Connect with us

ჯანმრთელობა

ჩაუმატეთ იოდს 2 აბი ანალგინი და სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები სამუდამოდ დაგავიწყდებათ

სამწუხაროდ, დღეს მოსახლეობის უმეტესობა უჩივის სახსრების ტკივილებს, რის საფუძველზეც ზიანდება საყრდენ – მამოძრავებელი აპარატი. ჩვენი რედაქციის დახმარებით თქვენ შეძლებთ ამ პრობლემის აღმოფხვრას გთავაზობთ მეტად ეფექტურ და უჩვეულო ხალხურ სამკურნალო რეცეპტებს:

  1. რევმატიული პოლიართრიტის დროს მტკივნეული ადგილები დაისუსხეთ ჭინჭრით, მეორე დღეს კი, ეს ადგილები ნავთით გაიწმინდეთ.
  2. თუ სახსარი გაგისივდათ და ტკივილები გაწუხებთ, შვებას მოგცემთ კომპრესის გაკეთება. კომბოსტოს ფოთოლი ამოავლეთ თბილ წყალში, წაუსვით თაფლი და დაიდეთ მტკივან ადგილას, გარედან შეიხვიეთ თბილად. 10 – 15 სეანსის შემდეგ შეშუპება გაქრება, ტკივილები აღარ შეგაწუხებთ და საკმაო შვებას იგრძნობთ. უმჯობესია კომპრესი დაიდოთ მთელი ღამით. კომპრესის მოხსნის შემდეგ სახსარი თბილად შეიხვიეთ.
  3. რევმატიზმითა და პოდაგრით ( ნიკრისის ქარები ) დაავადებულ ავადმყოფებს ურჩევენ მიიღონ ანწლიდან გამოხდილი არაყი. კარგია აგრეთვე დღეში 100 გრ ნიგოზის მიღება.
  4. შავი ბოლოკი გახეხეთ სახეხზე. გადაიტანეთ მასა ტილოს ნაჭერზე და დაიდეთ მტკივან ადგილზე, გადაიხვიეთ თბილად. 10 სეანსის შემდეგ ტკივილები სახსრის არეში გაგივლით, მოძრაობა შეზღუდული აღარ გექნებათ.
  5. რევმატიზმის დროს მოამზადეთ შემდეგი საცხი: 1 ჩაის ჭიქა თაფლს გაურიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა არაყი, 1,5 ჩაის ჭიქა ბოლოკის წვენი და 1 სუფრის კოვზი მარილი. ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში კარგად და მიღებული მასით დაიზილეთ მტკივნეული ადგილები.
  6. თუ სახსრების ტკივილი გაწუხებთ, ერთ შუშა იოდში ჩაყარეთ 2 აბი ანალგინი. დილით ნაყენი გამჭვირვალე გახდება. გამზადებული წამალი შეიზილეთ მტკივნეულ სახსრის არეში.
  7. რევმატიზმს, მარილების დაგროვებას, რადიკულიტს, სახსრების ანთებას უხდება ადამის ფესვის სპირტიანი ნაყენი. 100 გრ ადამის ფესვი გარეცხეთ და გახეხეთ სახეხზე. დაასხით 200 – 250 გრ სპირტი ან არაყი. მეორე დღეს უკვე შეგიძლიათ იხმაროთ. ჭურჭელი კარგად შეანჯღრიეთ და ხსნარი შეიზილეთ. დასაწყისში აგეწვებათ, მაგრამ იცოდეთ რომ ძალიან მოგიხდებათ. ნაყენი შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. ვარგისია დიდხანს.
  8. თევზის ქონი ძალიან სასარგებლოა სახსრებისთვისაც. 3 თვის მანძილზე მისი მიღება შველის ართროზს და ართრიტს – ტკივილები სუსტდება და შეიძლება გაქრეს კიდევაც. მიიღეთ ნატურალური ან კაფსულის სახით ( 1 კაფსულა დღეში ორჯერ ).
  9. ოსტეოქონდროზის დროს გახეხილი ნახევარი ნაჭერი სარეცხი საპონი თანაბრად დაყარეთ კომბოსტოს ფოთოლზე. დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, შეიხვიეთ თბილად და დატოვეთ მთელი ღამე. დილით მოიშორეთ და შეიხვიეთ თბილად.
  10. 0,5 ლ არაყში ჩაყარეთ დაქუცმაცებული 3 – 4 ცალი ცხარე წითელი წიწაკა, გააჩერეთ 14 დღე. გაწურეთ, შეურიეთ 300 მლ მზესუმზირის ზეთი და კარგად შეანჯღრიეთ. შეიზილეთ მტკივნეულ ადგილას დღეში 2 – ჯერ.
  11. 100 მლ სპირტს შეურიეთ 50 მლ ქაფური და 50 გრ მდოგვის ფხვნილი. ცალკე ათქვიფეთ ორი კვერცხის ცილა და შეურიეთ გამზადებულ ხსნარს. მიღებული ნარევი შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში დილა – საღამოს.
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement