Connect with us

ჰოროსკოპი

ჩინელი ექსპერტის 2022 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი ყველა ნიშნისთვის

2022 წლის ასტროლოგიურ პროგნოზს უკვე ვსწავლობ, რომ ახალ წელს დასახული მიზნები მარტივად და სწრაფად განვახორციელო! ჩინელი ექსპერტის, კევინ ფუნგის რჩევები განსაკუთრებით მიყვარს. გასული წლის პროგნოზი 100% ახდა!

2022 შავი წყლის ვეფხვის მმართველობის წელია. 2022 წლის მეპატრონე მერყევი და ცვალებადი, მაგრამ გულუხვი და სამართლიანია. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ კევინ ფუნგის 2022 წლის აღმოსავლურ ჰოროსკოპს. თუ თითოეულ ნაბიჯს დაგეგმავთ, წარმატების მიღწევას შეძლებთ.

2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვირთხა

2022 წელი ვირთხის წელში დაბადებულთათვის შეიძლება წარმატებული არ იყოს. ვეფხვი თქვენი ცხოვრების წესით აღფრთოვანებული არაა, ამიტომ მცირე შესაძლებლობაზე ბორბალში ჩხირებს ჩაგირჭობთ.

არ უყურო მათ, ვინც მუდმივად რისკავს და რაღაცას მსხვერპლად იღებს – ასეთი რამ თქვენთან არ გამოვა. გახსოვდეთ, რომ რისკი გამართლებული უნდა იყოს, ცეცხლს ნუ ეთამაშებით. ყურადღება დაუთმეთ მნიშვნელოვან საქმეებს, რომელთაც ყოველდღე კი არა, წლობით გვერდზე დებთ. ტყუილად არ ინერვიულოთ, საბოლოოდ ყველაფერი საუკეთესოდ დალაგდება.

ხარი

ხარს მშვიდი, ცოტა ზარმაცული წელი ელის. მიზნებისკენ გაქცევა არ იჩქაროთ. თქვენი მოქმედება კარგად დაგეგმეთ. წარმატებას დაგეგმვა უყვარს.

სასიამოვნო ამბავი მარტოხელებისთვის: მათ, ვინც სიყვარულს ეძებს, ვეფხვის წელში შეხვდება. გაბრაზება და ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება შეწყვიტეთ, თუ არ გსურთ, რომ მალე ინანოთ.

ვეფხვი

ბუნებრივია, ვეფხვისთვის ვეფხვის წელი კოლოსალური წარმატების მომტანი იქნება! წლის მფარველი, წყლის ვეფხვი თქვენს ფინანსურ ზრდას, კარიერულ კიბეზე წინსვლას ხელს შეუწყობს, ასევე სასიყვარულო საკითხებშიც დაგეხმარებათ.

ნებისმიერი წამოწყება წარმატებით დასრულდება, ამიტომ დიდ საქმეს ხელი თამამად მოკიდეთ და გააკეთეთ ის, რაც ნამდვილად მოგწონთ. წლის ბოლოს სანუკვარი სურვილები აგიხდებათ!

კურდღელი

„კარდინალური ცვლილებებისთვის მზად იყავით, ყველაფერი დალაგდება, მაგრამ ცოტა ხანში!“ – გაფრთხილებთ ფუნგი. მნიშვნელოვანია, რომ ახლობლებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ და მოსაზღვრე მდგომარეობაში არ ჩავარდეთ. ფულთან სიფრთხილე გამოიჩინეთ, კრედიტი არ აიღოთ.

2022 წელი კურდღელს გამძლეობაზე გამოცდას ჩაუტარებს. დიდად ნერვიულობა არ ღირს, რადგან მიიღებთ ძალას და ამტანობას, რომელიც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ცვლილებებში დადებითი მხარის დანახვა სცადეთ!

დრაკონი

2022 წელი დრაკონისთვის მიღწევების წელია. ენერგიის მწვერვალზე იქნებით. ბევრი გამარჯვება, ბევრი სოციალური კონტაქტი, გაზრდილი აქტივობა და მოგზაურობა გელით.

დრაკონს საქმესა და სამსახურში წარმატება და აყვავება ელის. ასეთი მიღწევებისთვის ძალის მარაგი და მკაფიო გეგმაა საჭირო, რომ ენერგია ტყუილად არ დახარჯოთ!

