Connect with us

ჯანმრთელობა

ძლიერი სამკურნალო ბალახი ტვინის სისხლის მიმოქცევის, გულის, სისხლძარღვების, თირკმელზედა ჯირკვლების, სახსრების, კანის და თმისთვის

გრძნობთ, რომ თქვენი გონება და სხეული დაიღალა? იცით თუ არა, რომ ძლიერი და არომატული ბალახი არსებობს, რომელსაც შეუძლია საჭირო ენერგიით აგავსოთ.

ის თბილ კლიმატში კარგად იზრდება და სანელებლის სახით ფართოდ გამოიყენება.

ადამიანები ასწლეულების მანძილზე როზმარინის სამკურნალო ძალას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ.

აი, ამ გასაოცარი მცენარის მხოლოდ რამდენიმე უპირატესობა:

1. როზმარინი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას აუმჯობესებს

მას ანტი-სკლეროზული თვისება აქვს და ქოლესტერინის დონეს ამცირებს. კვლევებმა აჩვენა, რომ მცენარე სასარგებლოა სერიოზული დაავადებების შემდეგ, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში ტვინში სისხლის მიმოქცევის დროს.

ტვინში სისხლის მიმოქცევის და გულის მუშაობის გასაუმჯობესებლად გირჩევთ როზმარინი ასე მიირთვათ: 1 ჩ/კ ფოთლებს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით თერმოსში დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ. 1-2 ს/კ დღეში 3-ჯერ ჭამამდე დალიეთ.

2. როზმარინი კანის უჯრედებს აახალგაზრდავებს

ის კანს ატენიანებს, ნაოჭებს ამცირებს, სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს, კანის მოქნილობას აღადგენს, შეშუპებას ამცირებს, სახის ფერს აუმჯობესებს და პიგმენტურ ლაქებს აქრობს.

რეკომენდებულია როზმარინის ჩაის დალევა, მისი ეთერზეთის კრემებსა და ნიღბებში დამატება, ასევე სახის როზმარინის ნაყენით გაწმენდა.

3. სახსრების ტკივილს ამცირებს, ანთებას აქრობს და შეხორცებას ხელს უწყობს

განსაკუთრებით სასარგებლოა ანთებითი პროცესების დროს, ამიტომ სახსრების, სასუნთქი გზების, ჭრილობების და წყლულების სამკურნალოდ სასარგებლოა.

4. ტვინის ჯანმრთელობას აუმჯობესებს

ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ როზმარინი თავში სისხლის ნაკადს ზრდის. ბალახი შეიცავს ნაერთებს, რომლებიც მნიშვნელოვანი ნეიროტრანსმიტორის დეგენერაციას ხელს უშლიან, ეს კი კარგი მეხსიერებას უზრუნველყოფს.

5. თირკმელზედა ჯირკვლების დაღლილობას და სტრესს მოგიხსნით

როზმარინი სტრესის ჰორმონს ამშვიდებს და განწყობას ამაღლებს. როზმარინი არა მხოლოდ ენერგიას აღადგენს, არამედ მთელ სხეულსა და გონებას ადუნებს.

6. თმის ზრდას სტიმულირებს

ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ როზმარინი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

7. გასუქებისგან დაგიცავთ

როზმარინი ცხიმების დაშლის დაჩქარების და მადის დაქვეითების წყალობით წონაში დაკლებას ხელს უწყობს. უფრო ეფექტურია აბზინდის, სალბის და კვრინჩხის ყვავილებთან ერთად. ბალახები თანაბარი პროპორციით აურიეთ და 1 ჩ/კ ბალახის ნარევს 300 მლ მდუღარე წყალი დაასხით. 25 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. 150 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.

როზმარინის სამკურნალო ძალა რამდენიმე მეთოდით გამოიყენეთ:

როზმარინის ეთერზეთი გამოიყენეთ: არომატი შეისუნთქეთ, არომანათურას, შამპუნს, კრემს და კანის და თმის მოვლის კრემს დაუმატეთ.

ჩაი დალიეთ: რეკომენდებულია დღეში 1-2 ჭიქა როზმარინის ჩაი.

განსაკუთრებით კარგია თუ ასეთ ჩაის ძილის წინ, საღამოს დალევთ. როზმარინის ჩაი ასევე სასარგებლოა დიაბეტის, თირკმლების, ნაღვლის ბუშის, მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.

როზმარინი ოთახის პირობებში შესანიშნავად იზრდება. ამისთვის, სჯობს ზრდასრული მცენარე გამოიყენოთ, ჯერ წყლით სავსე ქილაში ფესვების გასაზრდელად ჩადეთ, შემდეგ დარგეთ და სუფთა ჰაერით და მზის სხივებით უზრუნველყეთ.

როზმარინის რეცეპტების გამოყენება არ შეიძლება 12 წლამდე ბავშვებში, ეპილეფსიური შეტევის და ორსულობის დროს. როზმარინი ცოტა ხნით წნევას წევს, ამიტომ ჰიპერტონიის მე-2-3 ეტაპზე მისი მიღება რეკომენდებული არაა.