Connect with us

ჯანმრთელობა

წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ნიკაპზე თმა ამის გამო მეზრდებოდა

საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი ენდოკრინული დარღვევაა, რომლის დროსაც ქალებს მამაკაცის ჰორმონის გაზრდილი დონე აღენიშნებათ.

საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომის შემთხვევების უმეტესი ნაწილი სპონტანურად ვითარდება. თუმცა, ამ პათოლოგიის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მემკვიდრეობითი ფაქტორი ითვლება. ამ დაავადებას სიმპტომების ფართო სპექტრი აქვს, რაც დიაგნოზის დასმას ართულებს.

მეცნიერებმა უკვე დაადგინეს, რომ დარღვევა შეიძლება სისხლში ინსულინის დონის მატებას უკავშირდებოდეს. საკვერცხეების პოლიკისტოზი 18-44 წლის ასაკის ქალების დაახლოებით 20%-ს აწუხებს. სინდრომი სახიფათოა იმით, რომ შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტი, გულის პრობლემები, მაღალი წნევა და ზოგიერთი სახის სიმსივნე.

რა სიმპტომები ახასიათებს საკვერცხეების პოლიკისტოზს?

სიმპტომი № 1: ჩასახვის პრობლემები

ანდროგენების კონცენტრაციის ზრდა ესტროგენის (ქალის სასქესო ჰორმონები) მწარმოებელი უჯრედების შევიწროებას ან ანდროგენის მწარმოებელი ჰორმონების გამრავლებას იწვევს. ასეთი მანკიერი წრის ფონზე ფოლიკულების სრული გადაჭარბება ვითარდება, რაც ოვულაციის არ არსებობას და მენსტრუაციული ციკლის დარღვევას იწვევს.

სიმპტომი № 2: არარეგულარული ციკლი

საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს მენსტრუაცია საერთოდ წყდება ან არარეგულარულია. ზოგიერთ ქალში შეიძლება, პირიქით, უხვი და ხანგრძლივი მენსტრუაცია აღინიშნოს, რაც ძლიერ ტკივილებს იწვევს. თვიურის ასეთი სხვაობა დიაგნოზის დასმას ართულებს.

სიმპტომი № 3: ჭარბთმიანობა

თუ ქალს ჭარბთმიანობა დიდად არ აწუხებდა და შეამჩნია, რომ სახეზე, ზურგზე, ხელის და ფეხის თითებზე თმის რაოდენობა გაიზარდა, ეს შეიძლება საკვერცხეების პოლიკისტოზის აშკარა სიმპტომი იყოს. ეს ანდროგენების ჭარბი დონის გამო ხდება.

სიმპტომი № 4: აკნე, ცხიმიანი კანი, ქერტლი

აკნე საკვერცხეების პოლიკისტოზის კანზე გამოვლენაა. ის ცხიმოვანი ჯირკვლების ან თმის ფოლიკულების ანთებით ვლინდება. მსგავსი პროცესი ცხიმოვანი ჯირკვლების სადინარების დახშობას და ანთებას იწვევს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცის სასქესო ჰორმონის მატება კანის ფორების სტრუქტურის ცვლილებას ხელს უწყობს და თმის ფოლიკულებში ანთებითი კერების გაჩენას იწვევს. იგივე ქერტლსაც ეხება.

სიმპტომი № 5: წონის მატება

საკვერცხეების პოლიკისტოზი ნივთიერებათა ცვლაზე გავლენას ახდენს და გასუქებას იწვევს. ძირითადად, ჭარბი ცხიმი მუცელში (გასუქების „ცენტრალური“ ტიპი) გროვდება. საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს ინსულინის დონე იზრდება, რაც ხშირად მეორე ტიპის დიაბეტთან კომბინაციას ქმნის. საკვერცხეების პოლიკისტოზი სისხლძარღვების დაავადების ნაადრევ განვითარებას ხელს უწყობს, როგორიცაა ჰიპერტონული დაავადება და ათეროსკლეროზი.

სიმპტომი № 6: დეპრესია

ქალებში საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს დეპრესიის განვითარება 28-64%-ს შეადგენს, რაც ბევრად მეტია, ვიდრე მთლიანად პოპულაციაში (7,1-8%). ასეთ პაციენტებში შფოთვის სიხშირე 34-57%-ია (პოპულაციაში 18%).

როგორ შევიმსუბუქოთ ცხოვრება, თუ საკვერცხეების პოლიკისტოზი გვაქვს?

რჩევა № 1: კვებას გადახედეთ

დაბალანსებული კვება დაიცავით, რომელიც ბევრ ხილს, ბოსტნეულს, მთელ მარცვლეულს და უცხიმო რძის პროდუქტებს შეიცავს. უარი თქვით პროდუქტებზე, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს ზრდიან. გარდა ამისა, საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს რძის პროდუქტების მიღება რეკომენდებული არაა, რადგან ტესტოტერონის დონეს ზრდის.

რჩევა № 2: მაგნიუმი მიიღეთ

დიაბეტიკებში მაგნიუმის დონე ჩვეულებრივ დაბალია, რადგან ინსულინის დონესა და საკვერცხეების პოლიკისტოზს შორის კავშირი დადგენილია, ამ მიკროელემენტის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია.

