Connect with us

ჯანმრთელობა

ჩემი დაქალი შვილს ბალიშის ქვეშ ნიორს უდებს. ახლა მეც ასე ვაკეთებ!

ნიორი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია პლანეტაზე. ის ერთ-ერთ ყველაზე ჯადოსნურ ბუნებრივ სამკურნალო საშუალებად დამსახურებულად ითვლება. რეკომენდებულია მისი ნედლი სახით ან მასზე დაფუძნებული მედიკამენტების მიღება.

ეს ძლიერი ინგრედიენტი შეგიძლიათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენოთ. მაგალითად ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: ღვიძლის პრობლემები, სიმელოტის პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით, არტერიების და სისხლის გასაწმენდად, სურდოს და გრიპის სიმპტომების შესამსუბუქებლად და ა.შ.

იცით თუ არა, რომ ეგვიპტელები პირამიდების აშენების დროს ნედლ ნიორს ძლიერი ანტიბიოტიკის სახიით ღეჭავდნენ? ყველაზე ძლიერი ნაერთი, რომელსაც ნიორი შეიცავს ალიცინია.

თქვენ ძალების გაზრდას შეძლებთ, თუ ნიორს მიირთმევთ. ნიორი უნდა დაჭყლიტოთ, 15 წუთით გააჩეროთ და შემდეგ შეჭამოთ. შეგიძლიათ ძლიერი სუნის გასაქრობად მცენარეული ზეთი და ოხრახუში დაუმატოთ.

რატომ უნდა დადოთ ნიორი ბალიშის ქვეშ?

ალბათ გსმენიათ, რომ ზოგიერთი ადამიანი ძილის წინ ნიორს ბალიშის ქვეშ დებს, რომ ძილი გააუმჯობესოს, ასე არაა? ზოგიერთი ადამიანი წარმატების მოსაზიდად ნიორს ჯიბეში იდებს. მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი ამ ბოსტნეულით ქვაბებს და ქოთნებს წმენდს, რომ ნეგატივი მოიშორონ.

უბრალოდ ნივრის კბილი ბალიშის ქვეშ დაიდეთ. ეს „ბებიის“ საშუალება უძველესი დროიდან გამოიყენება, რომ ღრმა და სრულყოფილი ძილი უზრუნველყონ. ტექნიკა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ძილის პრობლემები აწუხებს.

ნივრის დამახასიათებელ სუნთან ერთად გოგირდის ნაერთები გამოიყოფა. ამ ნაერთებს დამამშვიდებელი მოქმედება აქვთ და ძილის ხარისხს აუმჯობესებენ.

ძველად თვლიდნენ, რომ ასე ცუდი ხალხისა და ბოროტი სულებისგან დაცვას შეძლებდნენ. დღეს „უსაფრთხოების“ შეგრძნება და თავდაჯერებულობის გრძნობა თუთიის კონცენტრაციით აიხსნება.

თავიდან საძინებელში ნივრის არომატთან შეგუება გაგიჭირდებათ, მაგრამ დროთა განმავლობაში მის შემჩნევას შეწყვეტთ და დარწმუნდებით, რომ უძილობის საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

თუ ეს საკმარისი არგუმენტი არაა, გაიხსენეთ: თუ ნიორს ბალიშის ქვეშ დადებთ, ასე ფიზიკურ შრომისუნარიანობას გაზრდით. მეორე დღეს მხნედ და ენერგიულად გაიღვიძებთ და დაკისრებულ მოვალეობებს თავს მარტივად გაართმევთ.