Connect with us

ჯანმრთელობა

ძვლებს პირდაპირ საწოლში ვახურებ. ხერხემალი თითქოს გამომიცვალეს, უკვე 2 თვეა, ტკივილი აღარ მაწუხებს

ხანდახან, საწოლიდან ადგომა შეუძლებლად გვეჩვენება.. ყოველთვის იმიტომ კი არა, რომ ვერ გამოვიძინეთ, არამედ იმიტომაც, რომ საშინლად გვტკივა წელი ან ზურგი. როცა წელის ტკივილი გვაწუხებს, აუცილებელია სავარჯიშოების შესრულება მის მოსაშორებლად. ნუ აიძულებთ საკუთარ თავს საწოლიდან ადგომას და იატაკზე ვარჯიშს – შეასრულეთ სავარჯიშოები პირდაპირ საწოლში.

საუკეთესო სავარჯიშოები დილისთვის

ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ და გიჩვენებთ, თუ როგორ უნდა შეასრულოთ დილის სავარჯიშოები განწყობისა და ზურგის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

სავარჯიშოები უნდა შეასრულოთ მაქსიმალურად ნელა და მოდუნებულად, არავითარი ძალდატანება!

მწოლარე შამანის პოზა

  1. დაწექით ზურგზე, გაასწორეთ ფეხები, მოკუმეთ ტერფები. ცერები ოდნავ გვერდებზე გადაწიეთ.
  2. დაიწყეთ ფეხის ცერების ზემოთ, ხოლო ქუსლებით – ქვემოთ მიზიდვა.
  3. ხელები წამოწიეთ ზემოთ და გაიწელეთ მაქსიმალურად.
  4. დაუშვით ხელები, მოდუნდით და გაიმეორეთ სავარჯიშო 5-8ჯერ.

თავისუფლების ქანდაკების პოზა

  1. გაშალეთ ფეხები მხრების სიგანეზე.
  2. მარჯვენა ხელი აწიეთ ზემოთ, საწოლის პარალელურად, მარცხენა – ტორსის.
  3. მარჯვენა ხელი და მარცხენა ფეხის ცერი მიიზიდეთ ზემოთ, ჩასუნთქვისას. მარცხენა ფეხის ქუსლი ქვემოთ უნდა მიმართოთ.
  4. ამოსუნთქვისას მოდუნდით და დაწექით სწორად. გაიმეორეთ გაწელვები ხუთჯერ, ორივე მხარეს.

ფლამინგოს პოზა

  1. დაწექით ზურგზე, გაასწორეთ ფეხები, ხელები ტორსის გასწვრივ დაალაგეთ.
  2. მოხარეთ მარჯვენა ფეხი მუხლში და ჩაეჭიდეთ ხელებით.
  3. ნელა მიიზიდეთ მუხლი მუცლისკენ.
  4. ფრთხილად დაუშვით ფეხი და გაიმეორეთ იგივე მოძრაობა მარცხენა ფეხზე. გაიმეორეთ 3-5ჯერ ორივე მხარეს.

ლოტოსის პოზა

  1. მოხარეთ ფეხები მუხლებში და წამოწიეთ.
  2. შეატყუპეთ ტერფები და დაიჭირეთ ისინი ხელებით.
  3. მუხლები გვერდებზე გადაწიეთ.
  4. მიიზიდეთ ტერფები მუცლისკენ, იწექით ამ პოზაში 10 წამით, შემდეგ მოდუნდით.
  5. გაიმეორეთ სავარჯიშო ხუთჯერ.

ემბრიონის პოზა

  1. მოხარეთ ფეხები მუხლებში, მიიზიდეთ მუცლისკენ.
  2. დაიწყეთ მსუბუქად რწევა რამდენიმე წამის განმავლობაში. სავარჯიშო უკეთეს შედეგს მოგცემთ, თუ მას მყარ ზედაპირზე შეასრულებთ.

სავარჯიშოების საუკეთესო კომპლექსი დილის გახურებისთვის დასრულებულია, ახლა ადგომაც შეგიძლიათ. ათწუთიანი ასეთი ვარჯიშის შემდეგ, ძილიანობაც და წელისა და ზურგის ტკივილებიც მოგეხსნებათ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.