გველი

2022 წელს გველის ნიშანში დაბადებული ადამიანი ვეფხვს კუდით დაიჭერს. ბევრი საბედისწერო ცვლილება გელით, რომელიც პრაქტიკულად ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ და სანუკვარ სურვილებზე უარი არ თქვათ. პოზიტიურ ხალხთან მეტი ურთიერთობა კარგია, ხოლო ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობაზე უარი თქვით. ორსულობაზე ამბები მოსალოდნელია.

ცხენი

2022 წელს ცხენის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი სანუკვარი სურვილების ახდენას და თვითრეალიზაციაზე მუშაობას დაიწყებს. საკუთარ თავზე მუშაობის სურვილი გამძაფრდება. წლის პირველი ნახევარი შესანიშნავი დროა, რომ სამსახური ან საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ.

ვეფხვის წელში შეუპოვრად და მტკიცედ უნდა იმოქმედოთ. ყველა შიში და ეჭვი მოიშორეთ: წინ თამამად იარეთ, ყველაფერი გამოგივათ!

თხა

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი წლის პირველ ნახევარში ურთიერთობის სფეროში ცვლილებებს იგრძნობს. მთელი ძალისხმევა ოჯახის გაძლიერებას და სახლში კარგი ატმოსფეროს შექმნას დაუთმეთ.

კევინ ფუნგი გირჩევთ, რომ პროფესიული თვისებების გაუმჯობესებას და ახალი უნარების სწავლას დრო დაუთმოთ, რომელიც სამსახურში გამოგადგებათ. ფინანსურ საკითხებში ცვლილებები არ შეიმჩნევა!

მაიმუნი

2022 წელი მაიმუნს ბევრ სიხარულს და სასიამოვნო მომენტებს აჩუქებს. შთაგონებასთან ერთად იდეები მოვა, რომლებიც მომავალში გამდიდრებაში დაგეხმარებათ!

სხვების დახმარების სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ, თუმცა სასურველია საქმეს მხოლოდ მაშინ მიხედოთ, როცა ამას გთხოვენ. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ!

მამალი

ვეფხვის წელი მამლისთვის მკაცრი, მაგრამ სამართლიანი იქნება. სირთულეები მხოლოდ გაგაძლიერებთ. მართალია, 2022 წელს ცოტა ნერვიულობა მოგიწევთ.

განწყობასა და მატერიალურ მდგომარეობას ყურადღება მიაქციეთ, რადგან წარუმატებლობა მოულოდნელი მხრიდან შეიძლება მოგეპაროთ. გთხოვთ, მკვეთრი გადაწყვეტილებისა და უხეშობისგან თავი შეიკავეთ, ეს ზიანს მოგაყენებთ.

ძაღლი

2022 წელს ვეფხვი დაიცავს მათ, ვინც შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას და ისეთი თვისებების გამოვლენას, როგორიცაა სითამამე, ამბიცია და სრული თავდაჯერებულობა, რომ წარმატებას მიაღწიოთ! ძაღლის წელში დაბადებული უფრო პუნქტუალური და მოქმედებაში თანმიმდევრული უნდა იყოს.

ჯანმრთელობამ რომ არ გიმტყუნოთ, კვების რეჟიმი დაიცავით, კარგად გამოიძინეთ. სპორტით ან საყვარელი ჰობით დაკავდით, რომელიც სიამოვნებას და კარგ განწყობას მოგიტანთ.

ღორი

ვეფხვის წელში სიხარულის და თავისუფლების შეგრძნებას შეძლებთ. ფინანსებთან საქმე უფრო მარტივად იქნება, ვიდრე 2021 წელს, მაგრამ მაინც ბევრი ძალისხმევის გაღება მოგიწევთ. გახსოვდეთ, რომ სამყაროში ყველაფერი ციკლურია. წარმატების ახალ რაუნდს ელოდეთ, მანამდე მოემზადეთ – საკუთარი თავი და გარემო ზედმეტისგან გაწმინდეთ.

ვეფხვის წელში კარგია განათლებას მიხედოთ, თვითგანვითარებისთვის ნებისმიერი შანსი გამოიყენეთ.

რედაქციის რჩევა

2022 წლის ასტროლოგების პროგნოზი ბევრი ნიშნისთვის ამბობს: „ვეფხვის წელი ურთიერთობის (როგორც სასიყვარულო, ოჯახური, ასევე პარტნიორული) დასამყარებლად წარმატებული იქნება. წელს ბედნიერება სწორი არჩევანის გაკეთებაზე იქნება დამოკიდებული, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას თქვენს გულს მოუსმინეთ!“

პირადად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს 2022 წლის ყველაზე ზუსტი პროგნოზია, მაგრამ ძალიან მსურს, რომ თითოეულს ყველაფერი კარგი აუხდეს!