და კოლეგები

თუ ადამიანები რომლებსაც მუდმივად ეკონტაქტებით, არაჯანსაღ ცხოვრების წესს მისდევენ, დიდია იმის ალბათობა, რომ მათ ჩვევებს თქვენც გადმოიღებთ. თქვენ დიეტაც რომ მოისურვოთ, შეიძება კოლექტივმა ამაში ხელი შეგიშალოთ.

ქორწინება

თანაცხოვრების პირველივე წლებში, დაქორწინებული წყვილები მინიმუმ 1-3 კილოს იმატებენ. რაც უფრო კმაყოფილია ადამიანი მისი ქორწინებით- მით უფრო მაღალია წონაც. თუმცა თუ ერთი მეუღლე იწყებს თავისი წონის კონტროლს, ამაში მას მისი მეორე ნახევარიც უბამს მხარს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.