Connect with us

საკითხავი

ძველი ბროლის ახალი სიცოცხლე: ინტერიერის დეკორის ელეგანტური ნივთები

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ბროლის ჭურჭელის ნაკრები პრაქტიკულად ყველა ოჯახის ბუფეტში თავს იწონებდა. ის ბინის ნამდვილ აქსესუარს და ქონებას წარმოადგენდა, რომლებიც დღესასწაულებზე დახვეწილი კერძებით და სასმელებით ივსებოდა. ახლა ბროლის ჭურჭელი უბრალოდ ხარახურა და მტვრის ბუდეა. მისი გადაგდებაც გვენანება და სუფრაზე გატანაც არ გვსურს…

ბროლის ჭურჭელისგან შეგიძლიათ სახლის ან ბაღისთვის ძალიან ლამაზი ნივთები თავად გააკეთოთ. დღეს გიამბობთ, როგორ შთაბეროთ ბროლის ჭურჭელს ახალი სიცოცხლე.

ბროლის ჭურჭელი საბჭოთა კავშირიდან

მრავალრიცხოვანი სასალათეების და საკანფეტეების გადაგდება არ იჩქაროთ, რადგან მათგან ლამაზი აქსესუარების გაკეთება შეიძლება. დეკორის მსგავსი ნივთები ვიტრაჟს ჰგავს და ძალიან საინტერესოდ გამოიყურება.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ბროლის ჭურჭელი
  • მინის კენჭები (შეგიძლიათ მინის ან ბროლის ნამსხვრევებით ჩაანაცვლოთ)
  • სილიკონის წებო
  • ფანჯრის ჩარჩო
  • კაუჭები, ჯაჭვები

მოქმედება:

პირველ რიგში, თანაბარი კუთხეების მქონე შესაფერი ჭურჭელი შეარჩიეთ. გამოდგება როგორც ბრტყელი თეფშები, ასევე უფრო მოცულობით: ჭიქები და სასალათეები. ჭურჭლის მდგომარეობა განსაზღვრეთ, რომ ლამაზი ნახატი მიიღოთ. შემდეგ სილიკონის წებოთი დაამაგრეთ, ის საკმაოდ მდგრადია და კვალს არ ტოვებს.

ხვრელები მინის კენჭებით ან ჭურჭლის ნატეხებით შეავსეთ. შეგიძლიათ სხვადასხვა ჯაჭვით და სხვა ნივთებით გააფორმოთ. ახლა საყვარელი ბროლის კოლექცია ბუფეტში ადგილის დაკავების გარეშე თვალს გაახარებს.

მსგავსი ნივთები აგარაკის ნაკვეთზე კლუმბებს დაამშვენებს და სინათლეზე ლამაზად ითამაშებს.

ასევე ფანჯარაზე ძალიან კარგად გამოიყურება. ინტერიერი იმწამსვე უჩვეულო ხდება.

თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.