რჩევა № 3: ფიზიკური ვარჯიში

თუ საკვერცხეების პოლიკისტოზი გაქვთ ინტენსიური ფიზიკური ვარჯიში საუკეთესოა. რამდენად ინტენსიური? პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში ოფლი უნდა გამოგივიდეთ. იდეალური ვარჯიში 15-30 წუთი გრძელდება.

თქვენი მიზანია გამძლეობა და კუნთოვანი მასა გაზარდოთ და ნივთიერებათა ცვლა გააუმჯობესოთ. საწყისი წერტილის სახით სჯობს მწვრთნელს ან ექიმს დაელაპარაკოთ და ერთად განიხილოთ, თუ რომელი ვარჯიშები გამოგადგებათ.

რჩევა № 4: კოსმეტოლოგს მიმართეთ

სხეულზე არასასურველი თმა, ცხიმიანი კანი, ქერტლი – ყველაფერი ეს თავდაჯერებულობას ვერ შეგმატებთ, პირიქით, დეპრესიაში ჩავარდებით. კოსმეტოლოგთან კონსულტანცია გაიარეთ, თუ გარეგნული მხარე როგორ გაიუმჯობესოთ. საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილება შფოთვას, ნერვიულობას, სტრესს და დეპრესიას იწვევს.

რჩევა № 5: აუცილებლობის შემთხვევაში ფსიქოთერაპევტს მიმართეთ

ცუდი განწყობა, სტრესი, დეპრესია საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს მდგომარეობას მხოლოდ გაამწვავებს. თუ თავს ცუდად გრძნობთ, ენერგია და ყოველდღიური საქმის გაკეთების სურვილი არ გაქვთ, დახმარების თხოვნა არ მოგერიდოთ.

რჩევა № 6: ექიმთან მისვლა არ გადადოთ

თუ იცით, რომ საკვერცხეების პოლიკისტოზი გაქვთ და მეგობრის, ნაცნობის, ინტერნეტში ვიღაც ქალის რჩევებს ითვალისწინებთ, ეს ძირეულად არასწორია. ყველა ქალი ინდივიდუალურია, თითოეული კონკრეტული შემთხვევა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. მხოლოდ ექიმი შეძლება მკურნალობის დანიშვნას, რომელიც ციკლს დაგირეგულირებთ, ზოგად განწყობას გაგიუმჯობესებთ და ა.შ.

Advertisement
საკითხავი17 hours ago

ჩრჩილი ეკოლოგიური საშუალებებით მოიშორეთ

თავის მოვლა17 hours ago

ვაშლის ძმრის ბალზამი თმისთვის. შეუდარებელი ეფექტი!!!

ჯანმრთელობა18 hours ago

კარავაევის სამკურნალო ტუტე ნაკრები, რომელიც 24 ბალახისგან შედგება

სხვა18 hours ago

როგორ მოვახდინოთ ბალიშისა და მატრასის სწორი დეზინფექცია

ჰოროსკოპი21 hours ago

8 აპრილის სუპერ მთვარე ყველა ზოდიაქოზე მოახდენს გავლენას, განსაკუთრებით კი ამ ხუთეულზე

ჯანმრთელობა21 hours ago

იოდის რგოლი: მარტივი მეთოდი წნევის დასარეგულირებლად

თავის მოვლა1 day ago

ეს ტესტი 1 წამში გიჩვენებთ ჯანსაღი თმა გაქვთ თუ არა

ყვავილები1 day ago

ეს 9 წესი დაიცავით და თქვენი ორქიდეა მთელი წელი იყვავილებს

ჯანმრთელობა2 days ago

ღვიძლის გაწმენდა ლიმონის წვენით

ტესტები2 days ago

მთვარე, რომელსაც აირჩევთ, თქვენს ფარულ ფიქრებსა და სურვილებს გაამხელს

ჯანმრთელობა4 weeks ago

აიღეთ ბრინჯი კოვზით – დაწვით და თუ ამას დაინახავთ – მისი ჭამა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება

ჯანმრთელობა3 weeks ago

ეს ჰორმონი გახდომის საშუალებას არ გაძლევთ. აი, როგორ უნდა მოაგვაროთ პრობლემა

ჯანმრთელობა3 weeks ago

თაფლიანი წყალი: რას კურნავს და როგორ მივიღოთ

ჯანმრთელობა3 weeks ago

დაივიწყეთ ხველა, სისველე, გრიპი: ფილტვები ამ საშუალებით გაიწმინდეთ

ჯანმრთელობა4 weeks ago

ქუსლებზე იოდი წაისვით და ჯანმრთელად იყავით

ჯანმრთელობა4 weeks ago

1 მიზეზი, რატომ უნდა გააჩინოთ ბავშვი 35 წლის შემდეგ

ჯანმრთელობა3 weeks ago

კარტოფილის სამკურნალო თვისებები: ყველაზე შოკისმომგვრელი და სასარგებლო ინფორმაცია

სხვა6 days ago

ლიმონის გამოყენების გზები რომელთა შესახებ არაფერი იცოდით

ჯანმრთელობა7 days ago

კლიმაქსის პირველი სიმპტომები ქალებში

ჯანმრთელობა1 week ago

გიცდიათ ფრჩხილებზე კბილის პასტის წასმა?! აი რატომ უნდა გააკეთოთ ეს…

ტრენდული