Connect with us

ჰოროსკოპი

2022 წლის იღბლიანები: ვინ მიიღებს წყლის ვეფხვის მფარველობას

თითქოსდა ახლახანს 2021 წელს ვხვდებოდით, მაგრამ უკვე ახალი წელი გვიახლოვდება! როგორ უმოწყალოდ სწრაფად გადის დრო. დროა, მოვლენები შევაჯამოთ და ახალი გეგმები დავისახოთ, საკუთარ თავთან ახალი პირობები დავდოთ და ამ წელში დავტოვოთ ის, რასაც სიხარულს არ განიჭებთ და სარგებელი არ მოაქვს. მომავალი ვეფხვის წელი გვპირდება, რომ ძალიან საინტერესო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჩინური სტილით ახალი წელი არა 1 იანვარს, არამედ 1 თვის შემდეგ, 1 თებერვალს იწყება. წინასწარ სჯობს იცოდეთ, ვის გაუმართლებს ვეფხვის წელში. მთელი 3 „ცხოველი“ დარწმუნებით შეძლებს თქვას, რომ 2022 მისი იღბლიანი წელია. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელ ნიშნებზეა საუბარი.

ვისთვის იქნება ვეფხვის წელი იღბლიანი

ვეფხვი

ბუნებრივია, მომავალ წელს ყველაზე მეტად ვეფხვის წელში დაბადებულებს გაუმართლებთ. 1962, 1974, 1986, 1998 და 2010 წლებში დაბადებულ ადამიანებს ფაქტიურად ყველაფერში გაუმართლებთ. თუ დიდი ხანია სამუშაოს შეცვლაზე, გეგმის განხორციელებაზე, ბიზნესის დაწყებაზე ან დაწინაურებაზე ფიქრობთ, 2022 წელს კარგ ამბებს ელოდეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ დადებული ქვის ქვეშ წყალი არ გადის!

დრაკონი

1964, 1976, 1988, 2000 და 2012 წლებში დაბადებულ იღბლიანებს ბედი ზურგს არ შეაქცევს. დრაკონი 2022 წელს შანსს მიიღებს, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. მოვლენებში თამამად გადაეშვით, გარისკვის არ შეგეშინდეთ და ვარსკვლავები სითამამისთვის დაგაჯილდოებენ.

მაიმუნი

მომავალ 2022 წელს ადამიანებს, რომლებიც 1968, 1980, 1992, 2004 და 2016 წლებში დაიბადნენ, მოვლენები საოცარ თავგადასავლებად მოეჩვენებათ. მაიმუნი მოვლენების ნამდვილ ეპიცენტრში მოხვდება, რომელიც სარგებელს და მოგებას მოუტანს. ახალ პროექტებსა და მიზნებზე კონცენტრირდით.

თუ ვეფხვის, დრაკონის ან მაიმუნის ნიშნის ქვეშ დაიბადეთ, მომავალი წლის დაგეგმვა თამამად დაიწყეთ. არ მოგერიდოთ, წარმატებას თამამები უყვარს! თქვენ რომელი ნიშნის ქვეშ დაიბადეთ ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით? წელს გიმართლებთ?