Connect with us

სხვა

ცისტიტი: ნატურალური საშუალებები პრობლემის მოსაშორებლად

ცისტიტი შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომლის დროსაც მისი ფუნქციები ირღვევა. დაავადება ჩვეულებრივი მტკივნეული შარდვით იწყება. ასევე შეიძლება გაწუხებდეთ მუცლის ქვემოთ მწვავე ტკივილი, ქავილის შეგრძნება, ზოგჯერ ტემპერატურის მატება. ადამიანი მოსაშარდად ტუალეტში ხშირად გარბის, მაგრამ შარდი ცოტ-ცოტა, თითქმის წვეთობით გამოდის. ხშირად ცისტიტი გაციების დროს ჩნდება. ხალხური მედიცინა ცისტიტის სამკურნალოდ სხვადასხვა საშუალებას იყენებს.

ხალხური საშუალებები ცისტიტის სამკურნალოდ

ხორბლის წყალი: 0,5 ჭიქა მარცვალი სწრაფად გარეცხეთ და 2 ჭიქა თბილ წყალი დაასხით, ენერგიულად აურიეთ. როცა სითხე მოთეთრო ფერის გახდება, შეგიძლიათ სამკურნალოდ დალიოთ: 0,5 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ ჭამის მიუხედავად.

შტოში და წითელი მოცვი: მათი ფოთლებით ჩაი მოადუღეთ და დღის განმავლობაში სურვილის მიხედვით დალიეთ.

ღვიის კენკრა: 2 ჩ/კ დაქუცმაცებულ ღვიის ნაყოფს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, წყლის ორთქლზე 10 წუთით გააცხელეთ, გააგრილეთ და გადაწურეთ. 1 ჩ/კ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ დალიეთ.

ჭინჭარი: 1 ს/კ ხმელ ფოთლებს ან ფესვებს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და 1 ს/კ ნაყენი ყოველ 2 საათში დალიეთ (150 მლ დღეში).

შვრია: ნებისმიერი ჭურჭლის ნახევარი შვრიის მარცვლებით აავსეთ და ბოლომდე წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 30 წუთით საშუალო ცეცხლზე ხარშეთ, ამის შემდეგ გულყვითელას ყვავილები დაუმატეთ. თბილად შეფუთეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით გადაწურეთ და დღეში 1 ლიტრი თბილი სითხე 2 კვირის განმავლობაში დალიეთ.

კამის თესლი: კამის თესლი ყავის საფქვავში დაფქვით. 1 ჩ/კ კამის ფქვილს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით და 1-1,5 საათით დააყენეთ. ნაყენი ნარჩენებთან ერთად დღეში ერთხელ, დილით, უზმოზე, 1 კვირის განმავლობაში დალიეთ.

მწვავე ქრონიკული ცისტიტის და შარდის ბუშტის სისუსტის დროს სამკურნალოდ არაყზე დამზადებული ვერხვის კვირტების ნაყენი (1:10, 1 კვირა დააყენეთ) გამოიყენეთ. 25-30 წვეთი დღეში 3-ჯერ დალიეთ.