Connect with us

თავის მოვლა

შეცდომები ჩრდილების შერჩევისას რომლებსაც ქალბატონები ხშირად უშვებენ

მაკიაჟის კეთების ხელოვენბა ყველასთვის ადვილად ასათვისებელი არ გახლავთ. ყველაზე გამოცდილი ქალბატონებიც კი ჩრდილების გამოყენებას თავს არიდებენ რადგან მისი სწორად შერჩევა რთულად შესასრულებელ ამოცანად მიაჩნიათ. დღევანდელ სტატიაში გასწავლით თუ როგორ და რის მიხედვით უნდა შეარჩიოთ ჩრდილები რომლებიც თქვენს თვალებსა და სილამაზეს უკეთ გაუსვამენ ხაზს.

ჩრდილები თვალების ფერსა და მის სიღრმეს უსვამენ ხაზს. მისი სწორად შერჩევის ცოდნა კოსმეტიკური ხელოვნების მწვერვალად ითვლება. ეს მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა გარწმუნებთ, რომ არც ისეთი რთულია როგორც წარმოგიდგენიათ.

ჩრდილების შერჩევისას დაშვებული შეცდომები

ეს ფერადი ყუთები ისე მიმზიდველად გამოიყურება მაღაზიის თაროებზე, რომ სურვილი გიჩნდება ყველა ერთად შეიძინო და სახლში წაიღო, მაგრამ სამწუხაროდ თქვენი თვალის ფერს სულ რამდენიმე ფერის ჩრდილი შეეფერება… მისი შეძენისას თვალისა და კანის ფერი უნდა გაითვალისწინოთ და არა ტანსაცმლის ან თმის. ეს ფაქტორი მუდამ გახსოვდეთ და არასდროს დაივიწყოთ!

ჩრდილების შეძენისას მეორე ორინტირს ჩრდილების ხარისხი წარმოადგენს. ისინი ზედმეტად ფხვიერი და დაბალპიგმენტური არ უნდა იყოს, თორემ წასმიდან ცოტა ხნის გასვლის შემდეგ სახეზე მათ კვალსაც კი ვეღარ იპოვით.

თვალის ფერისა და ჩრდილების თავსებადობა

1. შავი და მუქი-ყავისფერი თვალები

ასეთი თვალის ფერის მქონეებს ყავსფერის ტონები შეეფერებათ, ასევე შეუძლიათ ნაცრისფერის, ვერცხლისფერის და მუქი მწვანე ფერების გამოყენება. მოერიდეთ სტაფილოსფერსა და ვარდისფერ ტონებს.

2. ღია ყავისფერი თვალები

იგივე წესებია რაც შავისა და მუქი ყავისფერის შემთხვევაში. ასევე შეიძლება ლილისფერის, მარგალიტისფერის და ოქროსფერის გამოყენებაც.

3. ღია მწვანე თვალები

იისფერი, მწვანე და ყვითელი ტონები მომგებიანად გამოიყურება, ვარდისფერი და ცისფერი კი ნამდვილად არ მოგიხდებათ.

4. ცისფერი

ყავისფერი, ნაცრისფერი და იისფერი ტონები თქვენს განკარგულებაშია.

5. ნაცრისფერი

შეგიძლიათ ფორთოხლისფერი, ნაცრისფერი და ვარდისფერი ტონები გამოიყენოთ.

ჩრდილების დატანის განსაკუთრებულობები

არ დაგავიწყდეთ, რომ პალეტების გამოყენებამდე, თვალის კანზე დამატებითი საშუალებები უნდა წაისვათ. მაგალითად ცოტაოდენი ბაზა, იმისთვის, რომ ჩრდილები კარგად დაჯდეს კანზე და იოლად არ მოგცილდეთ. სასურველია თვალის ქვეშ არსებული სილურჯეები დამალოთ და კანის ფერი გაათანაბროთ კონსილერის მეშვეობით. მეორე ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ცისფერი ან მწვანე ტონების გამოყენებას ცდილობთ.

ჩრდილებთან ერთად სასურველია ნატურალური მასალის სპეციალური ფუნჯებიც შეიძინოთ. თვალის მაკიაჟისთვის სულ სამი ტიპის ფუნჯი არსებობს: ბრტყელი, ფუმფულა და ცილინდრისებური. პირველი შესანიშნავად ანაწილებს ჩრდილებს ქუთუთოზე, მეორე იდალურად ქმნის გარდამავალ გრადიენტს და მესამე კი ჩრდილის ტონებს ძალიან ფრთხილად ანაწილებს ზედა ქუთუთოზე.

არ დაგავიწყდეთ შავი და ტეთრი ჩრდილების არსებობა. ისინი თვალს ვიზუალურად ზრდიან და უკეთ კვეთენ მას. თეთრი ჩრდილის წასმა თვალის შიდა კუთხეშია უმჯობესი, ხოლო შავი კი გარე კუთხეებში.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Advertisement