თავის მოვლა
შინაურული საშუალებები თმისთვის
ნებისმიერ კოსმეტიკურ მაღაზიაში შეხვდებით თმის მოვლის საშუალებების უზარმაზარ ვიტრინებს, სადანაც ლამაზი შეფუთვის და თამამი დაპირებებით სავსე ეტიკეტების მქონე უამრავი ბოთლი მიგიზიდავთ. ამ სტატიაში თმის მოვლის შინაურულ/ხალხურ მეთოდებზე ვისაუბრებთ. ქვემოთ წარმოდგენილი სახლში მომზადებული თმის ლოსიონების 4 რეცეპტი ხალხში ისეა ცნობილი როგორც ბოშური რეცეპტები.
თმის შინაურული ლოსიონები
1.თაფლის ლოსიონი
ქათმის კვერცხი 1 სუფრის კოვზ თაფლსა და 2 სუფრის კოვზ მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთს შეურიეთ. ნარევი თმაზე დატანეთ, პირსახოცი შემოიხვიეთ და ფენით გაიშრეთ. 15 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ.
2. კონიაკის ლოსიონი
ათქვიფეთ 1 ცალი კვერცხის გული და 2 სუფრის კოვზი კონიაკი. საშუალება თავის კანში შეიზილეთ. 15 წუთის შემდეგ გვირილის ნახარშით ჩამოიბანეთ.
3. ბოშური ლოსიონი
დაჭერით გაფცქვნილი ხახვი და 0,5 ჭიქა რომი ან კონიაკი დაასხით. 24 საათის შემდეგ გაწურეთ და სახის კანში ყოვედღიურად შეიზილეთ. სუნი უსიამოვნოა თუმცა ეს საშუალება ძლიერ თმის ცვენასაც კი წარმატებით შველის.
4. კვერცხის ლოსიონი
კარგად აურიეთ 2 კვერცხის გული და 1 ჭიქა წყალი. ნარევი თამზე დაიდეთ და ერთი საათით დაიტოვეთ. საშუალება შამუნის გამოყენების გარეშე უნდა ჩამოიბანოთ.
მოვილი თმა თქვენს იმიჯს უფრო დახვეწილად აქცევს, არ აქვს მნიშვნელობა მოკლე თმა გაქვთ თუ გრძელი. სცადეთ ამ სტატიაში წარმოდგენილი ლოსიონების გამოყენება და აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებსაც!