Connect with us

ჯანმრთელობა

ძილში გული რომ არ გაგიჩერდეთ! დავამარცხოთ ჰიპერტონია ერთხელ და სამუდამოდ

სელის ლათინური სახელწოდებაა Linum usitatissimum, ანუ „სასარგებლო სელი“. ვინ იფიქრებდა, რომ ამ პატარა თესლებს ასეთი უჩვეულო ძალა ექნებოდა.

უნიკალური შემადგენლობის წყალობით, სელის თესლი სხვადასხვა დაავადებას კურნავს:  შეკრულობით დაწყებული და გულის სერიოზული პრობლემებით დამთავრებული.

დიეტაზე მყოფი ადამიანისთვის სელის თესლი სასარგებლოა, რადგან ის ადვილად ათვისებად ჯანსაღ ცხიმებს და უჯრედისს შეიცავს, რომელთა წყალობით ადამიანი სწრაფად ნაყრდება. სელის თესლთან ერთად მირთმეული პროდუქტების საკვები ღირებულება იზრდება. მასში ნახშირწყლები ძალიან ცოტაა!

რით არის სასარგებლო სელის თესლი

სელის თესლის სარგებელი 3 ძირითად კომპონენტშია: უჯრედისი, ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ლიგნანები. მასში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები, E ვიტამინი, იოდი, კალციუმი, თუთია, რკინა, კაროტინი, მაგნიუმი, გოგირდი, ფოსფორი, კალიუმი, სილიციუმი, სპილენძ, ნიკელი, მანგანუმი, მოლიბდენი, კობალტი და ქრომი სამკურნალო ეფექტს აძლიერებენ.

1. უჯრედისი

ხსნადი და უხსნადი უჯრედისის ბოჭკოები სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს აკონტროლებს და ნაწლავებში მის შეწოვას ბლოკავს.

2. ცხიმოვანი მჟავები

სელის თესლი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის უმდიდრესი წყაროა. ეს ნაერთები უჯრედული მემბრანისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია. ისინი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებენ და ინსულტის და ინფარქტის გამომწვევი თრომბის გაჩენას აფერხებენ.

სწორედ უჯრედისის და უჯერი ცხიმოვანი მჟავების კომბინაცია სელის თესლს ქოლესტერინის დონის შესამცირებელ ეფექტურ საშუალებად აქცევს.

3. ლიგნანები

მძლავრი ანტიოქსიდანტები პოლიფენოლები ეფექტურობით E ვიტამინს აღემატება. ამ ნაერთების ყველაზე მდიდარი წყარო სელის თესლია. ფიტოესტროგენთან ერთად (მცენარეული ნივთიერება, რომელიც ქალის ჰორმონს ესტროგენს ჰგავს) ძუძუს კიბოს აქტიურად ებრძვის.

საუკეთესო სამკურნალო და პროფილაქტიკური ეფექტის მისაღებად სელის თესლი ყავის საფქვავში უშუალოდ გამოყენების წინ დაფქვით. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1 ჩ/კ სელის თესლის ფქვილი ბევრ სითხესთან ერთად მიიღეთ. მკურნალობის კურსი სასურველ შედეგზე არის დამოკიდებული და შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

როგორც ყველა ძლიერ მოქმედ საშუალებას, სელის თესლს უკუჩვენება აქვს: დიარეა, საყლაპავის ან ნაწლავების ობსტრუქცია, ნაღვლის ბუშტში ქვები, შარდკენჭოვანი დაავადება, საკვერცხეების დაავადება, ორსულობა, დიაბეტი. ნებისმიერ შემთხვევაში სელის თესლი გამოყენებამდე ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ.

პირველ ეფექტს სელის თესლის გამოყენებიდან 2 კვირაში დაინახავთ: კანის პრობლემები გაქრება, თმა მბზინვარე და გაცოცხლებული გახდება, საჭმლის მონელების პროცესი დალაგდება, ალერგიული რეაქცია შემცირდება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.